https://sputnik-georgia.com/20230301/samusao-adgilebze-sikvdilianoba-semcirda-275363732.html
ბოლო ხუთ წელიწადში სამუშაო ადგილებზე სიკვდილიანობა შემცირდა
ბოლო ხუთ წელიწადში სამუშაო ადგილებზე სიკვდილიანობა შემცირდა
Sputnik საქართველო
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა გაწეულ მუშაობაზე ანგარიში წარმოადგინა. 01.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-01T16:33+0400
2023-03-01T16:33+0400
2023-03-01T20:24+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24889/50/248895073_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_3a133ee0eedb81e3d07b82cab2698c25.jpg
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოში სამუშაო ადგილებზე სიკვდილიანობა ბოლო ხუთ წელიწადში 41%-ით შემცირდა, განაცხადა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ 2022 წლის მუშაობის შედეგების პრეზენტაციაზე.პრეზენტაციას ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე სოციალურ სფეროში უწყების პარტნიორები.სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა 2022 წელს მშრომელთა უფლებების გაუმჯობესების მხრივ. შემცირდა სამუშაო საათები მომსახურების, ტრანსპორტის, სამთო მრეწველობის და სამშენებლო სექტორებში. მათი სამუშაო გრაფიკი 40 საათს შეადგენს, აღნიშნავენ უწყებაში.გარდა ამისა, დამსაქმებელი ვალდებულია, აუნაზღაუროს დამატებითი დრო იმ თანამშრომლებს, რომლებიც კვირაში 40 საათზე მეტს მუშაობენ.ინსპექტორებმა გასულ წელს 70 ათასი ობიექტი შეამოწმეს, რათა გაეგოთ, რამდენადაა დაცული თანამშრომლების შრომითი უფლებები.40-საათიანი სამუშაო კვირა ძალაში რჩება>>ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას განცხადებით, შრომის ინსპექციის სამსახური 2021 წლიდან ძლიერდება, როგორც ინსტიტუტი. მათ აქვთ შრომის ინსპექტირების მანდატი როგორც შრომის კოდექსის, ისე შრომის უსაფრთხოების კანონის შესაბამისად.ამის წყალობით მიღწეულია მნიშვნელოვანი წარმატებები, მათ შორის, შემცირდა სამუშაო ადგილებზე გარდაცვალების ფაქტები, აღნიშნა მან.საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების 2022 წლის აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 15 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე დაიღუპა 641 ადამიანი, მძიმე ტრავმები მიიღო 1.710-მა ადამიანმა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24889/50/248895073_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_ccddd909db9987de4837eb814a3dfa49.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ბოლო ხუთ წელიწადში სამუშაო ადგილებზე სიკვდილიანობა შემცირდა
16:33 01.03.2023 (განახლებულია: 20:24 01.03.2023) შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა გაწეულ მუშაობაზე ანგარიში წარმოადგინა.
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოში სამუშაო ადგილებზე სიკვდილიანობა ბოლო ხუთ წელიწადში 41%-ით შემცირდა, განაცხადა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ 2022 წლის მუშაობის შედეგების პრეზენტაციაზე.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე სოციალურ სფეროში უწყების პარტნიორები.
„სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების კლების ტენდენცია 2022 წელსაც შენარჩუნდა. ბოლო 5 წლის განმავლობაში კი 41%-ით შემცირდა სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა რაოდენობა“, – განაცხადა ფერაძემ.
სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა 2022 წელს მშრომელთა უფლებების გაუმჯობესების მხრივ. შემცირდა სამუშაო საათები მომსახურების, ტრანსპორტის, სამთო მრეწველობის და სამშენებლო სექტორებში. მათი სამუშაო გრაფიკი 40 საათს შეადგენს, აღნიშნავენ უწყებაში.
გარდა ამისა, დამსაქმებელი ვალდებულია, აუნაზღაუროს დამატებითი დრო იმ თანამშრომლებს, რომლებიც კვირაში 40 საათზე მეტს მუშაობენ.
ინსპექტორებმა გასულ წელს 70 ათასი ობიექტი შეამოწმეს, რათა გაეგოთ, რამდენადაა დაცული თანამშრომლების შრომითი უფლებები.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას განცხადებით, შრომის ინსპექციის სამსახური 2021 წლიდან ძლიერდება, როგორც ინსტიტუტი. მათ აქვთ შრომის ინსპექტირების მანდატი როგორც შრომის კოდექსის, ისე შრომის უსაფრთხოების კანონის შესაბამისად.
ამის წყალობით მიღწეულია მნიშვნელოვანი წარმატებები, მათ შორის, შემცირდა სამუშაო ადგილებზე გარდაცვალების ფაქტები, აღნიშნა მან.
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების 2022 წლის აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 15 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე დაიღუპა 641 ადამიანი, მძიმე ტრავმები მიიღო 1.710-მა ადამიანმა.