https://sputnik-georgia.com/20230302/mdinaradze-saqartvelo-ar-chaertveba-utanasworo-omshi-275402957.html
მდინარაძე: საქართველო არ ჩაერთვება უთანასწორო ომში
მდინარაძე: საქართველო არ ჩაერთვება უთანასწორო ომში
Sputnik საქართველო
საქართველოს ომში ჩართვა ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. 02.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-02T16:40+0400
2023-03-02T16:40+0400
2023-03-02T20:24+0400
საქართველო
პოლიტიკა
ქართული ოცნება
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249832673_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_3da47c8d42f2f1d2e8b749e86fab2494.jpg
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება არასოდეს ჩაითრევს ქვეყანას უთანასწორო ომში, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.საქართველოს ხელისუფლება კრიტიკის ობიექტი ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან კონფლიქტის დაწყებიდან მალევე გახდა. თავდაპირველად მიზეზი მოხალისეების უკრაინაში ორგანიზებულ გაგზავნაზე უარი იყო. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ქვეყნის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას ნიშნავდა. მოგვიანებით დაიწყეს საქართველოს დადანაშაულება სანქციების თავიდან არიდებასთან დაკავშირებით რუსეთის დახმარებაში.საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა მოუწოდა. მისი თქმით, დამატებითი ფრონტების გახსნა რუსეთის ინტერესების სფეროში სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა.„უბინძურესი პროვოკაცია“ - დეპუტატი უკრაინელი დიპლომატის განცხადებაზე>>>უკრაინის პრეზიდენტის ახლო გარემოცვის მხრიდან ისმოდა მოწოდებები დაკარგული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დაბრუნებისთვის მოქმედებისკენ, ხოლო საქართველოს ხელისუფლების განცხადებები, რომ არ გადაუხვევენ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზას, შეაფასეს, როგორც რუსეთის პოზიციების გამართლება.საქართველო უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, ასევე იცავს საერთაშორისო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249832673_166:0:1881:1286_1920x0_80_0_0_7f5e9962e9c1d28da02eed8c8c3dc654.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, ქართული ოცნება , საქართველოს პარლამენტი
საქართველო, პოლიტიკა, ქართული ოცნება , საქართველოს პარლამენტი
მდინარაძე: საქართველო არ ჩაერთვება უთანასწორო ომში
16:40 02.03.2023 (განახლებულია: 20:24 02.03.2023) საქართველოს ომში ჩართვა ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება არასოდეს ჩაითრევს ქვეყანას უთანასწორო ომში, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს ხელისუფლება კრიტიკის ობიექტი ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან კონფლიქტის დაწყებიდან მალევე გახდა. თავდაპირველად მიზეზი მოხალისეების უკრაინაში ორგანიზებულ გაგზავნაზე უარი იყო. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ქვეყნის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას ნიშნავდა. მოგვიანებით დაიწყეს საქართველოს დადანაშაულება სანქციების თავიდან არიდებასთან დაკავშირებით რუსეთის დახმარებაში.
„ამ ყველაფერს აქვს ერთი დიდი დასაწყისი და მიზანი, რომ ეს ქვეყანა ომში ჩაერთოს. ამ ქვეყანას ომში ჩართვა არ შეუძლია. ეს არ შედის საქართველოს ეროვნულ ინტერესებში და ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, რაც არ უნდა მოხდეს. ჩვენ არ ჩავაბამთ ქვეყანას ამ უთანასწორო ომში, თუნდაც ეს ჩვენი სიცოცხლის ფასად დაგვიჯდეს. ამას ყველა უნდა შეეგუოს“, – განაცხადა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა მოუწოდა. მისი თქმით, დამატებითი ფრონტების გახსნა რუსეთის ინტერესების სფეროში სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა.
უკრაინის პრეზიდენტის ახლო გარემოცვის მხრიდან ისმოდა მოწოდებები დაკარგული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დაბრუნებისთვის მოქმედებისკენ, ხოლო საქართველოს ხელისუფლების განცხადებები, რომ არ გადაუხვევენ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზას, შეაფასეს, როგორც რუსეთის პოზიციების გამართლება.
საქართველო უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, ასევე იცავს საერთაშორისო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.