https://sputnik-georgia.com/20230303/vitareba-saqartvelos-gzebze-275429986.html
რა ვითარებაა საქართველოს გზებზე
რა ვითარებაა საქართველოს გზებზე
Sputnik საქართველო
უამინდობამ საქართველოს საავტომობილო გზებზე პრობლემები შექმნა. 03.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-03T12:43+0400
2023-03-03T12:43+0400
2023-03-03T17:56+0400
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
ამინდი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250706035_0:74:1425:876_1920x0_80_0_0_aacf9c20aba9f275c4bad7815f230940.jpg
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)–ახალციხის საავტომობილო გზის სოფელი ჯვარიქეთი–კურორტი გოდერძის მონაკვეთზე მეწყრის ჩამოსვლის გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.საავტომობილო გზის ანგისა–ჯვარიქეთის მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.თოვლის და ლიპყინულის გამო გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს ქუთაისი(ჭომა)–ალპანა–მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზაზეც.თოვლის და ლიპყინულის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)–ალპანა–მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 129-141 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.რიკოთის უღელტეხილზე დაზიანებული გზის აღდგენა დაიწყო>>რაც შეეხება ამავე საავტომობილო გზის 1-129 კმ მონაკვეთს, აქ ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.საავტომობილო გზების დეპარატმენტის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა რაჭის ცალკეულ გზებზე.ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის 59-73 კმ მონაკვეთზე, გუფთა–ონის საავტომობილო გზის 44-64,2 კმ მონაკვეთსა და წესი–ურავის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება აღდგენილია. როდემდე იწვიმებს? უახლოესი დღეების პროგნოზი>>ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგლოლო–ჭიორა–ღების და ჭრებალო–ნიკორწმინდის საავტომობილო გზებზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.ბოლო დროს უამინიდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა. სინოპტიკისების მოკლევადიანი პროგნოზით, ნალექიანი ამინდები საქართველოში 7 მარტამდე გაგრძელდება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250706035_152:165:1199:950_1920x0_80_0_0_4200fd7dfa18656583b7d3a8b7d303ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, ამინდი საქართველოში
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, ამინდი საქართველოში
რა ვითარებაა საქართველოს გზებზე
12:43 03.03.2023 (განახლებულია: 17:56 03.03.2023) უამინდობამ საქართველოს საავტომობილო გზებზე პრობლემები შექმნა.
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)–ახალციხის საავტომობილო გზის სოფელი ჯვარიქეთი–კურორტი გოდერძის მონაკვეთზე მეწყრის ჩამოსვლის გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
საავტომობილო გზის ანგისა–ჯვარიქეთის მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თოვლის და ლიპყინულის გამო გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს ქუთაისი(ჭომა)–ალპანა–მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზაზეც.
თოვლის და ლიპყინულის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)–ალპანა–მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 129-141 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
რაც შეეხება ამავე საავტომობილო გზის 1-129 კმ მონაკვეთს, აქ ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარატმენტის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა რაჭის ცალკეულ გზებზე.
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის 59-73 კმ მონაკვეთზე, გუფთა–ონის საავტომობილო გზის 44-64,2 კმ მონაკვეთსა და წესი–ურავის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება აღდგენილია.
ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგლოლო–ჭიორა–ღების და ჭრებალო–ნიკორწმინდის საავტომობილო გზებზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ბოლო დროს უამინიდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა. სინოპტიკისების მოკლევადიანი პროგნოზით, ნალექიანი ამინდები საქართველოში 7 მარტამდე გაგრძელდება.