საქართველოში ექთნის პროფესია უფრო პოპულარული გახდება

© Ministry of Refugees, Labor, Health and Social Affairsმედიკოსი ერთ-ერთ კლინიკაში
მედიკოსი ერთ-ერთ კლინიკაში - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2023
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება აპირებს ექთნების სასწავლო გეგმის გაუმჯობესებას და პროფესიისადმი ინტერესის გაზრდას.
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ექთნების პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით სპეციალურ პროგრამებს განახორციელებს, იტყობინება უწყების პრეს-სამსახური.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელშიც გაწერილია ის მექანიზმები და საჭიროებები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში საექთნო საქმის პროფესიული სტანდარტების დანერგვას და შექმნის მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს.
დოკუმენტის მიხედვით, დადგინდება პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტები, შეიქმნება მოკლევადიანი, უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა, ასევე შესაბამისი ტესტირებისა და საგამოცდო პროგრამები.
შრომის ინსპექციის სამსახური ექიმებისა და ექთნების ხელფასების საკითხს შეისწავლის >>
დოკუმენტს ხელი მოაწერეს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა და EBRD-ს კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა. მისი თქმით, თანამშრომლობის მთავარი მიზანია საექთნო სასწავლო გეგმის გაუმჯობესება და ამ პროფესიის მიმართ ინტერესის გაზრდა.

„ჩვენ გვჯერა, რომ ჯანდაცვის სექტორი საკმაოდ პერსპექტიულია და სასარგებლო იქნება ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით“, – განაცხადა EBRD-ს რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში.

როგორც ცნობილია, ქვეყანაში კვალიფიციური ექთნების დეფიციტია, ამიტომ ვაპირებთ, რომ ეს პროფესია ახალგაზრდებში უფრო მიმზიდველი გავხადოთ, განაცხადა მან.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, პროექტის მიზანია – ექთნისა და ბებიაქალის პროფესია აღიარებული და დაფასებული გახდეს და საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს.
ექთნების მწვავე დეფიციტი კვლავ რჩება საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში 100 ათას მოსახლეზე 555 ექთანი მოდიოდა. ეს თითქმის ნახევარით ნაკლებია ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით.
2019 წლის მონაცემებით, საქართველოში იყო დაახლოებით 30 ათასი ექიმი და 18 ათასზე მეტი ექთანი.
ყველა ახალი ამბავი
0