პაატა ამონაშვილი დედობრივ სიყვარულზე და მისი რჩევები აღზრდასთან დაკავშირებით

© photo: Sputnik / Stringerდედა ბავშვებთან ერთად პარკში
დედა ბავშვებთან ერთად პარკში - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2023
გამოწერა
დედის სხეული და დედის სული – ეს ზეციური სიყვარულის გამოვლენაა, მიიჩნევს ცნობილი ქართველი ფსიქოლოგი პაატა ამონაშვილი.
საქართველოში 3 მარტს დედის დღე აღინიშნება. სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, სოციოლოგმა, მწერალმა, პედაგოგიური ხელოვნებისა და სოციალიზაციის აკადემიის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტმა პაატა ამონაშვილმა „Sputnik-საქართველოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა დედის როლზე ადამიანის ცხოვრებაში და დედებს რჩევები მისცა.
„ალბათ შეცდომა არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ დედა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, პირველ რიგში, ზეციური სიყვარულის გამოვლენის ფორმაა. დედის მეშვეობით რეალიზდება ის ყველაზე მთავარი, რისთვისაც ამ სამყაროში მოვდივართ – ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული, განვავითაროთ ჩვენში ზეციური, უპირობო სიყვარულის უნარები“, – განაცხადა ამონაშვილმა.
ფსიქოლოგმა დედებს თხოვნით მიმართა – ხშირად გამოამჟღავნონ თავიანთი შვილების მიმართ ნამდვილი, უპირობო სიყვარული, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ბავშვი არ უჯერებს მშობელს. მნიშვნელოვანი ხომ სწორედ ბავშვის მიმართ სიყვარულის გამოხატვაა ასეთ რთულ მომენტებში, აღნიშნა მან.
„დედას გაღიზიანების მომენტში შეიძლება არ შეუძლია უყვარდეს. ეს ორი გრძნობა ერთმანეთთან ვერ თავსდება. გაღიზიანებისგან გათავისუფლება მთელი არსებით ყველა დედისთვის კარგი ნაბიჯი შეიძლება გახდეს“, – აღნიშნა ამონაშვილმა.
დედის როლი ადამიანის ცხოვრებაში – ესაა სიყვარული, აღნიშნა ფსიქოლოგმა. მისი თქმით, ბავშვის გამოკვება, სწავლა, აღზრდა თავის ღირებულებას კარგავს, თუ სიყვარულის გრძნობა არაა.

„დედის მთავარი როლი – ეს სიყვარულია“, – განაცხადა ამონაშვილმა.

კითხვაზე, რა უნდა ქნას დედამ, თუ ბავშვს სწავლა არ უნდა, ამონაშვილმა უპასუხა, რომ ხანდახან, როცა არაფერი არ ჭრის, მშობელს უწევს ბავშვი აიძულოს, იმეცადინოს. მაგრამ არის ერთი ნიუანსი – არ შეიძლება იძულება გაღიზიანების, გაბრაზებისა და აგრესიის ფონზე, რადგან ეს იძულების უკვე სულ სხვა ფორმაა.
ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, დედებიც, მამებიც შეიძლება გამოვიდნენ წყობილებიდან, გაღიზიანდნენ, მაგრამ სასურველია, რომ მშობლებმა იპოვონ ადგილი, სადაც დამშვიდდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელონ ურთიერთობა ბავშვებთან.
პროფესია: „ცოლი და დედა“, „ქმარი და მამა“, ანუ ბავშვების აღზრდის საფუძველი>>
სპეციალისტი აცხადებს, რომ გაღიზიანებით უფროსები ბავშვებში გაღიზიანების „აღზრდას“ ეწევიან. გაღიზიანებისას ყოველ ჯერზე ისინი მათ კონკრეტულ სახეს აჩვენებენ, რომელიც მშობლის აღმზრდელობით მიზნებს არ შეესაბამება, აღნიშნა მან.
დედის დღე საქართველოში 1991 წელს ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაარსდა. ახალმა დღესასწაულმა ფაქტობრივად ჩაანაცვლა ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი, რომელიც, ისევე, როგორც საბჭოთა დღესასწაულების უმეტესობა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაუქმდა.
თუმცა ათი წლის შემდეგ, 2002 წლის მარტში საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით 8 მარტმა ისევ მიიღო დღესასწაულის სტატუსი.
შესაბამისად, საქართველოში ახლა ქალებსა და დედებს ორი დღესასწაული ეძღვნებათ – 3 და 8 მარტი, და ორივე უქმე დღედ არის გამოცხადებული.
დედის დღის ტრადიციები
საქართველოში დედებს დიდ პატივს სცემენ. ის, რომ დედის კულტი ქვეყანაში უძველესი დროიდან იღებს სათავეს, ქართული ენითაც დასტურდება. ამის ნათელი მაგალითია სიტყვები „დედამიწა“, „დედაბოძი“, „დედაენა“ და ა.შ.
გენი თუ წვრთნა? არჩევანი თქვენზეა...>>
საქართველოში დედის დღე საოჯახო დღესასწაულია. მისი მიზანია განსაკუთრებით გაუსვას ხაზი ჩვენს ცხოვრებაში დედის მნიშვნელობას, მხარი დაუჭიროს ქალის მიმართ ფაქიზი მოპყრობის ტრადიციას და გაამყაროს ოჯახის ინსტიტუტი.
დედის დღის ისტორია
დედისადმი მიძღვნილი დღესასწაულები სათავეს ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან იღებს. მაგალითად, ძველი ბერძნები მიწის ქალღმერთს გეას სცემდნენ თაყვანს. ძველი რომაელები – თავიანთი ღმერთების დედას კიბელას, ხოლო ძველი კელტები – ქალღმერთ ბრიჯიტს.
ინგლისში „დედის კვირადღეს“ მე-17 საუკუნიდან აღნიშნავდნენ. ბავშვებს, რომლებიც სახლიდან მოშორებით მუშაობდნენ, უფლება ჰქონდათ მშობლიური სახლი წელიწადში ერთხელ ამ დღეს მოენახულებინათ. თუმცა ამ დღესასწაულმა წლების განმავლობაში სხვა მნიშვნელობა შეიძინა და ინგლისელებმა დედების ნაცვლად პატივის მიგება „დედა-ეკლესიისთვის“ დაიწყეს. რის შემდეგაც ეს დღე ნაწილობრივ საეკლესიო გახდა.
რა არის იაპონელების გენიალობის მთავარი საიდუმლო>>
აშშ-ში დედის დღე მე-20 საუკუნის დასაწყისში შემოიღეს. 1907 წლის მაისში მასწავლებელმა გრაფტონიდან ენი ჯარვისმა დასავლეთ ვირჯინიაში საკუთარი გარდაცვლილი დედის ხსოვნის აღსანიშნავად საზეიმო ცერემონია მოაწყო.
სამი წლის შემდეგ ვირჯინიის შტატში დღესასწაულის აღნიშვნა ოფიციალურად დაიწყეს, ხოლო 1914 წლიდან მაისის მეორე კვირა აშშ-ში დედის დღედ და ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადეს.
ამ დღესასწაულს მაისის მეორე კვირა დღეს კიდევ 26 სახელმწიფო აღნიშნავს. ხოლო 30 ქვეყანაზე მეტი დედის დღეს სხვა რიცხვში ზეიმობს.
დედის დღეს ყველა ქვეყანაში თავისი ისტორია და ტრადიციები გააჩნია, თუმცა საერთო ის არის, რომ დედას ყველგან პატივს სცემენ და ულოცავენ ამ დღეს ერთნაირად – ლექსებით, მისალოცი ბარათებით, საჩუქრებით.
იმისთვის, რომ თქვენი შვილი ბედნიერი იყოს...
დედას ყველანაირი ყურადღება გაახარებს. შეგიძლიათ აჩუქოთ ყვავილები, ტკბილეული, სასიამოვნო წვრილმანები, გაუკეთოთ სასიამოვნო სიურპრიზები. მთავარია გამოხატოთ მადლიერება თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი და ახლობელი ადამიანის მიმართ, რომელმაც თქვენ სიცოცხლე და თავისი სიყვარული გაჩუქათ.
დედის დღე – ეს არის კიდევ ერთი შანსი, მადლობა გადაუხადოთ ადამიანს, რომელმაც სიცოცხლე გაჩუქათ, იმ სიყვარულისთვის, ზრუნვისთვის და უანგარო მსხვერპლისთვის, რომელსაც ის საკუთარი შვილების კეთილდღეობისთვის იღებს.
გახსოვდეთ, რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ, თქვენ ყოველთვის გჭირდებათ მისი მოფერება და ალერსი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0