https://sputnik-georgia.com/20230301/29-tebervals-dabadbeulebi-zodiaqo-daxasiateba-275301050.html
29 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
29 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
Sputnik საქართველო
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას. გაეცანით და აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის... 01.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-01T00:10+0400
2023-03-01T00:10+0400
2023-03-01T00:10+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24522/86/245228644_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_65f14f3a1b3fd498227f2f6dec1ded5b.jpg
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლებს თავიანთი ზოგადი საერთო თვისებები აქვთ, მაგრამ თითოეულ დღეს დაბადებულები კიდევ განსხვავებული მახასიათებლებით გამოირჩევიან.20–29 თებერვალი20–29 თებერვლის პერიოდი თევზების ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.ამ პერიოდში დაბადებულებს პლანეტა მერკური მართავს. ისინი მეოცნებე ადამიანები არიან და ისწრაფვიან მარტოობისა და ცვლილებებისკენ.მნიშნელოვანი წლებია: 12, 24,36, 58, 60,72.ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა მიმოზა.ამ დეკადაში დაბადებულები მგრძნობიარენი არიან, ადვილია მათი წყენინება და გულისტკენა. თავიანთ სამუშაოს ისინი დიდი პასუხისმგებლობით ასრულებენ, ხანდახან საკუთარი ძალების ზღვარიც კი ავიწყდებათ, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია, ისწავლონ მოდუნება, დასვენება, რომ წარმატებით შეძლონ საქმიანობა და სხვადასხვა ავადმყოფობამ ხელი არ შეუშალოს.29 თებერვალს დაბადებულები29 თებერვალს ბუნებით არტისტები იბადებიან. ისინი ნიჭიერი ადამიანები არიან, აქვთ სხვებზე გავლენის მოხდენის უნარი. ყოველთვის ლიდერობისკენ ისწრაფვიან. უყვართ მოგზაურობა და საცხოვრებელი ადგილებისა და ქალაქების გამოცვლა. ახალგაზრდობის წლების გატარება, მატერიალური თვალსაზრისით, შეიძლება სიღარიბეში მოუხდეთ, მაგრამ თავიანთი სიჯიუტისა და შრომისმოყვარეობის წყალობით გამოასწორებენ ვითარებას და ფინანსურ წარმატებას მიაღწევენ. მთავარი რომანტიკოსი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნებში - რეიტინგი>>რეალიზება ნებისმიერ სფეროში შეუძლიათ - მუსიკაში, ლიტერატურაში, ფერწერაში თუ ელექტრონიკაში. ოჯახური ცხოვრება იდილიური აქვთ. არიან კარგი მეოჯახეები, პატივს სცემენ ოჯახურ ტრადიციებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ მწვერვალების დაპყრობა და დიდებისა და პოპულარობის მოხვეჭა.29 თებერვალს დაბადებულები, სხვებთან შედარებით, დაბადების დღეს ოთხჯერ ნაკლებად აღნიშნავენ და შეიძლება ითქვას, რომ ისინი სხვებზე ახალგაზრდა არიან, როგორც წესი, ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან. ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომ კატასავით რამდენიმე სიცოცხლე აქვთ. საშიში სიტუაციებიდან გამოსვლაში მათ განვითარებული ინტუიცია ეხმარება. შეუძლიათ ყველაზე საოცარი რამის ჩადენაც, თან - გააზრებულად. თუმცა, მათ ბევრ რამეს პატიობენ.არიან არაორდინარული და არაჩვეულებრივი ადამიანები და ეს შეიძლება ადრეული ასაკიდანვე გააცნობიერონ. ხანდახან ისეთ ნივთში, რაც სხვებისთვის არაფრისმთქმელია, ისინი საოცარ რამეს აღმოაჩენენ ხოლმე. ცუდ შემთხვევებში, ამ დღეს დაბადებულები არასერიოზული პიროვნებები არიან, რომლებსაც მუდამ რაღაც სჭირდებათ. ამ დღეს დაბადებულები თავიანთ უნიკალობას არასდროს აჩვენებენ. ისინი თავით ეშვებიან სამუშაოში, სადაც შეიძლება ნორმალური ადამიანური ინტერესების გამომჟღავნება და ყოველდღიური ყოფის სირთულეების რეგულირება. მათი ფანტაზია და წარმოსახვა არა საზოგადოებრივ საქმიანობაში, არამედ შინაურ ატმოსფეროში ვლინდება.სახუმარო ჰოროსკოპი – რაზე ოცნებობენ სინამდვილეში ზოდიაქოს ნიშნები>>ამ დღეს დაბადებულები არ უნდა შეეწინააღმდეგონ თავიანთ ნატურას და „ჩვეულებრივი“ გზით, სხვების მსგავსად, არ უნდა იარონ. მაგრამ, ამავე დროს, საკუთარი ინდივიდუალიზმიც უნდა „მოათვინიერონ“, მაგალითად, მოერიდონ შოკისმომგვრელ საქციელს. მაგრამ აქაც უნდა იფრთხილონ და ამ მოთვინიერებამ ისინი საკუთარი ინდივიდუალური საწყისის დათრგუნვამდე არ უნდა მიიყვანოს. ვინც პრობლემებისგან გაქცევას შეეცდება, შეიძლება იდეალისტ-რომანტიკოსად იქცეს, რომელიც გაურბის ცხოვრებას და საკუთარი ფანტაზიების მოჩვენებით სამყაროში ცხოვრობს. ასეთი უკიდურესობები 29 თებერვალს დაბადებულებისთვის იშვიათობა არ არის, ამიტომ მათ უნდა იპოვონ წონასწორობის წერტილი და „ოქროს შუალედი“.ჯანმრთელობა29 თებერვალს დაბადებული კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევიან. თუმცა, ხანდახან, განსხვავებული მკურნალობის მეთოდები ან დიეტების მოსინჯვაც უყვართ. ამ საკითხში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. უნდა გააკონტროლონ თავიანთი მადა. ნერვული სისტემის ამტანობისთვის მათთვის ძალზე სასარგებლოა სრულფასოვანი ძილი. ასევე წაადგებათ გუნდური თამაშები, ორთაბრძოლები; ქალებისთვის სასარგებლოა აერობიკა და ცეკვები.რჩევა:იპოვეთ წონასწორობა საკუთარ და საზოგადოებრივ საჭიროებებს შორის. იყავით მეტად თავდაჯერებული. ყოველთვის არ ღირს საზოგადოებრივი წესებისა და ზოგადად მიღებული ფასეულობების დაცვა. ეცადეთ, საკუთარი ფანტაზიები სხვებსაც გაუზიაროთ.
https://sputnik-georgia.com/20210220/Tevzebi-zogadi-daxasiaTeba-250948657.html
https://sputnik-georgia.com/20200108/zodiaqos-niSnebis-axirebebi-iumornarevi-daxasiaTeba-247430144.html
https://sputnik-georgia.com/20220622/gamoiyenet-mtvaris-energetika-gasaxdomad-267717115.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24522/86/245228644_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_f69761b4fdb3a1a9b3fd13e42d1b23ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
29 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას. გაეცანით და აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლებს თავიანთი ზოგადი საერთო თვისებები აქვთ, მაგრამ თითოეულ დღეს დაბადებულები კიდევ განსხვავებული მახასიათებლებით გამოირჩევიან.
20–29 თებერვლის პერიოდი თევზების ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.
ამ პერიოდში დაბადებულებს პლანეტა მერკური მართავს. ისინი მეოცნებე ადამიანები არიან და ისწრაფვიან მარტოობისა და ცვლილებებისკენ.
მნიშნელოვანი წლებია: 12, 24,36, 58, 60,72.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა მიმოზა.
ამ დეკადაში დაბადებულები მგრძნობიარენი არიან, ადვილია მათი წყენინება და გულისტკენა. თავიანთ სამუშაოს ისინი დიდი პასუხისმგებლობით ასრულებენ, ხანდახან საკუთარი ძალების ზღვარიც კი ავიწყდებათ, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია, ისწავლონ მოდუნება, დასვენება, რომ წარმატებით შეძლონ საქმიანობა და სხვადასხვა ავადმყოფობამ ხელი არ შეუშალოს.
29 თებერვალს დაბადებულები
29 თებერვალს ბუნებით არტისტები იბადებიან. ისინი ნიჭიერი ადამიანები არიან, აქვთ სხვებზე გავლენის მოხდენის უნარი. ყოველთვის ლიდერობისკენ ისწრაფვიან. უყვართ მოგზაურობა და საცხოვრებელი ადგილებისა და ქალაქების გამოცვლა. ახალგაზრდობის წლების გატარება, მატერიალური თვალსაზრისით, შეიძლება სიღარიბეში მოუხდეთ, მაგრამ თავიანთი სიჯიუტისა და შრომისმოყვარეობის წყალობით გამოასწორებენ ვითარებას და ფინანსურ წარმატებას მიაღწევენ.
რეალიზება ნებისმიერ სფეროში შეუძლიათ - მუსიკაში, ლიტერატურაში, ფერწერაში თუ ელექტრონიკაში. ოჯახური ცხოვრება იდილიური აქვთ. არიან კარგი მეოჯახეები, პატივს სცემენ ოჯახურ ტრადიციებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ მწვერვალების დაპყრობა და დიდებისა და პოპულარობის მოხვეჭა.
29 თებერვალს დაბადებულები, სხვებთან შედარებით, დაბადების დღეს ოთხჯერ ნაკლებად აღნიშნავენ და შეიძლება ითქვას, რომ ისინი სხვებზე ახალგაზრდა არიან, როგორც წესი, ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან. ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომ კატასავით რამდენიმე სიცოცხლე აქვთ. საშიში სიტუაციებიდან გამოსვლაში მათ განვითარებული ინტუიცია ეხმარება. შეუძლიათ ყველაზე საოცარი რამის ჩადენაც, თან - გააზრებულად. თუმცა, მათ ბევრ რამეს პატიობენ.
არიან არაორდინარული და არაჩვეულებრივი ადამიანები და ეს შეიძლება ადრეული ასაკიდანვე გააცნობიერონ. ხანდახან ისეთ ნივთში, რაც სხვებისთვის არაფრისმთქმელია, ისინი საოცარ რამეს აღმოაჩენენ ხოლმე. ცუდ შემთხვევებში, ამ დღეს დაბადებულები არასერიოზული პიროვნებები არიან, რომლებსაც მუდამ რაღაც სჭირდებათ.
ამ დღეს დაბადებულები თავიანთ უნიკალობას არასდროს აჩვენებენ. ისინი თავით ეშვებიან სამუშაოში, სადაც შეიძლება ნორმალური ადამიანური ინტერესების გამომჟღავნება და ყოველდღიური ყოფის სირთულეების რეგულირება. მათი ფანტაზია და წარმოსახვა არა საზოგადოებრივ საქმიანობაში, არამედ შინაურ ატმოსფეროში ვლინდება.
ამ დღეს დაბადებულები არ უნდა შეეწინააღმდეგონ თავიანთ ნატურას და „ჩვეულებრივი“ გზით, სხვების მსგავსად, არ უნდა იარონ. მაგრამ, ამავე დროს, საკუთარი ინდივიდუალიზმიც უნდა „მოათვინიერონ“, მაგალითად, მოერიდონ შოკისმომგვრელ საქციელს. მაგრამ აქაც უნდა იფრთხილონ და ამ მოთვინიერებამ ისინი საკუთარი ინდივიდუალური საწყისის დათრგუნვამდე არ უნდა მიიყვანოს.
ვინც პრობლემებისგან გაქცევას შეეცდება, შეიძლება იდეალისტ-რომანტიკოსად იქცეს, რომელიც გაურბის ცხოვრებას და საკუთარი ფანტაზიების მოჩვენებით სამყაროში ცხოვრობს. ასეთი უკიდურესობები 29 თებერვალს დაბადებულებისთვის იშვიათობა არ არის, ამიტომ მათ უნდა იპოვონ წონასწორობის წერტილი და „ოქროს შუალედი“.
29 თებერვალს დაბადებული კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევიან. თუმცა, ხანდახან, განსხვავებული მკურნალობის მეთოდები ან დიეტების მოსინჯვაც უყვართ. ამ საკითხში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. უნდა გააკონტროლონ თავიანთი მადა. ნერვული სისტემის ამტანობისთვის მათთვის ძალზე სასარგებლოა სრულფასოვანი ძილი. ასევე წაადგებათ გუნდური თამაშები, ორთაბრძოლები; ქალებისთვის სასარგებლოა აერობიკა და ცეკვები.
იპოვეთ წონასწორობა საკუთარ და საზოგადოებრივ საჭიროებებს შორის. იყავით მეტად თავდაჯერებული. ყოველთვის არ ღირს საზოგადოებრივი წესებისა და ზოგადად მიღებული ფასეულობების დაცვა. ეცადეთ, საკუთარი ფანტაზიები სხვებსაც გაუზიაროთ.