https://sputnik-georgia.com/20230304/mixeil-saakasvils-axali-mkurnali-eqimi-hyavs-275445063.html
მიხეილ სააკაშვილს ახალი მკურნალი ექიმი ჰყავს
მიხეილ სააკაშვილს ახალი მკურნალი ექიმი ჰყავს
Sputnik საქართველო
კლინიკა „ვივამედის“ ექიმებმა განაცხადეს, რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა წონის კლებისა და სრულფასოვან კვებაზე უარის გამო 04.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-04T11:00+0400
2023-03-04T11:00+0400
2023-03-09T14:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/04/266427036_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_d5462c3470381424a434ebd4533766ec.jpg
თბილისი, 4 მარტი – Sputnik. საქართველოს მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს, პირადი ექიმი შეეცვალა, – ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.კლინიკა „ვივამედის“ ექიმებმა განაცხადეს, რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა წონის კლებისა და სრულფასოვან კვებაზე უარის გამო. ექიმები ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი მხოლოდ იმ კალორიებს იღებს, რაც სიცოცხლის შესანარჩუნებლად არის საჭირო და არა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.სააკაშვილის ადვოკატები, ოჯახის წევრები და მისი მხარდამჭერები მოითხოვენ მის გათავისუფლებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო დამაჯერებლად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები. 2 მარტს ეს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დაადასტურა.„ეს პარადოქსია" - რატი ბრეგაძე სააკაშვილის მომხრეების მოთხოვნაზე >>სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/04/266427036_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_e68e123488b821e72a11a99e8fdbc72b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილს ახალი მკურნალი ექიმი ჰყავს
11:00 04.03.2023 (განახლებულია: 14:50 09.03.2023) კლინიკა „ვივამედის“ ექიმებმა განაცხადეს, რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა წონის კლებისა და სრულფასოვან კვებაზე უარის გამო
თბილისი, 4 მარტი – Sputnik. საქართველოს მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს, პირადი ექიმი შეეცვალა, – ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.
კლინიკა „ვივამედის“ ექიმებმა განაცხადეს, რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა წონის კლებისა და სრულფასოვან კვებაზე უარის გამო. ექიმები ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი მხოლოდ იმ კალორიებს იღებს, რაც სიცოცხლის შესანარჩუნებლად არის საჭირო და არა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
„პაციენტი და ვერც ექიმი ვერ შეძლებდნენ ურთიერთთანამშრომლობას, ეს იყო პაციენტის ინიციატივა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვითვალისწინებთ მის ფსიქო-ემოციურ ფონს, ამიტომ გავითვალისწინეთ მისი ეს სურვილი თუ მოთხოვნა და ის ჩანაცვლდა ახალი ექიმით, თერაპევტით და ეს არის ლუიზა შენგელია, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია, - განაცხადა ჩხაიძემ.
სააკაშვილის ადვოკატები, ოჯახის წევრები და მისი მხარდამჭერები მოითხოვენ მის გათავისუფლებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო დამაჯერებლად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები. 2 მარტს ეს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დაადასტურა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.