https://sputnik-georgia.com/20230301/saakasvilis-uflebebi-daculia-bregaze-275355944.html
სააკაშვილის უფლებები დაცულია, ჯანმრთელობის გაუარესებაში დამნაშავე თვითონაა - რატი ბრეგაძე
სააკაშვილის უფლებები დაცულია, ჯანმრთელობის გაუარესებაში დამნაშავე თვითონაა - რატი ბრეგაძე
Sputnik საქართველო
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ყოფილი პრეზიდენტის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე ისაუბრა. 01.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-01T12:12+0400
2023-03-01T12:12+0400
2023-03-01T16:21+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
რატი ბრეგაძე
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/10/273133444_0:135:1920:1215_1920x0_80_0_0_a243e54b1e6837f31ab0bcffcc753bb3.jpg
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის კუთხით, რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მკურნალობაზე მისი უარის გათვალისწინებით, აქ სახელმწიფო უძლურია, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და შვედეთის ელჩმა ულრიკ ტიდესტრომმა იუსტიციის მინისტრს ორშაბათს გადასცეს ევროკავშირის ქვეყნების ოფიციალური დემარში, რომლებიც შეშფოთებული არიან ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. ჰერჩინსკის თქმით, ამ დემარშს ბრიუსელში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო დაეთანხმა.მაგრამ თუ ადამიანი მიზანმიმართულად არ დაემორჩილება ამ მკურნალობის კურსს, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა აქ უკვე მთავრდება, აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ საქართველოში იძულებით მკურნალობა დაშვებული არ არის.ბრეგაძემ აღნიშნა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ სააკაშვილს არაადამიანურად ეპყრობიან და აწამებენ.„ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც მტკიცების ტვირთი ეკისრება ადამიანს, ვინც მეორე ადამიანს უყენებს ბრალდებას. არცერთი მტკიცებულება, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ამ ადამიანის წამების ან მისადმი არაადამიანური მოპყრობის ჩვენ არ გაგვიგია“, – განაცხადა ბრეგაძემ.პაპუაშვილი: ევროპა წლებია ხელს აფარებდა სააკაშვილს, რაც საფრთხეს უქმნიდა საქართველოს>>შესაბამისად, ნებისმიერი მსგავსი განცხადება არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი, აღნიშნა მინისტრმა.ბრეგაძის თქმით, სახელმწიფო თავად არის დაინტერესებული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებით.„მე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი და სააკაშვილისა და მისი მომხრეების რადიკალური ჯგუფის ინტერესები ერთმანეთს ვერ ემთხვევა, რადგან ჩვენი ინტერესია ამ ადამიანის ჯანმრთელობა, ეს ხალხი კი შეგნებულად ცდილობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს და მან ამ მოტივით მოიპოვოს თავისუფლება“, – განაცხადა ბრეგაძემ.მინისტრის აზრით, სააკაშვილის უარი, ჩაებარებინა ნიმუშები ექსპერტიზისთვის, რათა შესაძლო მოწამვლა დადგენილიყო, ადასტურებს, რომ საუბრები მისი მოწამვლის თაობაზე მხოლოდ ცილისწამება იყო სახელმწიფოს მიმართ.„ამ დემარშით მიმართონ სააკაშვილის გარემოცვას“ - „ოცნება“ ევროკავშირის პოზიციით უკმაყოფილოა>>მან ასევე გააკეთა კომენტარი იუსტიციის სამინისტროსთვის დემარშის გადაცემის შესახებ ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოს მხრიდან და აღნიშნა, რომ მისმა უწყებამ ევროკავშირისა და შვედეთის ელჩებს სრული ინფორმაცია გადასცა იმის შესახებ, თუ რას აკეთებს სახელმწიფო სააკაშვილის უფლებების დასაცავად და სამკურნალოდ.მინისტრს რეაქცია ჰქონდა გავრცელებულ ინფორმაციაზეც გაფართოებული შეხვედრის ჩატარების შესახებ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებთან და აღნიშნა, რომ ამგვარი ტიპის შეხვედრა ჯერჯერობით არ იგეგმება.თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.ექს-პრეზიდენტის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.კლინიკა „ვივამედის“ ექიმებმა განაცხადეს ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ წონის დაკლების გამო, რაც სრულფასოვან კვებაზე უარის შედეგია. ექიმები აცხადებენ, რომ სააკაშვილი მხოლოდ იმ რაოდენობის საკვებს იღებს, რაც აუცილებელია სიცოცხლის შენარჩუნებისთვის და არა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.სააკაშვილის საქმესააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.რატომ იბრძვიან სააკაშვილის მფარველები მის გასათავისუფლებლად? „ხალხის ძალის“ ვერსიები>>თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/10/273133444_28:0:1735:1280_1920x0_80_0_0_e36308fc216be4ed84209f9f238769d7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რატი ბრეგაძე, მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რატი ბრეგაძე, მიხეილ სააკაშვილი
სააკაშვილის უფლებები დაცულია, ჯანმრთელობის გაუარესებაში დამნაშავე თვითონაა - რატი ბრეგაძე
12:12 01.03.2023 (განახლებულია: 16:21 01.03.2023) საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ყოფილი პრეზიდენტის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე ისაუბრა.
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის კუთხით, რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მკურნალობაზე მისი უარის გათვალისწინებით, აქ სახელმწიფო უძლურია, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და შვედეთის ელჩმა ულრიკ ტიდესტრომმა იუსტიციის მინისტრს ორშაბათს გადასცეს ევროკავშირის ქვეყნების ოფიციალური დემარში, რომლებიც შეშფოთებული არიან ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. ჰერჩინსკის თქმით, ამ დემარშს ბრიუსელში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო დაეთანხმა.
„სახელმწიფო პასუხისმგებელია იმაზე, რომ პირის უფლებები იყოს დაცული. თუ ადამიანს სჭირდება მკურნალობა, სახელმწიფო მიაწვდის სამედიცინო მომსახურებას, გადაიყვანს პატიმარს კერძო კლინიკაში, მოათავსებს VIP-პალატაში, სადაც ექიმების 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება“, – განაცხადა ბრეგაძემ.
მაგრამ თუ ადამიანი მიზანმიმართულად არ დაემორჩილება ამ მკურნალობის კურსს, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა აქ უკვე მთავრდება, აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ საქართველოში იძულებით მკურნალობა დაშვებული არ არის.
ბრეგაძემ აღნიშნა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ სააკაშვილს არაადამიანურად ეპყრობიან და აწამებენ.
„ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც მტკიცების ტვირთი ეკისრება ადამიანს, ვინც მეორე ადამიანს უყენებს ბრალდებას. არცერთი მტკიცებულება, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ამ ადამიანის წამების ან მისადმი არაადამიანური მოპყრობის ჩვენ არ გაგვიგია“, – განაცხადა ბრეგაძემ.
შესაბამისად, ნებისმიერი მსგავსი განცხადება არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი, აღნიშნა მინისტრმა.
ბრეგაძის თქმით, სახელმწიფო თავად არის დაინტერესებული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებით.
„მე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი და სააკაშვილისა და მისი მომხრეების რადიკალური ჯგუფის ინტერესები ერთმანეთს ვერ ემთხვევა, რადგან ჩვენი ინტერესია ამ ადამიანის ჯანმრთელობა, ეს ხალხი კი შეგნებულად ცდილობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს და მან ამ მოტივით მოიპოვოს თავისუფლება“, – განაცხადა ბრეგაძემ.
მინისტრის აზრით, სააკაშვილის უარი, ჩაებარებინა ნიმუშები ექსპერტიზისთვის, რათა შესაძლო მოწამვლა დადგენილიყო, ადასტურებს, რომ საუბრები მისი მოწამვლის თაობაზე მხოლოდ ცილისწამება იყო სახელმწიფოს მიმართ.
მან ასევე გააკეთა კომენტარი იუსტიციის სამინისტროსთვის დემარშის გადაცემის შესახებ ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოს მხრიდან და აღნიშნა, რომ მისმა უწყებამ ევროკავშირისა და შვედეთის ელჩებს სრული ინფორმაცია გადასცა იმის შესახებ, თუ რას აკეთებს სახელმწიფო სააკაშვილის უფლებების დასაცავად და სამკურნალოდ.
მინისტრს რეაქცია ჰქონდა გავრცელებულ ინფორმაციაზეც გაფართოებული შეხვედრის ჩატარების შესახებ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებთან და აღნიშნა, რომ ამგვარი ტიპის შეხვედრა ჯერჯერობით არ იგეგმება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.
ექს-პრეზიდენტის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.
კლინიკა „ვივამედის“ ექიმებმა განაცხადეს ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ წონის დაკლების გამო, რაც სრულფასოვან კვებაზე უარის შედეგია. ექიმები აცხადებენ, რომ სააკაშვილი მხოლოდ იმ რაოდენობის საკვებს იღებს, რაც აუცილებელია სიცოცხლის შენარჩუნებისთვის და არა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.