https://sputnik-georgia.com/20230302/2-marts-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-275354014.html
2 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
2 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
Sputnik საქართველო
გაეცანით 2 მარტს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები... 02.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-02T00:15+0400
2023-03-02T00:15+0400
2023-03-02T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24440/63/244406368_0:43:1665:979_1920x0_80_0_0_3cb43733c551fe95e8b216e686e27150.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.1-10 მარტი1-10 მარტის პერიოდი თევზების ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.ამ პერიოდში დაბადებულებს იუპიტერი მართავს და მათ მგრძნობიარობასა და განსაკუთრებულ მაგნეტიზმს ანიჭებს. ისინი ძალზე კარგი, პატიოსანი ადამიანები არიან, თუმცა არც ქედმაღლობა აკლიათ.მნიშვნელოვანი წლებია: 25, 36, 52, 60,72, 75.ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ყაყაჩო.როგორც წესი, ამ დეკადაში დაბადებულებს განსაკუთრებული სილამაზე და ხიბლი აქვთ. მათთვის მნიშვნელოვანია, თუ საკუთარი ძალების რწმენა, ამტანობა და მიზანსწრაფულობა შეემატებათ. თუ ამ თვისებებს გამოიმუშავებენ, ბევრის მიღწევას შეძლებენ.2 მარტს დაბადებულები2 მარტს დაბადებულები ბედმა ჭკუა-გონებითა და ძლიერებით დააჯილდოვა. ისინი მუდამ წინ ისწრაფვიან და ჩანაფიქრის ასასრულებლად მხოლოდ ღირსეულ მეთოდებს იყენებენ. მათ დიდი მწვერვალების დაპყრობა შეუძლიათ; წარმატებას კი ცოდნა, ნიჭი და იღბალი უდევს საფუძვლად. შეუძლიათ ხალხის მოხიბვლა, მეგობრების შეძენა, თუმცა, არც მტრების რაოდენობა აკლიათ. ეს მათი ხასიათის ნიშანს უკავშირდება - მუდამ მოვლენების ეპიცენტრში უყვართ ყოფნა. „უფულობის სენი" ზოდიაქოს ნიშნებში>>მათ გააჩნიათ ბევრი ღირსება, რაც კეთილდღეობის მოპოვებას უწყობს ხელს - ფულს მაგნიტივით იზიდავენ, მხიარულება მათ არ ტოვებს, მსუბუქი და იოლი ცხოვრება საშუალებას აძლევს, ბედნიერად და კეთილდღეობაში იცხოვრონ. საქმეები წარმატებისთვისაა „განწირული“. ასევე უმართლებთ ოჯახურ ცხოვრებაშიც.2 მარტს დაბადებულებს არ უყვართ ბედისწერის აჩქარება; ისინი მომთმენი არიან ოჯახშიც, მეგობრებთანაც, საზოგადოებაშიც. და ეს მოთმინება სასწაულებს ახდენს. გარშემომყოფებს კი ეს თვისება ყოველთვის არ სჭირდებათ და ამ დროს ეწყებათ ამ დღეს დაბადებულებს პრობლემები, განსაკუთრებით - პირად ცხოვრებაში. როდესაც მშობლები ხდებიან, ხშირად ძალზე კატეგორიული არიან შვილების მისწრაფებების, პრინციპების, გზის ძიების მიმართ, რაც ხშირად იწვევს გაუგებრობებსა და კონფლიქტებს.2 მარტს დაბადებულებისთვის საჭირო არ არის, ყოველთვის მოთმინებით აღიჭურვონ და მშვიდი იყვნენ. ყველაზე გაწონასწორებული ადამიანებიც კი ხანდახან „ფეთქდებიან“ და თავიანთ დაგროვებულ ემოციებს ანთხევენ. ამ დღეს დაბადებულებს, როგორც წესი, აქვთ რაიმე გატაცება, ჰობი, სამუშაოში, რომელიც უმეტესად შემოქმედებითია, მთელი თავით ეშვებიან. ხშირად ისინი დახმარებას სასოწარკვეთილი ეძებენ უსასრულო პრობლემების წინაშე, როგორც მათ ჰგონიათ, მარტოდმარტო რჩებიან. როგორც არ უნდა იყოს, შეუძლიათ სიტუაციის რეალურად შეფასება და პრობლემების გადაჭრა, მათ ამისთვის საკმარისი ძალა გააჩნიათ.ზოდიაქოს რომელ ნიშანთან შეძლებთ გამდიდრებას>>2 მარტს დაბადებულები შემეცნებისკენ ისწრაფვიან; შეუძლიათ, ყველაფერი მიატოვონ და სამოგზაუროდ გაეშურონ და საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობებისგან დიდი სიამოვნება მიიღონ. მნიშვნელობა არა აქვს, ბარიკადის რომელ მხარეს აღმოჩნდებიან - მოგებულებსა თუ წაგებულებს შორის, მაინც მზად არიან, თავიან უნარებს გამოყენება მოუძებნონ. მათი მთავარი თვისებაა წონასწორობის დაცვა საკუთარ და გარშემომყოფთა მოთხოვნებს შორის. ყველაფრის უკეთესობისკენ შეცვლას, სამყაროს სრულყოფას ისინი საკუთარი თავიდან და ოჯახიდან იწყებენ - ეს საუკეთესო გზაა, როცა გინდა, რაიმე შეცვალო.ჯანმრთელობაამ დღეს დაბადებულებისთვის აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, თუ ასე არ მოიქცევიან, პრობლემები გაუჩნდებათ. მათთვის საჭიროა ფიზიკური აქტიურობა, კვების მხრივ კი - ცილებით მდიდარი უბრალო საკვები. მავნე ჩვევებს კი ალკოჰოლისა და ნიკოტინის სახით, საერთოდ არ უნდა გაეკარონ.რჩევა:იპოვეთ საკუთარი თავი ყოველდღიურ აქტიურობაში. დაასვენეთ გონება. თქვენს სურვილებს რეალურად შეხედეთ და უყურადღებოდ არ დატოვოთ უკეთესობისკენ სწრაფვა. „ეგო“ პიროვნების მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ნუ მისცემთ მას უფლებას, მთლიანად შთანთქას თქვენი თავი.
https://sputnik-georgia.com/20210220/Tevzebi-zogadi-daxasiaTeba-250948657.html
https://sputnik-georgia.com/20181002/yvelaze-guluxvi-adamianebi-zodiaqos-niSnis-mixedviT-reitingi-242304005.html
https://sputnik-georgia.com/20220128/zodiaqos-nisnebi-da-dieta-263967462.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24440/63/244406368_150:0:1513:1022_1920x0_80_0_0_6acf368e54d8745fa1ee2481a59a2186.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
2 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 2 მარტს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
1-10 მარტის პერიოდი თევზების ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.
ამ პერიოდში დაბადებულებს იუპიტერი მართავს და მათ მგრძნობიარობასა და განსაკუთრებულ მაგნეტიზმს ანიჭებს. ისინი ძალზე კარგი, პატიოსანი ადამიანები არიან, თუმცა არც ქედმაღლობა აკლიათ.
მნიშვნელოვანი წლებია: 25, 36, 52, 60,72, 75.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ყაყაჩო.
როგორც წესი, ამ დეკადაში დაბადებულებს განსაკუთრებული სილამაზე და ხიბლი აქვთ. მათთვის მნიშვნელოვანია, თუ საკუთარი ძალების რწმენა, ამტანობა და მიზანსწრაფულობა შეემატებათ. თუ ამ თვისებებს გამოიმუშავებენ, ბევრის მიღწევას შეძლებენ.
2 მარტს დაბადებულები ბედმა ჭკუა-გონებითა და ძლიერებით დააჯილდოვა. ისინი მუდამ წინ ისწრაფვიან და ჩანაფიქრის ასასრულებლად მხოლოდ ღირსეულ მეთოდებს იყენებენ. მათ დიდი მწვერვალების დაპყრობა შეუძლიათ; წარმატებას კი ცოდნა, ნიჭი და იღბალი უდევს საფუძვლად. შეუძლიათ ხალხის მოხიბვლა, მეგობრების შეძენა, თუმცა, არც მტრების რაოდენობა აკლიათ. ეს მათი ხასიათის ნიშანს უკავშირდება - მუდამ მოვლენების ეპიცენტრში უყვართ ყოფნა.
მათ გააჩნიათ ბევრი ღირსება, რაც კეთილდღეობის მოპოვებას უწყობს ხელს - ფულს მაგნიტივით იზიდავენ, მხიარულება მათ არ ტოვებს, მსუბუქი და იოლი ცხოვრება საშუალებას აძლევს, ბედნიერად და კეთილდღეობაში იცხოვრონ. საქმეები წარმატებისთვისაა „განწირული“. ასევე უმართლებთ ოჯახურ ცხოვრებაშიც.
2 მარტს დაბადებულებს არ უყვართ ბედისწერის აჩქარება; ისინი მომთმენი არიან ოჯახშიც, მეგობრებთანაც, საზოგადოებაშიც. და ეს მოთმინება სასწაულებს ახდენს. გარშემომყოფებს კი ეს თვისება ყოველთვის არ სჭირდებათ და ამ დროს ეწყებათ ამ დღეს დაბადებულებს პრობლემები, განსაკუთრებით - პირად ცხოვრებაში. როდესაც მშობლები ხდებიან, ხშირად ძალზე კატეგორიული არიან შვილების მისწრაფებების, პრინციპების, გზის ძიების მიმართ, რაც ხშირად იწვევს გაუგებრობებსა და კონფლიქტებს.
2 მარტს დაბადებულებისთვის საჭირო არ არის, ყოველთვის მოთმინებით აღიჭურვონ და მშვიდი იყვნენ. ყველაზე გაწონასწორებული ადამიანებიც კი ხანდახან „ფეთქდებიან“ და თავიანთ დაგროვებულ ემოციებს ანთხევენ. ამ დღეს დაბადებულებს, როგორც წესი, აქვთ რაიმე გატაცება, ჰობი, სამუშაოში, რომელიც უმეტესად შემოქმედებითია, მთელი თავით ეშვებიან.
ხშირად ისინი დახმარებას სასოწარკვეთილი ეძებენ უსასრულო პრობლემების წინაშე, როგორც მათ ჰგონიათ, მარტოდმარტო რჩებიან. როგორც არ უნდა იყოს, შეუძლიათ სიტუაციის რეალურად შეფასება და პრობლემების გადაჭრა, მათ ამისთვის საკმარისი ძალა გააჩნიათ.
2 მარტს დაბადებულები შემეცნებისკენ ისწრაფვიან; შეუძლიათ, ყველაფერი მიატოვონ და სამოგზაუროდ გაეშურონ და საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობებისგან დიდი სიამოვნება მიიღონ. მნიშვნელობა არა აქვს, ბარიკადის რომელ მხარეს აღმოჩნდებიან - მოგებულებსა თუ წაგებულებს შორის, მაინც მზად არიან, თავიან უნარებს გამოყენება მოუძებნონ. მათი მთავარი თვისებაა წონასწორობის დაცვა საკუთარ და გარშემომყოფთა მოთხოვნებს შორის. ყველაფრის უკეთესობისკენ შეცვლას, სამყაროს სრულყოფას ისინი საკუთარი თავიდან და ოჯახიდან იწყებენ - ეს საუკეთესო გზაა, როცა გინდა, რაიმე შეცვალო.
ამ დღეს დაბადებულებისთვის აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, თუ ასე არ მოიქცევიან, პრობლემები გაუჩნდებათ. მათთვის საჭიროა ფიზიკური აქტიურობა, კვების მხრივ კი - ცილებით მდიდარი უბრალო საკვები. მავნე ჩვევებს კი ალკოჰოლისა და ნიკოტინის სახით, საერთოდ არ უნდა გაეკარონ.
იპოვეთ საკუთარი თავი ყოველდღიურ აქტიურობაში. დაასვენეთ გონება. თქვენს სურვილებს რეალურად შეხედეთ და უყურადღებოდ არ დატოვოთ უკეთესობისკენ სწრაფვა. „ეგო“ პიროვნების მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ნუ მისცემთ მას უფლებას, მთლიანად შთანთქას თქვენი თავი.