ერდოღანმა დაადასტურა, რომ თურქეთში არჩევნები 14 მაისს ჩატარდება

© AP Photo / Armin Durgutრეჯეფ თაიიფ ერდოღანი
რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2023
გამოწერა
ერდოღანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მაისში საყოველთაო არჩევნები გაიმართება.
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა დაადასტურა, რომ ქვეყანაში საყოველთაო არჩევნები 14 მაისს ჩატარდება, იუწყება „რია ნოვოსტი“.
ამას წინათ ტელეარხმა Habertürk-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დამანგრეველი მიწისძვრების ფონზე თურქეთში საყოველთაო არჩევნები შეიძლება ექვსი თვიდან ერთ წლამდე ვადით გადაიდოს.
გამოცემის მონაცემებით, აღნიშნულ ინიციატივას წამოაყენებს უმაღლესი საარჩევნო კომისია მმართველი პარტიის თხოვნით. თუმცა პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იბრაგიმ კალინმა განაცხადა, რომ საყოველთაო არჩევნები, დიდი ალბათობით, მაისში ჩატარდება, თუ უახლოეს დღეებში პოლიტიკური კონსენსუსი ვერ იქნება მიღწეული.
ერდოღანმა ოთხშაბათს პარტიის სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ხალხი არჩევანს 14 მაისს გააკეთებს.
6 თებერვალს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში ცხრასაათიანი ინტერვალით 7,7 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრები მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები თურქეთის 11 პროვინციაში იგრძნობოდა, ასევე სირიაში - ალეპოს, ლატაკიის, ხამას და ტარტუსის პროვინციებში. დაიღუპა 44,3 ათასზე მეტი ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0