https://sputnik-georgia.com/20230302/saapelacio-sasamartlom-saakashviltan-dakavshirebit-gadawkvetileba-ganmarta-275408153.html
სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა: სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას განმარტავს
სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა: სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას განმარტავს
Sputnik საქართველო
6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა. 02.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-02T18:50+0400
2023-03-02T18:50+0400
2023-03-02T22:17+0400
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24623/40/246234081_0:172:1000:735_1920x0_80_0_0_5bf56f3e78768792537d86dd5b494e0a.jpg
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების აპელაციის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, ნათქვამია თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში.2 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე მისი ადვოკატების შუამდგომლობა.6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო დამაჯერებლად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები, რომლემაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები.ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლო სხდომებზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა.სამედიცინო დასკვნა, რომელიც სასამართლოში დაცვის მხარის მთავარი არგუმენტი გახდა, წამების, ძალადობისა და სტრესის მსხვერპლთა ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრმა „ემპათიამ“ მოამზადა. დოკუმენტი მოიცავს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ექსპერტების დასკვნებს.სააპელაციო სასამართლომ სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა>>>მოწვეულ უცხოელ ექსპერტებს შორის იყვნენ ბრიტანელი ფსიქიატრი კორნელიუს კატონა, ასევე ხუთი ამერიკელი ექსპერტი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი, გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი, ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლაჰანი და ქირურგი-ორთოპედი ჯეიმს კობი.3 თებერვალს სასამართლო სხდომაზე სამოქალაქო კლინიკა „ვივამედის" გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე წარდგა, რომელმაც დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს. მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, თავის მხრივ, არაერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილი გათავისუფლების მისაღწევად თვითდაზიანებით არის დაკავებული, მიირთმევს დაბალკალორიულ საკვებს და რეგულარულად უარს ამბობს სამედიცინო დანიშნულების შესრულებაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24623/40/246234081_0:79:1000:829_1920x0_80_0_0_38a483ed49f7f66bcb72d5cd59c26d11.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა: სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას განმარტავს
18:50 02.03.2023 (განახლებულია: 22:17 02.03.2023) 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა.
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების აპელაციის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, ნათქვამია თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში.
2 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე მისი ადვოკატების შუამდგომლობა.
„სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატების შალვა ხაჭაპურიძის, ზურაბ ვანიშვილისა და ვალერიან გელბახიანის სააპელაციო საჩივარი და საქმეში წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ არ არსებობდა ზემოაღნიშნული საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი", – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო დამაჯერებლად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები, რომლემაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები.
ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლო სხდომებზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა.
სამედიცინო დასკვნა, რომელიც სასამართლოში დაცვის მხარის მთავარი არგუმენტი გახდა, წამების, ძალადობისა და სტრესის მსხვერპლთა ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრმა „ემპათიამ“ მოამზადა. დოკუმენტი მოიცავს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ექსპერტების დასკვნებს.
მოწვეულ უცხოელ ექსპერტებს შორის იყვნენ ბრიტანელი ფსიქიატრი კორნელიუს კატონა, ასევე ხუთი ამერიკელი ექსპერტი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი, გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი, ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლაჰანი და ქირურგი-ორთოპედი ჯეიმს კობი.
3 თებერვალს სასამართლო სხდომაზე სამოქალაქო კლინიკა „ვივამედის" გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე წარდგა, რომელმაც დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს. მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, თავის მხრივ, არაერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილი გათავისუფლების მისაღწევად თვითდაზიანებით არის დაკავებული, მიირთმევს დაბალკალორიულ საკვებს და რეგულარულად უარს ამბობს სამედიცინო დანიშნულების შესრულებაზე.