რაგბი: გაირკვა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე

© photo: Sputnik / Stringerქართული რაგბის გულშემატკივარი სტადიონზე
ქართული რაგბის გულშემატკივარი სტადიონზე - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2023
გამოწერა
А ჯგუფში პირველმა ადგილმა საქართველოს ნაკრებს ნახევარფინალური მატჩის საკუთარ მოედანზე ჩატარების უფლება მისცა.
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში 5 მარტს თბილისში რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, იუწყება საქართველოს რაგბის კავშირი.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 14-ჯერ მოიგო. 2018 წლიდან ბორჯღალოსნები პრესტიჟული ტიტულის უცვლელი მფლობელები არიან.
წელს ევროპის ჩემპიონატის გათამაშებაში საქართველოს ნაკრებმა სამიდან სამივე მატჩი მოიგო. მან დაამარცხა სახლში გერმანია 75:12, გასვლით მატჩებში ნიდერლანდი – 40:8 და ესპანეთი – 41:3.
А ჯგუფში პირველი ადგილი საქართველოს ნაკრებს ნახევარფინალური მატჩის საკუთარ მოედანზე ჩატარების უფლებას აძლევს.
ქართველმა მორაგბეებმა სტუმრად ესპანეთი გაანადგურეს>>
ტურნირის წესებით, B ჯგუფში მეორე ადგილზე გასული ხვდება А ჯგუფში პირველ ადგილზე გასულ გუნდს. B ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა რუმინეთმა, რომელმაც პორტუგალიასთან 20:38 წააგო.
მეორე ნახევარფინალში პორტუგალია ესპანეთს უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატის ფინალი რაგბიში 18-19 მარტს ჩატარდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0