რიკოთის უღელტეხილზე დაზიანებული გზის აღდგენა დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerგზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე
გზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2023
გამოწერა
რთულმა კლიმატურმა პირობებმა და ინტენსიურმა გაწმენდითმა სამუშაოებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე გზის საფარი დააზიანა.
თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე უამინდობის გამო დაზიანებული გზის მონაკვეთები უახლოეს დროს შეკეთდება. ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად დაზიანებულ გზაზე სარემონტო სამუშაოები ორშაბათს, 27 თებერვალს დაიწყო. უწყების ინფორმაციით, მომდევნო დღეებში სამუშაოები პირველ ეტაპზე დილის 8 საათიდან 19:00 საათამდე ჩატარდება.
„შესაბამისი კლიმატური პირობების დადგომისთანავე კი, დაიგეგმება გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები“, - ნათქვამია განცხადებაში.
რთულმა კლიმატურმა პირობებმა და ინტენსიურმა გაწმენდითმა სამუშაოებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე გზის საფარი დააზიანა.
სამუშაოების წარმოების პერიოდში ცალკეულ ადგილებში შესაძლოა დროებით შეფერხდეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა, რისთვისაც უწყება ბოდიშს იხდის.
საქართველო აქტიურად გააგრძელებს აღმოსავლეთი-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობას >>
რიკოთის საგზაო მონაკვეთი აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E-60) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. რიკოთზე საერთო ჯამში დაგეგმილია 51,6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური ოთხზოლიანი გზის მშენებლობა, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. ამ მონაკვეთის დასრულება მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
ამ დროისთვის რიკოთის პროექტის მთლიანი პროგრესი, საშუალოდ 73%-ია. ამჟამად გაჭრილია 41 გვირაბი, აშენებულია 63 ხიდი და პროექტის ძირითადი მონაკვეთების დასრულება დაგეგმილია 2023 წლის ბოლოს.
რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა საუკუნის პროექტია, რომელიც ხორციელდება ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე ურთულესი საინჟინრო ნაგებობებით.
რიკოთის მონაკვეთი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაში გარდამტეხი პროექტია, რადგან მისი რეალიზაციის შედეგად ავტომაგისტრალის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება.
ყველა ახალი ამბავი
0