https://sputnik-georgia.com/20230303/kanoni-iararis-sesaxeb-sexvedra-sss-si-275438606.html
კანონი იარაღის შესახებ: შსს-ში დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა გაიმართა
კანონი იარაღის შესახებ: შსს-ში დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა გაიმართა
კანონპროექტის მიზანია, შემცირდეს ქვეყანაში იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევები. 03.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-03T18:50+0400
2023-03-03T18:50+0400
2023-03-03T21:55+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/03/275438193_0:58:1600:958_1920x0_80_0_0_5884059b835dd6924d6eedf851be1617.jpg
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაინტერესებულ პირებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს შეეხებოდა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.შეხვედრას მინისტრი ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობდა.უწყების ცნობით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევების შემცირება და პრევენციაა.გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავდება და უახლოეს მომავალში წარედგინება საქართველოს პარლამენტს მეორე მოსმენით განსახილველად.შეხვედრაში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტების წარმომადგენლები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/03/275438193_143:0:1564:1066_1920x0_80_0_0_52368ae96e07cdb4b5a075b442aec3dc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
კანონი იარაღის შესახებ: შსს-ში დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა გაიმართა
18:50 03.03.2023 (განახლებულია: 21:55 03.03.2023) კანონპროექტის მიზანია, შემცირდეს ქვეყანაში იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევები.
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაინტერესებულ პირებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს შეეხებოდა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შეხვედრას მინისტრი ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობდა.
უწყების ცნობით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევების შემცირება და პრევენციაა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნეს საკანონმდებლო სიახლეები. შეხვედრის დროს დეტალურად იქნა განხილული აღნიშნული კანონპროექტის ფარგლებში არსებული შენიშვნები და მოსაზრებები“, — ნათქვამია შსს-ს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავდება და უახლოეს მომავალში წარედგინება საქართველოს პარლამენტს მეორე მოსმენით განსახილველად.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტების წარმომადგენლები.