https://sputnik-georgia.com/20230228/aleqsi-mestvirishvili-275319080.html
ქართველი ფიზიკოსის წარმატებები უცხოეთის ცნობილ ლაბორატორიებში
ქართველი ფიზიკოსის წარმატებები უცხოეთის ცნობილ ლაბორატორიებში
Sputnik საქართველო
“საქართველო ჩემი ქვეყანაა, ჩემი სახლია და როცა საქართველოში ვარ - სახლში ვარ. არსად, არცერთ ქვეყანაში არ მაქვს ასეთი შეგრძნება, როგორიც აქ“ - გვითხრა... 28.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-28T13:58+0400
2023-02-28T13:58+0400
2023-02-28T17:42+0400
ინტერვიუ
საინტერესო ადამიანები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23624/22/236242204_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_cc49f5e6e52fe47e0ec5bde839a15146.jpg
საუბარია ფიზიკოს-ექსპერიმენტატორსა და მეცნიერ-მკვლევარზე ალექსი მესტვირიშვილზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სადისერტაციო თემაზე დუბნაში იმუშავა. შემდეგ სხვადასხვა პრესტიჟულ ლაბორატორიასა და სამეცნიერო ინსტიტუტში იყო მიწვეული. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაიწყო პროტვინოს მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტთან თანამშრომლობა.ამჟამად საფრანგეთში არსებულ ქალაქ სენ ჟენიში ცხოვრობს და ბევრ ცნობილ უცხოელ მეცნიერთან ერთად მნიშვნელოვან აღმოჩენაზე მუშაობს. ქართველი ფიზიკოსი მსოფლიოში უდიდეს ლაბორატორიასთან – ცერნის ატომური კვლევების ცენტრთან თანამშრომლობს. ასევე აიოვის უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევარიც გახლავთ.- ბატონო ალექსი, საუბარი თქვენი ბავშვობიდან დავიწყოთ, თურმე სკოლიდან გიყვარდათ სხვადასხვა ელექტრომოწყობილობების გაკეთება...- იყო ასეთი ჟურნალი საბჭოთა კავშირის დროს „რადიო“, რომლის რამდენიმე ნომერი ჩამივარდა ხელში. საქართველოში მისი გამოწერა მხოლოდ პროფილური უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს ან რადიოელექტრონიკის სპეციალისტებს და ინჟინრებს შეეძლოთ. მერვე კლასში ვიყავი, როცა ამ ჟურნალის კითხვით რადიოელექტრონიკის მიმართ ინტერესი გამიჩნდა. სახლში საკუთარი ხელით ვაკეთებდი სხვადასხვა მოწყობილობებს. პირველი, რისი აწყობაც ვცადე, მარტივი რადიომიმღები იყო. მეათე კლასში უკვე ისეთ დონეზე მივედი, რომ აწყობილი მქონდა ციფრული საათი, რომელმაც რამდენიმე თვე იმუშავა. ასევე ე.წ. შუქ-მუსიკა-მოწყობილობა, რომელიც უერთდებოდა მაგნიტოფონს და მუსიკის ტონალობაზე დამოკიდებულებით სხვადასხვა ფერის ნათურას ანთებდა. მათ სქემებს ჟურნალებში ვპოულობდი. სკოლის დამთავრებიდან ორი თვის მერე სტუდენტი გავხდი. მართალია, კონკრეტულად ელექტრონიკის ინტერესი მქონდა, მაგრამ არჩევანი მაინც ზოგად ფიზიკაზე გავაკეთე, გადავწყვიტე უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე ჩამებარებინა და ფიზიკოსი-ექსპერიმენტატორი გავმხდარიყავი.- ფიზიკის ინსტიტუტში მუშაობა სტუდენტობის დროს დაიწყეთ?- დიახ, მეორე კურსის დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყე ფიზიკის ინსტიტუტში, ელემენტარული ნაწილაკების ელექტრონული მეთოდებით კვლევის ლაბორატორიაში, რომელსაც შესანიშნავი ფიზიკოსი, ბატონი თემურ ლომთაძე ხელმძღვანელობდა. ეს ადამიანი შემდგომ იტალიის ბირთვული კვლევების ნაციონალურ ინსტიტუტში, ქალაქ პიზის სექციაში მუშაობდა. მოკლედ, მივედი ფიზიკის ინსტიტუტში, შევხვდი ბატონ თემურს, ცოტა ხანი ვისაუბრეთ და ასე აღმოვჩნდი ამ ლაბორატორიის უმცროს ლაბორანტად. ეტყობა, გავამართლე და იქვე დამტოვეს. ფიზიკის ინსტიტუტში ბევრი შესანიშნავი ადამიანი და მეცნიერი გავიცანი.- ამის მერე როგორ წარიმართა თქვენი საქმიანობა?- ჩვენს ლაბორატორიას კავშირი ჰქონდა საბჭოთა კავშირის ორ დიდ ცენტრთან – ქალაქ პროტვინოს მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტთან და ქალაქ დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტთან. პირველად სამსახურის დაწყებიდან ერთი წლის მერე, ზაფხულში მივლინებით წავედი პროტვინოში, სადაც ჯერ კიდევ სტუდენტმა რეგულარულად დავიწყე სიარული. ამ ინსტიტუტში მაღალი ენერგიების ფიზიკის კათედრაზე შესანიშნავი ლექტორები მყავდა. ახლა მათთან კარგა ხნის მეგობრობა მაკავშირებს. მერე სამუშაოდ გადავედი დუბნაში, სადაც დისერტაციაზე მუშაობა დავიწყე. დუბნის ჯგუფი, რომელშიც ვმუშაობდი, თანამშრომლობდა ბირთვული კვლევების ნაციონალურ ინსტიტუტთან და საერთო პროექტში, რომელიც ცერნში ხორციელდება, პირველად 1996 წელს იტალიის ინსტიტუტის ერთ-ერთ, ქალაქ კალიარის (სარდინია) სექციაში სამი თვით მიმიწვიეს. როგორც ჩანს, იქ ჩემი საქმიანობა მოეწონათ.- ამ დროს უკვე გადაწყვეტილი გქონდათ, რომ ამერიკაში გადასულიყავით?- დიახ, უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ გეზი ამერიკისკენ ამეღო. რვა თვის მერე დავტოვე იტალია და სამუშაოდ აიოვის უნივერსიტეტში გადავედი. ასევე გადავერთე ცერნში მდებარე ადრონული კოლაიდერის ერთ-ერთ დიდ ექსპერიმენტზე, რომელსაც CMS (Compact Muon Solenoid) ეწოდება. ამერიკაში მოწვევა რამდენიმე უნივერსიტეტიდან მომივიდა და არჩევანი აიოვის უნივერსიტეტზე შევაჩერე. ქალაქი აიოვა–სიტი, სადაც უნივერსიტეტი მდებარეობს, პატარა და წყნარი საუნივერსიტეტო ქალაქია. ამერიკაში ჩემი გადასვლის დროს უკვე დაოჯახებული ვიყავი და მყავდა გოგონა, რომელიც მაშინ სამი წლის იყო, ამიტომ, დიდ ქალაქებსა და მეგაპოლისებთან შედარებით, პატარა ქალაქებში ცხოვრება უფრო მოსახერხებლად მივიჩნიე.- ამჟამად სად აგრძელებთ საქმიანობას?- ამჟამად ვცხოვრობ საფრანგეთის მხარეში, ქალაქ სენ ჟენიში. დღემდე CMS ექსპერიმენტზე მუშაობას ვაგრძელებ. ვარ მეცნიერ-მკვლევარი (research scientist), მონაწილეობა მივიღე ექსპერიმენტის ადრონული კალორიმეტრის შექმნაში. იმასაც გეტყვით, რომ ჰიგსის ბოზონის აღმოჩენაში პატარა წვლილი მეც მიმიძღვის. შვიდი წელი ვიცხოვრე შვეიცარიაში, ცერნთან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქ მეირანში, რომელიც ჟენევის სატელიტი ქალაქია. ძალიან ბევრ ადგილზე მომიწია ცხოვრება, მაგრამ ყველაზე კარგად თავს საქართველოში ვგრძნობ, იმიტომ რომ აქ ჩემი სახლია...ნინო მამულაშვილი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23624/22/236242204_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_a26afdad0fec8c519501a148f2d43ba2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
ქართველი ფიზიკოსის წარმატებები უცხოეთის ცნობილ ლაბორატორიებში
13:58 28.02.2023 (განახლებულია: 17:42 28.02.2023) “საქართველო ჩემი ქვეყანაა, ჩემი სახლია და როცა საქართველოში ვარ - სახლში ვარ. არსად, არცერთ ქვეყანაში არ მაქვს ასეთი შეგრძნება, როგორიც აქ“ - გვითხრა საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა ფიზიკოსმა, რომელიც მსოფლიოს უდიდეს ლაბორატორიაში მნიშვნელოვან კვლევებს აწარმოებს.
საუბარია ფიზიკოს-ექსპერიმენტატორსა და მეცნიერ-მკვლევარზე ალექსი მესტვირიშვილზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სადისერტაციო თემაზე დუბნაში იმუშავა. შემდეგ სხვადასხვა პრესტიჟულ ლაბორატორიასა და სამეცნიერო ინსტიტუტში იყო მიწვეული. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაიწყო პროტვინოს მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტთან თანამშრომლობა.
ამჟამად საფრანგეთში არსებულ ქალაქ სენ ჟენიში ცხოვრობს და ბევრ ცნობილ უცხოელ მეცნიერთან ერთად მნიშვნელოვან აღმოჩენაზე მუშაობს. ქართველი ფიზიკოსი მსოფლიოში უდიდეს ლაბორატორიასთან – ცერნის ატომური კვლევების ცენტრთან თანამშრომლობს. ასევე აიოვის უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევარიც გახლავთ.
- ბატონო ალექსი, საუბარი თქვენი ბავშვობიდან დავიწყოთ, თურმე სკოლიდან გიყვარდათ სხვადასხვა ელექტრომოწყობილობების გაკეთება...
- იყო ასეთი ჟურნალი საბჭოთა კავშირის დროს „რადიო“, რომლის რამდენიმე ნომერი ჩამივარდა ხელში. საქართველოში მისი გამოწერა მხოლოდ პროფილური უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს ან რადიოელექტრონიკის სპეციალისტებს და ინჟინრებს შეეძლოთ. მერვე კლასში ვიყავი, როცა ამ ჟურნალის კითხვით რადიოელექტრონიკის მიმართ ინტერესი გამიჩნდა. სახლში საკუთარი ხელით ვაკეთებდი სხვადასხვა მოწყობილობებს. პირველი, რისი აწყობაც ვცადე, მარტივი რადიომიმღები იყო. მეათე კლასში უკვე ისეთ დონეზე მივედი, რომ აწყობილი მქონდა ციფრული საათი, რომელმაც რამდენიმე თვე იმუშავა. ასევე ე.წ. შუქ-მუსიკა-მოწყობილობა, რომელიც უერთდებოდა მაგნიტოფონს და მუსიკის ტონალობაზე დამოკიდებულებით სხვადასხვა ფერის ნათურას ანთებდა. მათ სქემებს ჟურნალებში ვპოულობდი. სკოლის დამთავრებიდან ორი თვის მერე სტუდენტი გავხდი. მართალია, კონკრეტულად ელექტრონიკის ინტერესი მქონდა, მაგრამ არჩევანი მაინც ზოგად ფიზიკაზე გავაკეთე, გადავწყვიტე უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე ჩამებარებინა და ფიზიკოსი-ექსპერიმენტატორი გავმხდარიყავი.
- ფიზიკის ინსტიტუტში მუშაობა სტუდენტობის დროს დაიწყეთ?
- დიახ, მეორე კურსის დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყე ფიზიკის ინსტიტუტში, ელემენტარული ნაწილაკების ელექტრონული მეთოდებით კვლევის ლაბორატორიაში, რომელსაც შესანიშნავი ფიზიკოსი, ბატონი თემურ ლომთაძე ხელმძღვანელობდა. ეს ადამიანი შემდგომ იტალიის ბირთვული კვლევების ნაციონალურ ინსტიტუტში, ქალაქ პიზის სექციაში მუშაობდა. მოკლედ, მივედი ფიზიკის ინსტიტუტში, შევხვდი ბატონ თემურს, ცოტა ხანი ვისაუბრეთ და ასე აღმოვჩნდი ამ ლაბორატორიის უმცროს ლაბორანტად. ეტყობა, გავამართლე და იქვე დამტოვეს. ფიზიკის ინსტიტუტში ბევრი შესანიშნავი ადამიანი და მეცნიერი გავიცანი.
- ამის მერე როგორ წარიმართა თქვენი საქმიანობა?
- ჩვენს ლაბორატორიას კავშირი ჰქონდა საბჭოთა კავშირის ორ დიდ ცენტრთან – ქალაქ პროტვინოს მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტთან და ქალაქ დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტთან. პირველად სამსახურის დაწყებიდან ერთი წლის მერე, ზაფხულში მივლინებით წავედი პროტვინოში, სადაც ჯერ კიდევ სტუდენტმა რეგულარულად დავიწყე სიარული. ამ ინსტიტუტში მაღალი ენერგიების ფიზიკის კათედრაზე შესანიშნავი ლექტორები მყავდა. ახლა მათთან კარგა ხნის მეგობრობა მაკავშირებს. მერე სამუშაოდ გადავედი დუბნაში, სადაც დისერტაციაზე მუშაობა დავიწყე. დუბნის ჯგუფი, რომელშიც ვმუშაობდი, თანამშრომლობდა ბირთვული კვლევების ნაციონალურ ინსტიტუტთან და საერთო პროექტში, რომელიც ცერნში ხორციელდება, პირველად 1996 წელს იტალიის ინსტიტუტის ერთ-ერთ, ქალაქ კალიარის (სარდინია) სექციაში სამი თვით მიმიწვიეს. როგორც ჩანს, იქ ჩემი საქმიანობა მოეწონათ.
- ამ დროს უკვე გადაწყვეტილი გქონდათ, რომ ამერიკაში გადასულიყავით?
- დიახ, უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ გეზი ამერიკისკენ ამეღო. რვა თვის მერე დავტოვე იტალია და სამუშაოდ აიოვის უნივერსიტეტში გადავედი. ასევე გადავერთე ცერნში მდებარე ადრონული კოლაიდერის ერთ-ერთ დიდ ექსპერიმენტზე, რომელსაც CMS (Compact Muon Solenoid) ეწოდება. ამერიკაში მოწვევა რამდენიმე უნივერსიტეტიდან მომივიდა და არჩევანი აიოვის უნივერსიტეტზე შევაჩერე. ქალაქი აიოვა–სიტი, სადაც უნივერსიტეტი მდებარეობს, პატარა და წყნარი საუნივერსიტეტო ქალაქია. ამერიკაში ჩემი გადასვლის დროს უკვე დაოჯახებული ვიყავი და მყავდა გოგონა, რომელიც მაშინ სამი წლის იყო, ამიტომ, დიდ ქალაქებსა და მეგაპოლისებთან შედარებით, პატარა ქალაქებში ცხოვრება უფრო მოსახერხებლად მივიჩნიე.
- ამჟამად სად აგრძელებთ საქმიანობას?
- ამჟამად ვცხოვრობ საფრანგეთის მხარეში, ქალაქ სენ ჟენიში. დღემდე CMS ექსპერიმენტზე მუშაობას ვაგრძელებ. ვარ მეცნიერ-მკვლევარი (research scientist), მონაწილეობა მივიღე ექსპერიმენტის ადრონული კალორიმეტრის შექმნაში. იმასაც გეტყვით, რომ ჰიგსის ბოზონის აღმოჩენაში პატარა წვლილი მეც მიმიძღვის. შვიდი წელი ვიცხოვრე შვეიცარიაში, ცერნთან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქ მეირანში, რომელიც ჟენევის სატელიტი ქალაქია. ძალიან ბევრ ადგილზე მომიწია ცხოვრება, მაგრამ ყველაზე კარგად თავს საქართველოში ვგრძნობ, იმიტომ რომ აქ ჩემი სახლია...