https://sputnik-georgia.com/20230304/saqartvelos-xelisflebam-anakiiasi-portis-mseneblobis-dawyebis-tariri-daasaxela-275444350.html
საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების ახალი თარიღი დაასახელა
საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების ახალი თარიღი დაასახელა
Sputnik საქართველო
მთავრობა ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად ერთობლივ კომპანიას დააფუძნებს 04.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-04T09:31+0400
2023-03-04T09:31+0400
2023-03-04T09:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ანაკლია
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/18/249060916_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_fe6d60d4f032edb088a347ad276a3e05.jpg
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები 2023 წელს დაიწყება, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა განაახლოს ანაკლიის პორტის მშენებლობა იმ პირობით, რომ სახელმწიფო იქნება 51%-ის მფლობელი. ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, მაგრამ შეჩერდა. 2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება გაწყვიტა, რადგან ინვესტორმა ფინანსური ვალდებულებები ვერ შეასრულა.ამასთან, სახელმწიფოს კერძო პარტნიორის შერჩევის ფორმალური პროცესი გრძელდება.ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, რომელშიც სახელმწიფო იქნება 51%-ის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი 49%-ის მფლობელი.ანაკლიის პორტიანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი არასაკმარისი სიღრმე – ამჟამად მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.სწორედ ამიტომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ პორტი წელიწადში 900 000 კონტეინერის მიღებას შეძლებს.ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რომლებიც მალე შეჩერდა.თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.გამარჯვებული გახდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი". „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი" დააფუძნეს „თიბისი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.წყარო - საქართველოს მთავრობა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/18/249060916_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_387640a3151f12aa14e25c8c74567e64.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ანაკლია, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ანაკლია, საქართველოს მთავრობა
საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების ახალი თარიღი დაასახელა
მთავრობა ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად ერთობლივ კომპანიას დააფუძნებს
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები 2023 წელს დაიწყება, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა განაახლოს ანაკლიის პორტის მშენებლობა იმ პირობით, რომ სახელმწიფო იქნება 51%-ის მფლობელი. ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, მაგრამ შეჩერდა. 2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება გაწყვიტა, რადგან ინვესტორმა ფინანსური ვალდებულებები ვერ შეასრულა.
„მთავრობის გადაწყვეტილებით, პორტის მშენებლობის სამუშაოები 2023 წელს დაიწყება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, სახელმწიფოს კერძო პარტნიორის შერჩევის ფორმალური პროცესი გრძელდება.
ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, რომელშიც სახელმწიფო იქნება 51%-ის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი 49%-ის მფლობელი.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.
საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი არასაკმარისი სიღრმე – ამჟამად მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
სწორედ ამიტომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ პორტი წელიწადში 900 000 კონტეინერის მიღებას შეძლებს.
ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რომლებიც მალე შეჩერდა.
თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი". „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი" დააფუძნეს „თიბისი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.