საქართველოს საბანკო სექტორის აქტივები იანვარში შემცირდა

© photo: Sputnik / Stringerასდოლარიანები და ასლარიანები
ასდოლარიანები და ასლარიანები - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2023
გამოწერა
იანვრის ბოლოსთვის საქართველოში მუშაობდა 14 კომერციული ბანკი, აქედან 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. მიმდინარე წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 2,6 მლრდ ლარით, ანუ 3,7%-ით შემცირდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
2023 წლის იანვრის ბოლოს არსებული მდგომარეობით, საბანკო სექტორის აქტივების ჯამურმა მოცულობამ 67,7 მლრდ ლარი, საწესდებო კაპიტალმა კი 9,4 მლრდ ლარი შეადგინა.
საქართველოში იანვრის ბოლოსთვის მუშაობდა 14 კომერციული ბანკი, აქედან 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
დეპოზიტების მოცულობა ბანკებში შემცირდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ, 2023 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, 44,64 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 648,73 მლნ ლარით, ანუ 1,46%-ით ნაკლებია იანვრის დასაწყისის მაჩვენებელზე.
ანგარიშის თანახმად, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 462,59 მლნ ლარით, ანუ 2,84%-ით გაიზარდა, დეპოზიტები მოთხოვნამდე შემცირდა1,11 მლნ ლარით, ანუ 3,97%-ით.
საქართველოში ინფლაცია კვლავ მცირდება - ახალი სტატისტიკა>>
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ, მიმდინარე წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, 45,11% შეადგინა, რაც 1,21 პროცენტული პუნქტით მეტია 1 იანვრის მაჩვენებელზე.
იანვარში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8,06% შეადგინა, მათ შორის 11,51% – ლარის დეპოზიტებზე, ხოლო 1,07% – უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე.
კრედიტების მოცულობა შემცირდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, წინა თვესთან შედარებით, 317,7 მლნ ლარით, ანუ 0,71%-ით შემცირდა და, მიმდინარე წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, 44,47 მლრდ ლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა 189,93 მლნ ლარით, ანუ 0,77%-ით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი შემცირდა 127,77 მლნ ლარით, ანუ 0,63%-ით.
2023 წლის იანვრის ბოლოს არსებული მონაცემებით, კომერციულ ბანკებს ჯამში რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემული აქვთ სესხები ეროვნულ ვალუტაში 7,37 მლრდ ლარის ოდენობით, რაც 3,07%-ით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა სესხებმა შეადგინა 12,37 მლრდ ლარი, რაც 1,73%-ით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით.
ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები იანვარში უმნიშვნელოდ შემცირდა>>
2023 წლის იანვარში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 0,55%-ით, ანუ 130,95 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, 23,79 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, სესხების მთლიანი მოცულობის ლარიზაციის კოეფიციენტმა 55,01% შეადგინა, რაც 0,03 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2023 წლის 1 იანვრის მაჩვენებელზე.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0