https://sputnik-georgia.com/20230204/saqartvelosi-inflacia-kvlav-mcirdeba-axali-statistika-274561876.html
საქართველოში ინფლაცია კვლავ მცირდება - ახალი სტატისტიკა
საქართველოში ინფლაცია კვლავ მცირდება - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა, თუმცა მაღალ დონეზე ნარჩუნდება, მიაჩნია ეროვნულ ბანკს 04.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-04T13:00+0400
2023-02-04T13:00+0400
2023-02-04T13:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1a/269809080_0:133:3167:1914_1920x0_80_0_0_999be0bf68154f14a9e54d51d9c36e0d.jpg
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის იანვარში, გასული წლის იანვართან შედარებით) 9,4% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.პირველად 2021 წლის ივლისის შემდეგ წლიური ინფლაციის დონე 10%-ს 2022 წლის დეკემბერში ჩამოსცდა.წელიწადზე გადაანგარიშებით იანვარში ფასები გაიზარდა სასტუმროებსა და რესტორნებზე (14,7%) და კომუნალურ მომსახურებაზე (13,1%), ხოლო ჯანდაცვაზე შემცირდა 3,2%-ით. სურსათზე ფასები წლიური 15%-ით გაიზარდა.2023 წლის იანვარში, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით, შედარებითი ინფლაციის დონემ 0,8% შეადგინა. დეკემბერში თვის ინფლაციამ 0,3% შეადგინა.ეროვნული ბანკის პროგნოზი ინფლაციის დონის კუთხითსაქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა, თუმცა მაღალ დონეზე ნარჩუნდება. ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს კვლავ აღემატება და მან დეკემბერში 9,8 პროცენტი შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%).ამავე დროს ეროვნული ბანკი იმედოვნებს, რომ მსოფლიო ბაზარზე სასურსათო ფასების შემცირების ტენდენციები, გამყარებული გაცვლითი კურსის ფონზე, ადგილობრივ ბაზარს გადმოეცემა.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზრების პოზიტიური ტენდენციები ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, თუმცა მიმდინარე გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გაურკვევლობა კვლავ მაღალია და არსებული რისკები ინფლაციაზე, ძირითადად, ზრდის მიმართულებით მოქმედებს.არსებული მაღალი გაურკვევლობისა და ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირებაზე კონცენტრირებული რჩება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1a/269809080_219:0:2948:2047_1920x0_80_0_0_ace83c3a061e101402789936e8dbebea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოში ინფლაცია კვლავ მცირდება - ახალი სტატისტიკა
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა, თუმცა მაღალ დონეზე ნარჩუნდება, მიაჩნია ეროვნულ ბანკს
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის იანვარში, გასული წლის იანვართან შედარებით) 9,4% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
პირველად 2021 წლის ივლისის შემდეგ წლიური ინფლაციის დონე 10%-ს 2022 წლის დეკემბერში ჩამოსცდა.
წელიწადზე გადაანგარიშებით იანვარში ფასები გაიზარდა სასტუმროებსა და რესტორნებზე (14,7%) და კომუნალურ მომსახურებაზე (13,1%), ხოლო ჯანდაცვაზე შემცირდა 3,2%-ით. სურსათზე ფასები წლიური 15%-ით გაიზარდა.
2023 წლის იანვარში, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით, შედარებითი ინფლაციის დონემ 0,8% შეადგინა. დეკემბერში თვის ინფლაციამ 0,3% შეადგინა.
ეროვნული ბანკის პროგნოზი ინფლაციის დონის კუთხით
საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა, თუმცა მაღალ დონეზე ნარჩუნდება. ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს კვლავ აღემატება და მან დეკემბერში 9,8 პროცენტი შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%).
ამავე დროს ეროვნული ბანკი იმედოვნებს, რომ მსოფლიო ბაზარზე სასურსათო ფასების შემცირების ტენდენციები, გამყარებული გაცვლითი კურსის ფონზე, ადგილობრივ ბაზარს გადმოეცემა.
„განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ფონზე, წლიური ინფლაცია შემცირებას გააგრძელებს და მიზნობრივ დონეს 2023 წლის მეორე ნახევარში დაუახლოვდება“, -ნათქვამია განცხადებაში.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზრების პოზიტიური ტენდენციები ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, თუმცა მიმდინარე გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გაურკვევლობა კვლავ მაღალია და არსებული რისკები ინფლაციაზე, ძირითადად, ზრდის მიმართულებით მოქმედებს.
არსებული მაღალი გაურკვევლობისა და ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირებაზე კონცენტრირებული რჩება.