https://sputnik-georgia.com/20230301/ertian-erovnul-gamocdebze-registracia-iwyeba-275363918.html
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 2 მარტიდან იწყება
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 2 მარტიდან იწყება
Sputnik საქართველო
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს 27 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. 01.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-01T16:50+0400
2023-03-01T16:50+0400
2023-03-01T20:49+0400
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23617/78/236177881_0:141:1181:805_1920x0_80_0_0_5f9b424db4b0541ff1a5b186171ece32.jpg
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 2 მარტის 10:00 საათზე დაიწყება და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.აღნიშნულ პერიოდში დარეგისტრირებას ასევე შეძლებენ სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებელთა საგნის გამოცდის ჩაბარების მსურველები.აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება:რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტმა უნდა შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი) და ჩასაბარებელი საგნები. რეგისტრაციის ძირითადი ეტაპის ვადის ამოწურვის შემდეგ (3 აპრილი) აბიტურიენტები რეგისტრაციას ვეღარ გაივლიან. 3 აპრილის 18:00 საათის შემდეგ აბიტურიენტს არ აქვს უფლება, შეცვალოს სარეგისტრაციო განცხადებაში საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი).რეგისტრაციის მეორე ეტაპზე (13 აპრილის 18:00 საათამდე) აბიტურიენტს შესაძლებლობა ექნება შეცვალოს ჩასაბარებელი საგანი (წაშალოს, დაამატოს), გამოცდის ენა, ან აირჩიოს კონკურსი (შემოქმედებითი ტური).საგამოცდო ცენტრის ცნობით, აბიტურიენტებისთვის შექმნილია სპეციალური „ცნობარი“. შესაბამის ცხრილში მოცემულია ინფორმაცია უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების, თითოეული გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტების, სწავლის საფასურის შესახებ.ცნობარი ასევე შეიცავს გამოცდებთან დაკავშირებულ ინფორმაციას: რეგისტრაციის გავლის ინსტრუქციას, ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის, გამოცდების პროცესის, პუბლიკაციების შედეგების, აპელაციის წესისა და სახელმწიფო დაფინანსების მიღების წესების შესახებ.საგამოცდო ცენტრები გახსნილი იქნება თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს კიდევ ერთი საგამოცდო ცენტრი ამბროლაურში გაიხსნება.დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე www.naec.ge 2 მარტს გამოქვეყნდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23617/78/236177881_0:30:1181:916_1920x0_80_0_0_f8c063d035a7a3d62c3d50c263867471.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 2 მარტიდან იწყება
16:50 01.03.2023 (განახლებულია: 20:49 01.03.2023) განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს 27 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება.
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 2 მარტის 10:00 საათზე დაიწყება და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
აღნიშნულ პერიოდში დარეგისტრირებას ასევე შეძლებენ სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებელთა საგნის გამოცდის ჩაბარების მსურველები.
აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება:
რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტმა უნდა შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი) და ჩასაბარებელი საგნები. რეგისტრაციის ძირითადი ეტაპის ვადის ამოწურვის შემდეგ (3 აპრილი) აბიტურიენტები რეგისტრაციას ვეღარ გაივლიან. 3 აპრილის 18:00 საათის შემდეგ აბიტურიენტს არ აქვს უფლება, შეცვალოს სარეგისტრაციო განცხადებაში საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი).
რეგისტრაციის მეორე ეტაპზე (13 აპრილის 18:00 საათამდე) აბიტურიენტს შესაძლებლობა ექნება შეცვალოს ჩასაბარებელი საგანი (წაშალოს, დაამატოს), გამოცდის ენა, ან აირჩიოს კონკურსი (შემოქმედებითი ტური).
საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.
საგამოცდო ცენტრის ცნობით, აბიტურიენტებისთვის შექმნილია სპეციალური „ცნობარი“. შესაბამის ცხრილში მოცემულია ინფორმაცია უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების, თითოეული გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტების, სწავლის საფასურის შესახებ.
ცნობარი ასევე შეიცავს გამოცდებთან დაკავშირებულ ინფორმაციას: რეგისტრაციის გავლის ინსტრუქციას, ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის, გამოცდების პროცესის, პუბლიკაციების შედეგების, აპელაციის წესისა და სახელმწიფო დაფინანსების მიღების წესების შესახებ.
საგამოცდო ცენტრები გახსნილი იქნება თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს კიდევ ერთი საგამოცდო ცენტრი ამბროლაურში გაიხსნება.
დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე
www.naec.ge 2 მარტს გამოქვეყნდება.