https://sputnik-georgia.com/20230303/ganatlebis-saministro-saxelmzrvaneloebis-ganxilva-275440850.html
ჩაერთეთ პროცესში: განათლების სამინისტრომ სასკოლო სახელმძღვანელოების საჯარო განხილვა დაიწყო
ჩაერთეთ პროცესში: განათლების სამინისტრომ სასკოლო სახელმძღვანელოების საჯარო განხილვა დაიწყო
Sputnik საქართველო
საჯარო განხილვებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მშობლებს, მასწავლებლებს, განათლების სფეროს სპეციალისტებსა და ორგანიზაციებს. 03.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-03T21:16+0400
2023-03-03T21:16+0400
2023-03-03T22:40+0400
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260663185_0:203:2992:1886_1920x0_80_0_0_8e4df3f3a19687d9da6f9b46914e55e4.jpg
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ XI კლასის ყველა და X კლასის ზოგიერთი სახელმძღვანელოს შეფასებისა და საჯარო განხილვის პროცესი დაიწყო, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციაში.უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, მშობლებს, მასწავლებლებს, განათლების სფეროს სპეციალისტებსა და ორგანიზაციებს ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთონ სახელმძღვანელოების მაკეტების (ანონიმური ეგზემპლარების) შეფასების პროცესში.აღნიშნულ კომენტარებს სახელმძღვანელოების რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფები განიხილავენ, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტის, პრაქტიკოსი მასწავლებლების, დარგის მეცნიერების, ფსიქოლოგის, ფილოლოგისა და სხვა სპეციალისტებისგანაა დაკომპლექტებული.სახელმძღვანელოების რეცენზირების პროცესი 19 ივნისს დასრულდება, ხოლო გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას 2023 წლის 20 ივნისამდე მიიღებენ. რაც შეეხება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სახელმძღვანელოების შერჩევას, ეს პროცესი 22 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით განხორციელდება.იმ შემთხვევაში, თუ საგანში სამზე მეტი გრიფირებული სახელმძღვანელო გაივლის რეცენზირების ეტაპს, სკოლას ექნება შესაძლებლობა, არჩევანი რეიტინგის პირველი სამეულიდან გააკეთოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260663185_295:0:2962:2000_1920x0_80_0_0_d30ab514b6e601a76cc42a3b2d9bb7d8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საქართველო, ახალი ამბები
განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საქართველო, ახალი ამბები
ჩაერთეთ პროცესში: განათლების სამინისტრომ სასკოლო სახელმძღვანელოების საჯარო განხილვა დაიწყო
21:16 03.03.2023 (განახლებულია: 22:40 03.03.2023) საჯარო განხილვებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მშობლებს, მასწავლებლებს, განათლების სფეროს სპეციალისტებსა და ორგანიზაციებს.
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ XI კლასის ყველა და X კლასის ზოგიერთი სახელმძღვანელოს შეფასებისა და საჯარო განხილვის პროცესი დაიწყო, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, მშობლებს, მასწავლებლებს, განათლების სფეროს სპეციალისტებსა და ორგანიზაციებს ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთონ სახელმძღვანელოების მაკეტების (ანონიმური ეგზემპლარების) შეფასების პროცესში.
„ყველა სახელმძღვანელოს მაკეტი 2 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით გრიფირების ელექტრონულ პორტალზე საჯაროდ იქნება განთავსებული, სადაც ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება, გაეცნოს მისთვის საინტერესო საგნის/საგნების სახელმძღვანელოების მაკეტების შინაარსს და შესაბამის ველში დატოვოს კომენტარი“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
აღნიშნულ კომენტარებს სახელმძღვანელოების რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფები განიხილავენ, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტის, პრაქტიკოსი მასწავლებლების, დარგის მეცნიერების, ფსიქოლოგის, ფილოლოგისა და სხვა სპეციალისტებისგანაა დაკომპლექტებული.
„არგუმენტირებული შენიშვნების შემთხვევაში კომენტარების სახით დაფიქსირებული მოსაზრებები სახელმძღვანელოს საბოლოო რეცენზიაში აისახება, რაც, თავის მხრივ, გრიფის მინიჭების პროცესში ავტორისთვის სავალდებულო შესასრულებელი პირობა იქნება“, — აცხადებენ სამინისტროში.
სახელმძღვანელოების რეცენზირების პროცესი 19 ივნისს დასრულდება, ხოლო გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას 2023 წლის 20 ივნისამდე მიიღებენ. რაც შეეხება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სახელმძღვანელოების შერჩევას, ეს პროცესი 22 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით განხორციელდება.
იმ შემთხვევაში, თუ საგანში სამზე მეტი გრიფირებული სახელმძღვანელო გაივლის რეცენზირების ეტაპს, სკოლას ექნება შესაძლებლობა, არჩევანი რეიტინგის პირველი სამეულიდან გააკეთოს.