https://sputnik-georgia.com/20230219/qartvelma-moragbeebma-stumrad-espaneti-gaanadgures-275005429.html
ქართველმა მორაგბეებმა სტუმრად ესპანეთი გაანადგურეს
ქართველმა მორაგბეებმა სტუმრად ესპანეთი გაანადგურეს
Sputnik საქართველო
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები ერთმანეთს 23-ჯერ შეხვდნენ, აქედან 19-ჯერ ქართველებმა მოიგეს 19.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-19T14:20+0400
2023-02-19T14:20+0400
2023-02-19T14:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0c/264386348_0:96:1440:906_1920x0_80_0_0_63e60675bc9fe03df0980b8e3653fae0.jpg
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტორელავეგაში ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში ესპანეთი 41:3 დაამარცხა.საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი 14-ჯერ აქვს მოგებული. 2018 წლიდან ბორჯღალოსნები პრესტიჟული ტიტულის ერთპიროვნული მფლობელები არიან.2000 წლიდან მოყოლებული საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები ერთმანეთს 23-ჯერ შეხვდნენ, ქართველმა მორაგბეებმა 19 თამაში მოიგეს, 2011 წელს რეკორდული სხვაობით - 60:0. ერთი მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო ესპანელებმა 3-ჯერ მოიგეს (ბოლოჯერ 2012 წელს).აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს ესპანეთში აქამდე არ მოუგია - 2000 წელს ბორჯღალოსნები ანგარიშით 32:36 დამარცხდნენ, 2007 წელს - 17:31, 2012 წელს კი - 18:25. ერთი მატჩი ფრედ - 6:6 დასრულდა.ლევან მაისაშვილის აღსაზრდელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და მე-7 წუთზე აკა ტაბუცაძემ უკვე დუბლი გაიფორმა. ბორჯღალოსნების მცდელობებს შორის ესპანელებმა ერთი პენალტი შეასრულეს და სხვაობა 10:3-მდე შეამცირეს საქართველოს სასარგებლოდ. სულ ესპანეთთან მატჩში ქართველმა მორაგბეებმა შვიდი ლელო გაიტანეს.ახლა საქართველოს ნაკრები ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს და ნახევარფინალურ მატჩს თბილისში გამართავს.ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ორი ჯგუფიდან ორ-ორი გუნდი გადის. A ჯგუფის გამარჯვებული B ჯგუფის მეორე ადგილოსანს უმასპინძლებს, ხოლო B ჯგუფის გამარჯვებული - A ჯგუფის მეორეადგილოსანს.ნახევარფინალები 4-5 მარტს გაიმართება, ფინალები კი 18-19 მარტს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0c/264386348_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_8b9354ddbc5ab6b50183fc8304e0c7e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ქართველმა მორაგბეებმა სტუმრად ესპანეთი გაანადგურეს
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები ერთმანეთს 23-ჯერ შეხვდნენ, აქედან 19-ჯერ ქართველებმა მოიგეს
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტორელავეგაში ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში ესპანეთი 41:3 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი 14-ჯერ აქვს მოგებული. 2018 წლიდან ბორჯღალოსნები პრესტიჟული ტიტულის ერთპიროვნული მფლობელები არიან.
2000 წლიდან მოყოლებული საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები ერთმანეთს 23-ჯერ შეხვდნენ, ქართველმა მორაგბეებმა 19 თამაში მოიგეს, 2011 წელს რეკორდული სხვაობით - 60:0. ერთი მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო ესპანელებმა 3-ჯერ მოიგეს (ბოლოჯერ 2012 წელს).
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს ესპანეთში აქამდე არ მოუგია - 2000 წელს ბორჯღალოსნები ანგარიშით 32:36 დამარცხდნენ, 2007 წელს - 17:31, 2012 წელს კი - 18:25. ერთი მატჩი ფრედ - 6:6 დასრულდა.
ლევან მაისაშვილის აღსაზრდელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და მე-7 წუთზე აკა ტაბუცაძემ უკვე დუბლი გაიფორმა. ბორჯღალოსნების მცდელობებს შორის ესპანელებმა ერთი პენალტი შეასრულეს და სხვაობა 10:3-მდე შეამცირეს საქართველოს სასარგებლოდ. სულ ესპანეთთან მატჩში ქართველმა მორაგბეებმა შვიდი ლელო გაიტანეს.
ახლა საქართველოს ნაკრები ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს და ნახევარფინალურ მატჩს თბილისში გამართავს.
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ორი ჯგუფიდან ორ-ორი გუნდი გადის. A ჯგუფის გამარჯვებული B ჯგუფის მეორე ადგილოსანს უმასპინძლებს, ხოლო B ჯგუფის გამარჯვებული - A ჯგუფის მეორეადგილოსანს.
ნახევარფინალები 4-5 მარტს გაიმართება, ფინალები კი 18-19 მარტს.