https://sputnik-georgia.com/20230302/--------275400871.html
სააპელაციო სასამართლომ სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
სააპელაციო სასამართლომ სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის... 02.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-02T14:57+0400
2023-03-02T14:57+0400
2023-03-02T17:24+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/15/275092496_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_774904c6aa3e911297a645dd2610da60.jpg
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობა.შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამჯერად სასამართლო სხდომა არ გამართულა. სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მან გადაწყვეტილების თაობაზე მოსამართლის თანაშემწისგან ტელეფონით გაიგო.მისი თქმით, დაცვის მხარე სარჩელით ახლა უკვე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს.თბილისის საქალაქო სასამართლოში, სააპელაციო სასამართლოსგან განსხვავებით, მრავალსაათიანი პროცესები გაიმართა. პროცესზე, რომელიც დაახლოებით ორი თვე გაგრძელდა, გამოიკითხნენ სააკაშვილის დაცვის მიერ მოწმის სახით მოწვეული უცხოელი და ადგილობრივი ექიმები.თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო დამაჯერებლად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები, რომლემაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები.გაათავისუფლებენ თუ არა სააკაშვილს - მიმდინარეობს დასკვნითი სასამართლო სხდომა>>>ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სამედიცინო დასკვნა, რომელიც სასამართლოში დაცვის მხარის მთავარი არგუმენტი გახდა, წამების, ძალადობისა და სტრესის მსხვერპლთა ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრმა „ემპათიამ“ მოამზადა. დოკუმენტი მოიცავს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ექსპერტების დასკვნებს.მოწვეულ უცხოელ ექსპერტებს შორის იყვნენ ბრიტანელი ფსიქიატრი კორნელიუს კატონა, ასევე ხუთი ამერიკელი ექსპერტი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი, გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი, ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლაჰანი და ქირურგი-ორთოპედი ჯეიმს კობი.რა გადაწყვიტა მოსამართლემ სააკაშვილის სასამართლოზე რატი ბრეგაძის დაკითხვის საკითხზე>>>3 თებერვალს სასამართლო სხდომაზე სამოქალაქო კლინიკა „ვივამედის" გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე წარდგა, რომელმაც დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს. მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილი გათავისუფლების მისაღწევად თვითდაზიანებით არის დაკავებული, მიირთმევს დაბალკალორიულ საკვებს და რეგულარულად უარს ამბობს სამედიცინო დანიშნულების შესრულებაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/15/275092496_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_4d994d3b6de278c46f7da1ad7ef7108a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობა.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამჯერად სასამართლო სხდომა არ გამართულა. სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მან გადაწყვეტილების თაობაზე მოსამართლის თანაშემწისგან ტელეფონით გაიგო.
„მოკლედ, სააკაშვილს სასჯელის გადავადებაზე უარი ისე ეთქვა, რომ პროცესი არც ჩატარებულა. საქართველოს მოსამართლეებმა დაადასტურეს, რომ ისინი ქმედუუნარონი არიან. სააკაშვილს წაართვეს სამართლიანი სასამართლოს უფლება. მას წაართვეს ასევე სიცოცხლის უფლება", – განაცხადა ხაჭაპურიძემ ტელეკომპანია „TV პირველის" ეთერში.
მისი თქმით, დაცვის მხარე სარჩელით ახლა უკვე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სააპელაციო სასამართლოსგან განსხვავებით, მრავალსაათიანი პროცესები გაიმართა. პროცესზე, რომელიც დაახლოებით ორი თვე გაგრძელდა, გამოიკითხნენ სააკაშვილის დაცვის მიერ მოწმის სახით მოწვეული უცხოელი და ადგილობრივი ექიმები.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო დამაჯერებლად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები, რომლემაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები.
ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა.
სამედიცინო დასკვნა, რომელიც სასამართლოში დაცვის მხარის მთავარი არგუმენტი გახდა, წამების, ძალადობისა და სტრესის მსხვერპლთა ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრმა „ემპათიამ“ მოამზადა. დოკუმენტი მოიცავს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ექსპერტების დასკვნებს.
მოწვეულ უცხოელ ექსპერტებს შორის იყვნენ ბრიტანელი ფსიქიატრი კორნელიუს კატონა, ასევე ხუთი ამერიკელი ექსპერტი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი, გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი, ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლაჰანი და ქირურგი-ორთოპედი ჯეიმს კობი.
3 თებერვალს სასამართლო სხდომაზე სამოქალაქო კლინიკა „ვივამედის" გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე წარდგა, რომელმაც დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს. მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილი გათავისუფლების მისაღწევად თვითდაზიანებით არის დაკავებული, მიირთმევს დაბალკალორიულ საკვებს და რეგულარულად უარს ამბობს სამედიცინო დანიშნულების შესრულებაზე.