https://sputnik-georgia.com/20230301/saqartvelos-premieri-saberznets-rkinigzaze-momxdari-tragediis-gamo-usamzimrebs-275378051.html
საქართველოს პრემიერი საბერძნეთს რკინიგზაზე მომხდარი ავარიის გამო უსამძიმრებს
საქართველოს პრემიერი საბერძნეთს რკინიგზაზე მომხდარი ავარიის გამო უსამძიმრებს
Sputnik საქართველო
სატვირთო და სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად დაიღუპა 36 ადამიანი, 130 კი დაშავდა. 01.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-01T19:31+0400
2023-03-01T19:31+0400
2023-03-01T21:47+0400
ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საბერძნეთი
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1f/273592379_0:0:958:540_1920x0_80_0_0_680d43f65655db840fbc1f3771c69c0b.jpg
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს კირიაკოს მიცოტაკისს საბერძნეთში, ქალაქ ტემპიში მატარებლების შეჯახების შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს.მატარებლები ერთმანეთს დაახლოებით შუაღამისას ჯერჯერობით გაურკვეველ გარემოებებში შეეჯახნენ. ათენიდან შემთხვევის ადგილამდე დაახლოებით 200 კილომეტრია. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა, 130-მდე დაშავდა, მათგან 66 საავადმყოფოში გადაიყვანეს.ტრაგედია საბერძნეთში - დაშავებული ან დაღუპული ქართველების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება >>ჩვენი ლოცვა და ფიქრები ახლა მიმართულია მათკენ, ვისი ახლობლებიც დაიღუპნენ დღეს, გლოვის დროს საქართველო საბერძნეთის გვერდით დგას, აღნიშნა მან.სამგზავრო მატარებელი ათენი-სალონიკის რეისს ასრულებდა. წინასწარი მონაცემებით, შეჯახების დროს მასში 350 ადამიანი იმყოფებოდა, იტყობინება საბერძნეთის საზოგადოებრივი ტელევიზია ERT.კომპანია Hellenic Train-ის ვებ-გვერდი სამშაბათს მატარებლის მოძრაობის მუდმივი შეფერხებების შესახებ იტყობინებოდა. კერძოდ, ათენი-სალონიკის მატარებელი 48 წუთის დაგვიანებით გავიდა, ხოლო სალონიკი-ათენის რეისი 70 წუთით გადაიდო.
საბერძნეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1f/273592379_0:0:958:720_1920x0_80_0_0_590a234e350658ef8875428b701689f9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საბერძნეთი , შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საბერძნეთი , შემთხვევები
საქართველოს პრემიერი საბერძნეთს რკინიგზაზე მომხდარი ავარიის გამო უსამძიმრებს
19:31 01.03.2023 (განახლებულია: 21:47 01.03.2023) სატვირთო და სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად დაიღუპა 36 ადამიანი, 130 კი დაშავდა.
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს კირიაკოს მიცოტაკისს საბერძნეთში, ქალაქ ტემპიში მატარებლების შეჯახების შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს.
მატარებლები ერთმანეთს დაახლოებით შუაღამისას ჯერჯერობით გაურკვეველ გარემოებებში შეეჯახნენ. ათენიდან შემთხვევის ადგილამდე დაახლოებით 200 კილომეტრია. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა, 130-მდე დაშავდა, მათგან 66 საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„სამძიმარს ვუცხადებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს კირიაკოს მიცოტაკისს მატარებლების ტრაგიკული შეჯახების გამო, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ათობით დაშავდა“, – დაწერა ღარიბაშვილმა Twitter-ში.
ჩვენი ლოცვა და ფიქრები ახლა მიმართულია მათკენ, ვისი ახლობლებიც დაიღუპნენ დღეს, გლოვის დროს საქართველო საბერძნეთის გვერდით დგას, აღნიშნა მან.
სამგზავრო მატარებელი ათენი-სალონიკის რეისს ასრულებდა. წინასწარი მონაცემებით, შეჯახების დროს მასში 350 ადამიანი იმყოფებოდა, იტყობინება საბერძნეთის საზოგადოებრივი ტელევიზია ERT.
კომპანია Hellenic Train-ის ვებ-გვერდი სამშაბათს მატარებლის მოძრაობის მუდმივი შეფერხებების შესახებ იტყობინებოდა. კერძოდ, ათენი-სალონიკის მატარებელი 48 წუთის დაგვიანებით გავიდა, ხოლო სალონიკი-ათენის რეისი 70 წუთით გადაიდო.