თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili"თელასის" ტექნიკური ჯგუფი
თელასის ტექნიკური ჯგუფი - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2023
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
თბილისი, 5 მარტი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 6 მარტს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ყიფშიძის, გაბაშვილის, დარიალის, ირაკლი აბაშიძის, კავსაძის და ტიციან ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე მელიქიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), იაკობ ნიკოლაძის, ღამბაშიძის, ქუჩიშვილის, კოსტავას და როდენის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), პეტრიწის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის, მიხეილ თამარაშვილის და გივი კარტოზიას ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას I კვარტლის (ნაწილობრივ) და შალვა ნუცუბიძის ქუჩის მოსახლეობას.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას, ბენდელიანის, მერაბ ალექსიძის და ჩიქვანაიას ქუჩების მოსახლეობას.
12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ბახტრიონის, იოსებიძის და არჩილ სულაკაურის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, საქ-ნავთობის დასახლების, აეროპორტის დასახლების და ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ხუდადოვის, გარეჯის, მექანიზაციის, კეხვის, ელო ანდრონიკაშვილის, მარიამ დადიანი-ანჩაბაძის, ნინო წერეთლის და უცნობ გმირთა ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ზურა მირაქიშვილის, ქერჩის, ფორე მოსულიშვილის, ანგია ბოჭორიშვილის, მარატ ნოზაძის, თეიმურაზ ბოჭორიშვილის და შეშელიძის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), დავით სარაჯიშვილის, ხევძმარის და შეშელიძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ყველა ახალი ამბავი
0