https://sputnik-georgia.com/20230228/premier-minuistris-xelmzrvanelobit-erovnuli-usafrtxoebis-sabwos-sxdoma-gaimarta-275350496.html
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა
Sputnik საქართველო
სხდომაზე განხილულ იქნა ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების განახლების პროცესი 28.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-28T23:27+0400
2023-02-28T23:27+0400
2023-03-01T01:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს თავდაცვა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/1c/275346060_16:0:928:513_1920x0_80_0_0_e9bc4586ab42a2a9ce3d9e745ecd3a6d.jpg
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, სადაც „საფრთხეების შეფასების დოკუმენტის" და „საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის" განახლებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილებოდა.პრემიერ-მინისტრმა, ძალოვანი სტრუქტურების, ფინანსთა სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობასთან ერთად განიხილა მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვანი ტენდენციები, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასევე ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების განახლების პროცესს, მათ შორის, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ინტეგრირებული მართვის 2023-2027 წლების სტრატეგიის" საბოლოო რედაქციას და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი დამტკიცების შესახებ.სხდომის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში რეფორმის მომზადების პროცესზე.ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მიმდინარე წელს კიბერუსაფრთხოების ეროვნული ფორუმის გამართვის თაობაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/1c/275346060_130:0:814:513_1920x0_80_0_0_ddb8a74deaebfbed10ef29a434536c95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა
23:27 28.02.2023 (განახლებულია: 01:07 01.03.2023) სხდომაზე განხილულ იქნა ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების განახლების პროცესი
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, სადაც „საფრთხეების შეფასების დოკუმენტის" და „საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის" განახლებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილებოდა.
პრემიერ-მინისტრმა, ძალოვანი სტრუქტურების, ფინანსთა სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობასთან ერთად განიხილა მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვანი ტენდენციები, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასევე ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების განახლების პროცესს, მათ შორის, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ინტეგრირებული მართვის 2023-2027 წლების სტრატეგიის" საბოლოო რედაქციას და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი დამტკიცების შესახებ.
სხდომის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში რეფორმის მომზადების პროცესზე.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მიმდინარე წელს კიბერუსაფრთხოების ეროვნული ფორუმის გამართვის თაობაზე.