https://sputnik-georgia.com/20230303/istoriuli-procesi-male-saqartvelos-evrokavsiris-wevrobit-dasruldeba-raribasvili-275429571.html
ისტორიული პროცესი მალე საქართველოს ევროკავშირის წევრობით დამთავრდება - პრემიერი
ისტორიული პროცესი მალე საქართველოს ევროკავშირის წევრობით დამთავრდება - პრემიერი
Sputnik საქართველო
საქართველომ ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი ერთი წლის წინ წარადგინა. 03.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-03T13:06+0400
2023-03-03T13:06+0400
2023-03-03T18:19+0400
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/12/272295047_0:91:1024:667_1920x0_80_0_0_333339bffd163ea36382847cbad5bb6e.jpg
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. ისტორიული შეუქცევადი პროცესი მალე დაგვირგვინდება საქართველოს ევროკავშირის წევრობით, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენის წლისთავს ეძღვნება.საქართველომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს შეიტანა. ევროპულმა საბჭომ იმავე წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ.საქართველო ევროპული ქვეყანაა და დასავლური ცივილიზაციის ორგანული ნაწილია თავისი ისტორიის, კულტურის, ფასეულობების წყალობით, მასშტაბური რეფორმების, განვითარების ტემპებითა და ხარისხის წყალობით, და ეს უდავოდ იმსახურებს სამართლიან აღიარებას, აღნიშნა პრემიერმა.„2022 წლის 3 მარტს მე წილად მხვდა გამორჩეული პატივი, ხელი მომეწერა დოკუმენტზე, რომელიც ქართველთა მრავალი თაობის ოცნებას, ჩვენი ხალხის მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას განასახიერებს. ამ დღეს ჩვენი ისტორიის ახალი ფურცელი გადაიშალა“, – ნათქვამია განცხადებაში.მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ კიდევ უფრო მეტად მიგვაახლოვა თავისუფალ ერთა ევროპული ოჯახის წევრობასთან.„განვლილ ერთ წელიწადში ჩვენ კიდევ უფრო გავააქტიურეთ ძალისხმევა იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც მთელ ჩვენს ისტორიას და, ბუნებრივია, ჩვენი ხელისუფლების საქმიანობას განსაზღვრავს“, – განაცხადა პრემიერმა.ხელისუფლებამ ყველა ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ დაუახლოვდეს ევროპული ცხოვრების წესსა და სტანდარტებს, ინსტიტუციონალურ მოწყობასა და კანონმდებლობას, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, აღნიშნა ღარიბაშვილმა.საქართველოში ევროკავშირის ელჩმა მხარეებს შორის ურთიერთობები შეაფასა>>ამ პროცესში მუდამ ვგრძნობთ ჩვენი ხალხის მხარდაჭერას, რაც ყველაზე ძლიერი სტიმულია მთავრობის, მთლიანად ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყოველდღიური საქმიანობისთვის, განაცხადა პრემიერმა.„მადლიერი ვართ ჩვენი ევროპელი მეგობრების, პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისა და ხალხის, ვინც ჩვენს გვერდით დგას ამ მიზნის რეალობად ქცევის გზაზე. ევროკავშირის გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, და სწორედ ეს გვაძლევს ყველაზე მეტ იმედს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ გადაწყვეტილებას 2023 წელს ელოდება. როგორც მოსალოდნელია, ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულების საკითხზე შემოდგომაზე იქნება მზად.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/12/272295047_0:114:737:667_1920x0_80_0_0_2fd29484e203e000ed2c2f47ada935a7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ისტორიული პროცესი მალე საქართველოს ევროკავშირის წევრობით დამთავრდება - პრემიერი
13:06 03.03.2023 (განახლებულია: 18:19 03.03.2023) საქართველომ ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი ერთი წლის წინ წარადგინა.
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. ისტორიული შეუქცევადი პროცესი მალე დაგვირგვინდება საქართველოს ევროკავშირის წევრობით, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენის წლისთავს ეძღვნება.
საქართველომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს შეიტანა. ევროპულმა საბჭომ იმავე წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ.
„ღრმად მწამს, რომ ისტორიული პროცესი, რომელმაც ერთი წლის წინ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, მალე დაგვირგვინდება საქართველოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველო ევროპული ქვეყანაა და დასავლური ცივილიზაციის ორგანული ნაწილია თავისი ისტორიის, კულტურის, ფასეულობების წყალობით, მასშტაბური რეფორმების, განვითარების ტემპებითა და ხარისხის წყალობით, და ეს უდავოდ იმსახურებს სამართლიან აღიარებას, აღნიშნა პრემიერმა.
„2022 წლის 3 მარტს მე წილად მხვდა გამორჩეული პატივი, ხელი მომეწერა დოკუმენტზე, რომელიც ქართველთა მრავალი თაობის ოცნებას, ჩვენი ხალხის მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას განასახიერებს. ამ დღეს ჩვენი ისტორიის ახალი ფურცელი გადაიშალა“, – ნათქვამია განცხადებაში.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ კიდევ უფრო მეტად მიგვაახლოვა თავისუფალ ერთა ევროპული ოჯახის წევრობასთან.
„განვლილ ერთ წელიწადში ჩვენ კიდევ უფრო გავააქტიურეთ ძალისხმევა იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც მთელ ჩვენს ისტორიას და, ბუნებრივია, ჩვენი ხელისუფლების საქმიანობას განსაზღვრავს“, – განაცხადა პრემიერმა.
ხელისუფლებამ ყველა ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ დაუახლოვდეს ევროპული ცხოვრების წესსა და სტანდარტებს, ინსტიტუციონალურ მოწყობასა და კანონმდებლობას, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ამ პროცესში მუდამ ვგრძნობთ ჩვენი ხალხის მხარდაჭერას, რაც ყველაზე ძლიერი სტიმულია მთავრობის, მთლიანად ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყოველდღიური საქმიანობისთვის, განაცხადა პრემიერმა.
„მადლიერი ვართ ჩვენი ევროპელი მეგობრების, პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისა და ხალხის, ვინც ჩვენს გვერდით დგას ამ მიზნის რეალობად ქცევის გზაზე. ევროკავშირის გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, და სწორედ ეს გვაძლევს ყველაზე მეტ იმედს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ გადაწყვეტილებას 2023 წელს ელოდება. როგორც მოსალოდნელია, ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულების საკითხზე შემოდგომაზე იქნება მზად.