https://sputnik-georgia.com/20230302/titqmis-100-wlis-semdeg-tsu-aradgina-samecniero-jurnali-275364556.html
თითქმის 100 წლის შემდეგ - თბილისის უნივერსიტეტმა სამეცნიერო ჟურნალი აღადგინა
თითქმის 100 წლის შემდეგ - თბილისის უნივერსიტეტმა სამეცნიერო ჟურნალი აღადგინა
ჟურნალის მეშვეობით ქართველი მეცნიერების ნაშრომები მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ბაზებში მოხვდება. 02.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-02T09:47+0400
2023-03-02T09:47+0400
2023-03-02T13:37+0400
განათლება საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/19/251001829_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_c192f7a397853eabc72a442ceba5bc14.jpg
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რექტორის, ჯაბა სამუშიას ინიციატივით, აღადგინა სამეცნიერო ჟურნალი „თბილისის უნივერსიტეტის მოამბე“, რომლის გამოცემაც 1930 წლიდან შეწყდა.სამეცნიერო მრავალდარგობრივი ჟურნალი „თბილისის უნივერსიტეტის მოამბის“ (Bulletin de l'universite de Tiflis) აღდგენის გადაწყვეტილება უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო, ნათქვამია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.ამ ჟურნალის წყალობით ქართველი მეცნიერების ნამუშევრები მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ბაზებში მოხვდება.სამეცნიერო ჟურნალის კვლევით მიმართულებებზე, მის ფორმატსა და სხვა დეტალებზე გადაწყვეტილებას საუნივერსიტეტო საზოგადოება ერთობლივად მიიღებს.მიხეილ ჩხენკელი: უნივერსიტეტი ღირსეულად აგრძელებს საუკუნოვან ტრადიციას>>პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, „თბილისის უნივერსიტეტის მოამბის“ პირველი ეგზემპლარი 1919 წელს დაიბეჭდა.თსუ – კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 8 თებერვალს გაიხსნა. 1989 წელს მას უნივერსიტეტის დამფუძნებლის, ისტორიკოსის, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელი ეწოდა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/19/251001829_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_25159c97ea3c9dd33050dd820ee4aa03.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
განათლება საქართველოში , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
განათლება საქართველოში , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
თითქმის 100 წლის შემდეგ - თბილისის უნივერსიტეტმა სამეცნიერო ჟურნალი აღადგინა
09:47 02.03.2023 (განახლებულია: 13:37 02.03.2023) ჟურნალის მეშვეობით ქართველი მეცნიერების ნაშრომები მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ბაზებში მოხვდება.
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რექტორის, ჯაბა სამუშიას ინიციატივით, აღადგინა სამეცნიერო ჟურნალი „თბილისის უნივერსიტეტის მოამბე“, რომლის გამოცემაც 1930 წლიდან შეწყდა.
სამეცნიერო მრავალდარგობრივი ჟურნალი „თბილისის უნივერსიტეტის მოამბის“ (Bulletin de l'universite de Tiflis) აღდგენის გადაწყვეტილება უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო,
ნათქვამია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
ამ ჟურნალის წყალობით ქართველი მეცნიერების ნამუშევრები მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ბაზებში მოხვდება.
სამეცნიერო ჟურნალის კვლევით მიმართულებებზე, მის ფორმატსა და სხვა დეტალებზე გადაწყვეტილებას საუნივერსიტეტო საზოგადოება ერთობლივად მიიღებს.
პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, „თბილისის უნივერსიტეტის მოამბის“ პირველი ეგზემპლარი 1919 წელს დაიბეჭდა.
თსუ – კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 8 თებერვალს გაიხსნა. 1989 წელს მას უნივერსიტეტის დამფუძნებლის, ისტორიკოსის, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელი ეწოდა.