https://sputnik-georgia.com/20230305/ramdeni-banki-dajarimda-saqartvelosi-bolo-2-wlis-ganmavlobasi-275456084.html
რამდენი ბანკი დაჯარიმდა საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში
რამდენი ბანკი დაჯარიმდა საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში
Sputnik საქართველო
დაჯარიმდა TBC Bank და Liberty Bank, ასევე Credo Bank და Cartu Bank 05.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-05T10:14+0400
2023-03-05T10:14+0400
2023-03-05T10:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/19/249802249_0:1:3198:1800_1920x0_80_0_0_d128c2835e543d3b333ea1a6309acaaf.jpg
თბილისი, 5 მარტი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა წესებისა და დირექტივების დარღვევისთვის დააჯარიმა 181 საფინანსო ორგანიზაცია, მათ შორის 11 კომერციული ბანკი.საქართველოს ეროვნული ბანკი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უდგენს მუშაობის წესებს საფინანსო ორგანიზაციებს, აკონტროლებს ფულის გათეთრების შესახებ კანონებისა და დადგენილი წესების დაცვას.2021 წლიდან სულ დაჯარიმებულია 181 საზედამხედველო სუბიექტი:დაჯარიმებულ ბანკებს შორის არიან TBC Bank და Liberty Bank, ასევე Credo Bank და Cartu Bank, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან ასოცირდება.როგორ შეაფასა ირაკლი ღარიბაშვილმა კობა გვენეტაძის საქმიანობა >>„თიბისი ბანკს“ 928 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწია მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის“ და „კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" მოთხოვნების დარღვევის გამო.„ლიბერთი ბანკმა“ 149,5 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწია ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის ხუთი დარღვევის გამო, ასევე სამი კლიენტის შემთხვევაში „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონის მოთხოვნების დარღვევის გამო, აგრეთვე ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის მიწოდების ვადების დარღვევის, საბანკო შემოწმებისა და სხვა წესების დარღვევისთვის.„კრედო ბანკის“ და „ქართუ ბანკის“ შემთხვევაშიც საუბარია ზემოაღნიშნული წესების დარღვევებზე. ამასთან „კრედო ბანკი“ დაჯარიმდა 44 ათასი ლარით, ხოლო „ქართუ ბანკი“ – 64 ათასი ლარით.წყარო - ეროვნული ბანკი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/19/249802249_447:0:3178:2048_1920x0_80_0_0_73b4eedc296492c4d34e1c4467bb2a8f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
რამდენი ბანკი დაჯარიმდა საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში
დაჯარიმდა TBC Bank და Liberty Bank, ასევე Credo Bank და Cartu Bank
თბილისი, 5 მარტი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა წესებისა და დირექტივების დარღვევისთვის დააჯარიმა 181 საფინანსო ორგანიზაცია, მათ შორის 11 კომერციული ბანკი.
საქართველოს ეროვნული ბანკი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უდგენს მუშაობის წესებს საფინანსო ორგანიზაციებს, აკონტროლებს ფულის გათეთრების შესახებ კანონებისა და დადგენილი წესების დაცვას.
2021 წლიდან სულ დაჯარიმებულია 181 საზედამხედველო სუბიექტი:
საგადახდო მომსახურების პროვაიდერი - 12
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - 32
ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი - 3
სესხის გამცემი სუბიექტი - 6
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - 112.
დაჯარიმებულ ბანკებს შორის არიან TBC Bank და Liberty Bank, ასევე Credo Bank და Cartu Bank, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან ასოცირდება.
„თიბისი ბანკს“ 928 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწია მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის“ და „კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" მოთხოვნების დარღვევის გამო.
„ლიბერთი ბანკმა“ 149,5 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწია ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის ხუთი დარღვევის გამო, ასევე სამი კლიენტის შემთხვევაში „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონის მოთხოვნების დარღვევის გამო, აგრეთვე ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის მიწოდების ვადების დარღვევის, საბანკო შემოწმებისა და სხვა წესების დარღვევისთვის.
„კრედო ბანკის“ და „ქართუ ბანკის“ შემთხვევაშიც საუბარია ზემოაღნიშნული წესების დარღვევებზე. ამასთან „კრედო ბანკი“ დაჯარიმდა 44 ათასი ლარით, ხოლო „ქართუ ბანკი“ – 64 ათასი ლარით.