https://sputnik-georgia.com/20230302/levan-ioselianis-kandidatura-parlaments-oficialurad-waredgina-275407507.html
სახალხო დამცველად ლევან იოსელიანის კანდიდატურა პარლამენტს ოფიციალურად წარედგინა
სახალხო დამცველად ლევან იოსელიანის კანდიდატურა პარლამენტს ოფიციალურად წარედგინა
Sputnik საქართველო
ამ ეტაპზე უცნობია, ექნება თუ არა იოსელიანს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მხარდაჭერა. 02.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-02T18:39+0400
2023-03-02T18:39+0400
2023-03-02T22:12+0400
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს სახალხო დამცველი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/18/252117266_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_133d2ad8ee1bfcb8d8fdbf5554697714.jpg
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად პარლამენტის მოქმედი ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის კანდიდატურა საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურად წარედგინა.ოპოზიციურმა პარტია „მოქალაქეებმა“ სახალხო დამცველის პოსტზე პარლამენტის ვიცე-სპიკერ ლევან იოსელიანის კანდიდატურა 28 თებერვალს წარადგინა.ბიუროს გადაწყვეტილებით, იოსელიანის კანდიდატურა განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადაეცა.როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, თუ კანდიდატის დასახელების სურვილი სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსაც აქვთ, შეუძლიათ დაასახელონ, ვიდრე საკითხს კომიტეტი განიხილავს და პარლამენტს გადაწყვეტილების მისაღებად გადასცემს.სპიკერის განცხადებით, სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტი რეგლამენტში გათვალისწინებულ წესს დაუბრუნდა.ვინ გახდება სახალხო დამცველი? ოპოზიციონერი დეპუტატი იოსელიანს მხარს უჭერს>>სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში ამოეწურა. ახალი ომბუდსმენის არჩევა პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის უთანხმოების გამო ვერ მოხერხდა.„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას შესთავაზა არჩევანი გაეკეთებინა ხუთი კანდიდატიდან ერთ-ერთზე – ლეილა გაფრინდაშვილს, თინათინ ერქვანიას, ნუგზარ კოხრეიძეს, გიორგი მახარაძესა და ქეთევან ჩაჩავას შორის.ამავე დროს ოპოზიცია ემხრობოდა გია ბურჯანაძის, ანი აბაშიძის ან ნაზი ჯანეზაშვილის არჩევას.ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები მმართველი ძალისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო სხვადასხვა პერიოდში ოპოზიციის საქმიანობის მხარდაჭერის გამო.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/18/252117266_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_88fb5c2f4bfe6fdde3d78953d4b5dc77.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს სახალხო დამცველი
საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს სახალხო დამცველი
სახალხო დამცველად ლევან იოსელიანის კანდიდატურა პარლამენტს ოფიციალურად წარედგინა
18:39 02.03.2023 (განახლებულია: 22:12 02.03.2023) ამ ეტაპზე უცნობია, ექნება თუ არა იოსელიანს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მხარდაჭერა.
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად პარლამენტის მოქმედი ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის კანდიდატურა საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურად წარედგინა.
ოპოზიციურმა პარტია „მოქალაქეებმა“ სახალხო დამცველის პოსტზე პარლამენტის ვიცე-სპიკერ ლევან იოსელიანის კანდიდატურა 28 თებერვალს წარადგინა.
ბიუროს გადაწყვეტილებით, იოსელიანის კანდიდატურა განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადაეცა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, თუ კანდიდატის დასახელების სურვილი სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსაც აქვთ, შეუძლიათ დაასახელონ, ვიდრე საკითხს კომიტეტი განიხილავს და პარლამენტს გადაწყვეტილების მისაღებად გადასცემს.
სპიკერის განცხადებით, სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტი რეგლამენტში გათვალისწინებულ წესს დაუბრუნდა.
სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში ამოეწურა. ახალი ომბუდსმენის არჩევა პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის უთანხმოების გამო ვერ მოხერხდა.
„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას შესთავაზა არჩევანი გაეკეთებინა ხუთი კანდიდატიდან ერთ-ერთზე – ლეილა გაფრინდაშვილს, თინათინ ერქვანიას, ნუგზარ კოხრეიძეს, გიორგი მახარაძესა და ქეთევან ჩაჩავას შორის.
ამავე დროს ოპოზიცია ემხრობოდა გია ბურჯანაძის, ანი აბაშიძის ან ნაზი ჯანეზაშვილის არჩევას.
ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები მმართველი ძალისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო სხვადასხვა პერიოდში ოპოზიციის საქმიანობის მხარდაჭერის გამო.