https://sputnik-georgia.com/20230203/rati-bregaze-sasamartloze-saakasvilis-saqmeze-274547895.html
რა გადაწყვიტა მოსამართლემ სააკაშვილის სასამართლოზე რატი ბრეგაძის დაკითხვის საკითხზე
რა გადაწყვიტა მოსამართლემ სააკაშვილის სასამართლოზე რატი ბრეგაძის დაკითხვის საკითხზე
Sputnik საქართველო
თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მზადაა გამოვიდეს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის... 03.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-03T19:47+0400
2023-02-03T19:47+0400
2023-02-03T22:45+0400
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
რატი ბრეგაძე
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/10/262104187_0:0:1416:797_1920x0_80_0_0_df03fa789ed871fa3e156e5d9ffbffac.jpg
თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მზადაა გამოვიდეს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის სასამართლოზე მოწმის სახით.ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლო ერთ თვეზე მეტია განიხილავს. ექს-პრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ გუშინ განაცხადა, რომ აპირებს მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით, გამოიძახონ მოწმის სახით იუსტიციის მინისტრი. ადვოკატის თქმით, დაკითხვა უკავშირდება ბრეგაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ სააკაშვილი საკვებს არ იღებს.ოთხშაბათს ბრიფინგზე რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი დაბალკალორიულ საკვებს იღებს, რეგულარულად უარს ამბობს სამედიცინო დანიშნულების შესრულებაზე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები ამაზე პასუხისმგებლები ვერ იქნებიან.ამასთან, ბრეგაძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილი უარს ამბობს ექიმების მიერ შეთავაზებულ ინტრავენურ კვებაზე და მოითხოვს რეანიმაციაში გადაყვანას, თუმცა ამის ობიექტური მიზეზები არ არსებობს. მისი თქმით, ეს სააკაშვილის მხრიდან თვითდაზიანების პროცესის მორიგი გაგრძელებაა და ის პოლიტიკური ძალის მიერ არის წახალისებული.წულუკიანი: სააკაშვილი მსჯავრდებულია და ვალდებულია მოიხადოს სასჯელი>>როგორც შალვა ხაჭაპურიძე ირწმუნება, ბრეგაძის განცხადებები ხელს უშლის მართლმსაჯულებას. ამასთან, ადვოკატი დარწმუნებულია, რომ მინისტრის სიტყვები, რომ სააკაშვილი თვითდაზიანებას ეწევა და არ ემორჩილება ექიმებს, ლეტალურ შედეგზეა მიმართული.მოსამართლე თანახმა არაათბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო შესაძლო გათავისუფლების საქმეს განიხილავს, არ დააკმაყოფილა დაცვის შუამდგომლობა იუსტიციის მინისტრის დაკითხვის შესახებ.არევაძის თქმით, მოსამართლეს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ საკითხის განხილვა არ გაჭიანურდეს.მან აღნიშნა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადამიანი, რომელსაც პოლიტიკური თანამდებობა უკავია და აკეთებს გარკვეულ განცხადებებს პრესასთან, არ შეიძლება იყოს მოწმე.ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო სხდომაში მონაწილეობა ექს-პრეზიდენტმა მხოლოდ ორჯერ მიიღო, ისიც ვიდეოკავშირის მეშვეობით, რადგან ექიმები სასამართლოში მისი ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ იძლევიან. 12 მაისიდან ის „ვივამედის“ კლინიკაში იმყოფება.ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამოაზრეები და მომხრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. მას შემდეგ, რაც სასამართლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლების საკითხს იხილავს, ადვოკატები საკითხის რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობენ, მაგრამ თითოეული მოწმის გამოკითხვა რამდენიმე საათს გრძელდება.„ვივამედის“ დირექტორმა ცენტრი „ემპათია“ სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესებაში დაადანაშაულა>>სააკაშვილის ადვოკატები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და არსებულ პირობებში მისი მკურნალობა უშედეგოა, ამიტომ მას ესაჭიროება უცხოეთში ისეთ კლინიკაში გადაყვანა, რომელიც მსგავსი პაციენტების მკურნალობაზეა ორიენტირებული.ამასთან, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ექიმები, რომლებიც მუშაობდნენ კომპლექსურ სამედიცინო დასკვნაზე, ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი საკვებზე უარს კი არ ამბობს, არამედ ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო ვერ ჭამს.მოწვეულ უცხოელ ექსპერტებს შორის იყვნენ ბრიტანელი ფსიქიატრი კორნელიუს კატონა, ასევე ხუთი ამერიკელი ექსპერტი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი, გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი, ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლაჰანი და ქირურგ-ორთოპედი ჯეიმს კობი, რომლებიც სასამართლოში უკვე დაიკითხნენ.ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და დღევანდელ პირობებში მკურნალობა შედეგს არ იძლევა. მათი თქმით, თუ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ სპეციალიზებულ კლინიკაში მკურნალობის შესაძლებლობა არ მიეცემა, შესაძლოა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდეს.დაკავება და სისხლის სამართლის საქმეებისააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.სააკაშვილი თვითონაა პასუხისმგებელი თვითდაზიანებაზე - მამუკა მდინარაძე>>თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.უფრო ადრე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი სიმულანტობს და საკუთარ თავს ზიანს აყენებს, რათა ამით გათავისუფლებას მიაღწიოს.მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, ის რაც შეიძლება მეტად დასუსტდეს, რომ თავიდან აიცილოს ჩადენილი დანაშაულებისთვის მისჯილი სასჯელი.სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/10/262104187_13:0:1286:955_1920x0_80_0_0_4a6e722511b8a66548988700c6fc1fb9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რატი ბრეგაძე, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , გახმაურებული სასამართლო პროცესები
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რატი ბრეგაძე, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , გახმაურებული სასამართლო პროცესები
თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მზადაა გამოვიდეს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის სასამართლოზე მოწმის სახით.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლო ერთ თვეზე მეტია განიხილავს. ექს-პრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ გუშინ განაცხადა, რომ აპირებს მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით, გამოიძახონ მოწმის სახით იუსტიციის მინისტრი. ადვოკატის თქმით, დაკითხვა უკავშირდება ბრეგაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ სააკაშვილი საკვებს არ იღებს.
„როგორც მოსამართლე გადაწყვეტს, იმის მიხედვით მოვიქცევი. ბატონი შალვა ფიქრობს, რომ იუმორით საუბრობს ხოლმე, თუმცა მე მას იუმორს დავუწუნებდი და ზოგადად უფრო ზრდილობისკენ მოვუწოდებდი“, – განაცხადა ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ოთხშაბათს ბრიფინგზე რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი დაბალკალორიულ საკვებს იღებს, რეგულარულად უარს ამბობს სამედიცინო დანიშნულების შესრულებაზე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები ამაზე პასუხისმგებლები ვერ იქნებიან.
ამასთან, ბრეგაძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილი უარს ამბობს ექიმების მიერ შეთავაზებულ ინტრავენურ კვებაზე და მოითხოვს რეანიმაციაში გადაყვანას, თუმცა ამის ობიექტური მიზეზები არ არსებობს. მისი თქმით, ეს სააკაშვილის მხრიდან თვითდაზიანების პროცესის მორიგი გაგრძელებაა და ის პოლიტიკური ძალის მიერ არის წახალისებული.
როგორც შალვა ხაჭაპურიძე ირწმუნება, ბრეგაძის განცხადებები ხელს უშლის მართლმსაჯულებას. ამასთან, ადვოკატი დარწმუნებულია, რომ მინისტრის სიტყვები, რომ სააკაშვილი თვითდაზიანებას ეწევა და არ ემორჩილება ექიმებს, ლეტალურ შედეგზეა მიმართული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო შესაძლო გათავისუფლების საქმეს განიხილავს, არ დააკმაყოფილა დაცვის შუამდგომლობა იუსტიციის მინისტრის დაკითხვის შესახებ.
არევაძის თქმით, მოსამართლეს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ საკითხის განხილვა არ გაჭიანურდეს.
„ვფიქრობ, ყველა დამატებითი მოწმის დაკითხვა წაგვართმევს დროს, მით უფრო, ისეთი მოწმის, რომელიც არ არის სპეციალისტი, ექსპერტი და ის ვერ მოგვაწვდის მსჯავრდებულის ჯანმრთელობის თაობაზე ინფორმაციას“, – განაცხადა არევაძემ.
მან აღნიშნა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადამიანი, რომელსაც პოლიტიკური თანამდებობა უკავია და აკეთებს გარკვეულ განცხადებებს პრესასთან, არ შეიძლება იყოს მოწმე.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო სხდომაში მონაწილეობა ექს-პრეზიდენტმა მხოლოდ ორჯერ მიიღო, ისიც ვიდეოკავშირის მეშვეობით, რადგან ექიმები სასამართლოში მისი ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ იძლევიან. 12 მაისიდან ის „ვივამედის“ კლინიკაში იმყოფება.
ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამოაზრეები და მომხრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. მას შემდეგ, რაც სასამართლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლების საკითხს იხილავს, ადვოკატები საკითხის რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობენ, მაგრამ თითოეული მოწმის გამოკითხვა რამდენიმე საათს გრძელდება.
სააკაშვილის ადვოკატები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და არსებულ პირობებში მისი მკურნალობა უშედეგოა, ამიტომ მას ესაჭიროება უცხოეთში ისეთ კლინიკაში გადაყვანა, რომელიც მსგავსი პაციენტების მკურნალობაზეა ორიენტირებული.
ამასთან, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ექიმები, რომლებიც მუშაობდნენ კომპლექსურ სამედიცინო დასკვნაზე, ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი საკვებზე უარს კი არ ამბობს, არამედ ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო ვერ ჭამს.
მოწვეულ უცხოელ ექსპერტებს შორის იყვნენ ბრიტანელი ფსიქიატრი კორნელიუს კატონა, ასევე ხუთი ამერიკელი ექსპერტი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი, გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი, ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლაჰანი და ქირურგ-ორთოპედი ჯეიმს კობი, რომლებიც სასამართლოში უკვე დაიკითხნენ.
ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და დღევანდელ პირობებში მკურნალობა შედეგს არ იძლევა. მათი თქმით, თუ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ სპეციალიზებულ კლინიკაში მკურნალობის შესაძლებლობა არ მიეცემა, შესაძლოა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდეს.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
უფრო ადრე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი სიმულანტობს და საკუთარ თავს ზიანს აყენებს, რათა ამით გათავისუფლებას მიაღწიოს.
მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, ის რაც შეიძლება მეტად დასუსტდეს, რომ თავიდან აიცილოს ჩადენილი დანაშაულებისთვის მისჯილი სასჯელი.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.