ბათუმსა და თელავს ავიარეისები დააკავშირებს

© Sputnik / Alexander Imedashviliთვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2023
გამოწერა
თელავის აეროპორტი საქართველოს ნებისმიერი აეროპორტიდან რეისების მისაღებად მზადაა.
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება შიდა ფრენების ახალი მიმართულებების დამატებას და თელავსა და ბათუმს შორის ავიამიმოსვლის დაწყებას გეგმავს.
გაერთიანების ინფორმაციით, თელავსა და ბათუმს შორის რეგულარული ავიარეისების დანიშვნაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია – საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს აჭარის შემდეგ სურთ კახეთში სწრაფად აღმოჩდნენ.
თელავის აეროპორტი უკვე მზად არის საქართველოს ნებისმიერი აეროპორტიდან რეისების მისაღებად. ქალაქის მერიაში აღნიშნეს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები 2019 წელს დაიწყო და მას შემდეგ სრულად აღდგენილია თელავის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი, ტერმინალი, მზად არის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წელს ქვეყნის შიგნით 733 რეისი განხორციელდა, გადაყვანილია 19.650 მგზავრი. 2022 წელს, 2019 წელთან შედარებით, ფრენები აღდგა 92%-ით, ხოლო მგზავრთნაკადი – 65%-ით.
დღეისათვის შიდა ფრენები ხორციელდება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ნატახტარი–ამბროლაური, მესტია–ბათუმი და ქუთაისი–მესტია.
ყველა ახალი ამბავი
0