ტრაგედია საბერძნეთში - დაშავებული ან დაღუპული ქართველების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება

© AFP 2024 / SAKIS MITROLIDISტრაგედია საბერძნეთში - დაშავებული ან დაღუპული ქართველების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება
ტრაგედია საბერძნეთში - დაშავებული ან დაღუპული ქართველების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2023
გამოწერა
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საბერძნეთში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპული ან დაშავებული ქართველების შესახებ ინფორმაცია საქართველოს გენერალურ საკონსულოში არ შესულა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გუშინ, გვიან საღამოს საბერძნეთის ქალაქ ტემპიში ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებელი შეეჯახა. სამგზავრო მატარებელი ათენიდან სალონიკში მიდიოდა, ხოლო სატვირთო პირიქით — სალონიკიდან ათენში. რატომ აღმოჩნდნენ მატარებლები ერთ ლიანდაგზე შემხვედრი მიმართულებით, ჯერჯერობით უცნობია.
ბოლო მონაცემებით, ინციდენტის შედეგად დაღუპულია 32, ხოლო სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილია 85 ადამიანი.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, კონსული სიტუაციის გარკვევას ადგილზე ცდილობს. იგი უკვე გაემგზავრა იმ ადგილისკენ, სადაც კატასტროფა მოხდა.
ტრაგედია საბერძნეთში: ღამით ორი მატარებლის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა - ვიდეო>>>
ბერძნული მედიის ინფორმაციით, შეჯახების შედეგად სამგზავრო მატარებლის პირველი ოთხი ვაგონი, რომელშიც 350 კაცი იმყოფებოდა, ლიანდაგიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე 150 სახანძრო-სამაშველო და 40 სასწრაფო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული.
ყველა ახალი ამბავი
0