რატომ არ შეხვდნენ ერთმანეთს ლავროვი და ბლინკენი G20-ის სამიტზე: მოსკოვის განმარტება

© photo: Sputnik / Pavel Bednyakov / გადასვლა მედიაბანკშიბლინკენი და ლავროვი ჟენევაში
ბლინკენი და ლავროვი ჟენევაში - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2023
გამოწერა
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. იმ ვითარებაში, როდესაც აშშ მსოფლიოში კონფლიქტების ესკალაციას უჭერს მხარს, ძნელი მოსალოდნელი იყო, რომ ინდოეთში G20-ის სამიტზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შეხვედროდა, განაცხადა საგარეო უწყების სპიკერმა მარია ზახაროვამ.

„ჩემი აზრით, შეერთებულმა შტატებმა პოზიცია მკაფიოდ და დიდი ხნის წინ დააფიქსირა. აშშ მსოფლიოში კონფლიქტების ესკალაციას ემხრობა, დიპლომატია, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, უკანა პლანზე გადასწიეს. ახლა უკვე ჩნდება კითხვები — რატომ? იმიტომ, რომ არ ფლობენ ამის უნარს ან არ სჯერათ მისი. ან უბრალოდ იმიტომ, რომ განადგურება არის ზოგადად აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ლოგიკა“, — განუცხადა ზახაროვამ ჟურნალისტებს.

ნიუ-დელიში G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი 1 მარტს დაიწყო. როგორც სახელმწიფო დეპერტამენტში მანამდე განაცხადეს, ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვთან შეხვედრას არ გეგმავდა, თუმცა დაესწრებოდა სესიებს, რომელთა მუშაობაშიც რუსეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებიც მიიღებდნენ მონაწილეობას. მსგავსი პოზიცია დააფიქსირა გერმანიის საგარეო უწყებამაც.
ყველა ახალი ამბავი
0