https://sputnik-georgia.com/20230304/ukanono-iararis-brunva-saqartvelosi-policiam-specoperaciis-sedegad-10-piri-daakava-275449336.html
უკანონო იარაღის ბრუნვა საქართველოში: პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად 10 პირი დააკავა
უკანონო იარაღის ბრუნვა საქართველოში: პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად 10 პირი დააკავა
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 3-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 04.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-04T16:37+0400
2023-03-04T16:37+0400
2023-03-04T16:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23824/39/238243939_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_c17009576216430d3616ef6ae8c90cc5.jpg
თბილისი, 4 მარტი – Sputnik. პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ბოლო პერიოდში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მთელი არსენალი ამოიღო, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, ტარებისთვის და გასაღებისთვის სულ 10 ადამიანია დაკავებული.დაკავებულთა ასაკი 30-დან 68 წლამდე მერყეობს.დაკავებები განხორციელდა თბილისში, აჭარაში, ქვემო ქართლში, გურიაში, სამეგრელოში, მცხეთა-მთიანეთში.განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, კარაბინი, სანადირო თოფები, რევოლვერი, შაშხანა, „ნაგანის" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები, ვაზნები, მასრები.ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ამხილეს ორი პირი.გარდა ამისა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ფაქტებზე, 2 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 3-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ასევე, გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ელი, მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს.წყარო - შსს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23824/39/238243939_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_ebd49144a992de8656b98bf3033f4f03.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში
უკანონო იარაღის ბრუნვა საქართველოში: პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად 10 პირი დააკავა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 3-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 4 მარტი – Sputnik. პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ბოლო პერიოდში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მთელი არსენალი ამოიღო, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, ტარებისთვის და გასაღებისთვის სულ 10 ადამიანია დაკავებული.
დაკავებულთა ასაკი 30-დან 68 წლამდე მერყეობს.
დაკავებები განხორციელდა თბილისში, აჭარაში, ქვემო ქართლში, გურიაში, სამეგრელოში, მცხეთა-მთიანეთში.
განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, კარაბინი, სანადირო თოფები, რევოლვერი, შაშხანა, „ნაგანის" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები, ვაზნები, მასრები.
ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ამხილეს ორი პირი.
გარდა ამისა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ფაქტებზე, 2 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 3-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ასევე, გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ელი, მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს.