https://sputnik-georgia.com/20230227/premieri-mshvidoba-stabiluroba-da-ekonomikuri-zrda-mtavrobis-damsaxurebaa-275292462.html
პრემიერი: ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა მთავრობის დამსახურებაა
პრემიერი: ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა მთავრობის დამსახურებაა
Sputnik საქართველო
პრემიერმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობისთვის და მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობის... 27.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-27T20:16+0400
2023-02-27T20:16+0400
2023-02-27T22:19+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0c/272962332_133:255:891:682_1920x0_80_0_0_cf6f5b9ae8c7bc89ac36f1b8671b6b9b.jpg
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და მაღალი ეკონომიკური ზრდა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ღარიბაშვილის თქმით, მიუხედავად COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კოლოსალური ზარალისა და შემდეგ უკვე უმძიმესი გეოპოლიტიკური რეალობისა, საქართველოში ბოლო ორი წელი ორნიშნა ეკონომიკურ ზრდა ფიქსირდება.პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას გაიხსენა ორი წლის წინანდელი პერიოდი, როდესაც კობა გვენეტაძე გაიცნო და აღნიშნა, რომ მაშინ საქართველოში მწვავე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი იყო, პანდემია და ვაქცინების ნაკლებობა.მისი თქმით, მაშინ ბიუჯეტის დეფიციტმა დაახლოებით 10% შეადგინა, სახელმწიფო ვალი მშპ-ის მიმართ 60%-ზე მეტი იყო, დოლარის მიმართ ლარის კურსი კი – 3,4 GEL/$1.როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ამის მიღწევა მთავრობის მიერ გადადგმული სწორი და ეფექტური ნაბიჯების, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ძალიან კონსტრუქციული მიდგომების შედეგად გახდა შესაძლებელი.პრემიერმა გვენეტაძეს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობისთვის და მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.„დღეს უკვე ბიუჯეტის დეფიციტი გვაქვს 2,8%, გასულ წელს ასევე გვქონდა 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირეთ საგარეო ვალი, რომელიც თითქმის 38%-მდე შევამცირეთ", – განაცხადა ღარიბაშვილმა.საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტენდენცია გაგრძელდება - ვიცე-პრემიერის პროგნოზი>>>პრემიერის განმარტებით, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ისტორიულ მაქსიმუმზეა, 2023 წელს იგი შეადგენს 25 მლრდ დოლარს, ანუ 80 მლრდ ლარამდე. მშპ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 8 ათას დოლარს მიაღწევს, ლარი კი იქნება სტაბილური 2,6-2,65 GEL/$1 ფარგლებში.„ამასთან, უმუშევრობა გვაქვს ისტორიულ მინიმუმზე, სიღარიბე გვაქვს ისტორიულ მინიმუმზე და, რაც მთავარია, ამ ორი წლის ეკონომიკურმა ზრდამ მისცა საშუალება ბატონ გვენეტაძეს და მის მენეჯმენტს, ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ ქვეყნის სავალუტო რეზერვები ასევე ისტორიულ მაქსიმუმზეა", – აღნიშნა ღარიბაშვილმა. 2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0c/272962332_212:266:766:682_1920x0_80_0_0_2ce55229374cacfb86dbd87679e04ff6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
პრემიერი: ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა მთავრობის დამსახურებაა
20:16 27.02.2023 (განახლებულია: 22:19 27.02.2023) პრემიერმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობისთვის და მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და მაღალი ეკონომიკური ზრდა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, მიუხედავად COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კოლოსალური ზარალისა და შემდეგ უკვე უმძიმესი გეოპოლიტიკური რეალობისა, საქართველოში ბოლო ორი წელი ორნიშნა ეკონომიკურ ზრდა ფიქსირდება.
პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას გაიხსენა ორი წლის წინანდელი პერიოდი, როდესაც კობა გვენეტაძე გაიცნო და აღნიშნა, რომ მაშინ საქართველოში მწვავე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი იყო, პანდემია და ვაქცინების ნაკლებობა.
მისი თქმით, მაშინ ბიუჯეტის დეფიციტმა დაახლოებით 10% შეადგინა, სახელმწიფო ვალი მშპ-ის მიმართ 60%-ზე მეტი იყო, დოლარის მიმართ ლარის კურსი კი – 3,4 GEL/$1.
„მაშინ, როცა საკმაოდ კომპეტენტური ადამიანები თვლიდნენ, რომ ქვეყანას ელოდებოდა დეფოლტი, 2021 წელი ჩვენ დავასრულეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით“, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ამის მიღწევა მთავრობის მიერ გადადგმული სწორი და ეფექტური ნაბიჯების, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ძალიან კონსტრუქციული მიდგომების შედეგად გახდა შესაძლებელი.
პრემიერმა გვენეტაძეს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობისთვის და მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„დღეს უკვე ბიუჯეტის დეფიციტი გვაქვს 2,8%, გასულ წელს ასევე გვქონდა 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირეთ საგარეო ვალი, რომელიც თითქმის 38%-მდე შევამცირეთ", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის განმარტებით, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ისტორიულ მაქსიმუმზეა, 2023 წელს იგი შეადგენს 25 მლრდ დოლარს, ანუ 80 მლრდ ლარამდე. მშპ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 8 ათას დოლარს მიაღწევს, ლარი კი იქნება სტაბილური 2,6-2,65 GEL/$1 ფარგლებში.
„ამასთან, უმუშევრობა გვაქვს ისტორიულ მინიმუმზე, სიღარიბე გვაქვს ისტორიულ მინიმუმზე და, რაც მთავარია, ამ ორი წლის ეკონომიკურმა ზრდამ მისცა საშუალება ბატონ გვენეტაძეს და მის მენეჯმენტს, ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ ქვეყნის სავალუტო რეზერვები ასევე ისტორიულ მაქსიმუმზეა", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.