https://sputnik-georgia.com/20230227/galip-ozturqs-8-wlit-patimroba-sheeparda-275278859.html
გალიფ ოზთურქს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა
გალიფ ოზთურქს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა
Sputnik საქართველო
თურქი ბიზნესმენი სპეცოპერაციის შედეგად ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიაში" 2022 წლის 31 მაისს დააკავეს. 27.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-27T16:37+0400
2023-02-27T16:37+0400
2023-02-27T20:41+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება
თურქეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1a/252429577_0:92:3315:1957_1920x0_80_0_0_60b49dc49f151f24ed655afad479d127.jpg
თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ თურქ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს რვა წლით თავისუფების აღკვეთა მიუსაჯა.მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ოზთურქი დამნაშავედ ცნო სსკ-ის 260 მიუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვას ან გასაღებას გულისხმობს.თავად ბრალდებული სასამართლო პროცესს დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა. გალიფ ოზთურქი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.ბიზნესმენის ადვოკატები სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.საქმის პროკურორ ლევან მურვანიძის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერი და სამართლიანია. მისი თქმით, ბრალდებულის მართლსაწინააღმდეგო ქმედება უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურდა.თურქ ბიზნესმენს ბრალი ასევე წაყენებული აქვს ფინანსურ დარვევებზე (ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება-გამოყენება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია). აღნიშნული ბრალდებების განხილვას ბათუმის საქალაქო სასამართლო მიმდინარე წლის აპრილში გეგმავს.გალიფ ოზთურქი სპეცოპერაციის შედეგად ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიაში" 2022 წლის 31 მაისს დააკავეს. ბიზნესმენის საცხოვრებელში სამართალდამცველებმა ჩხრეკა დაიწყეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტების დადგენის მიზნით, თუმცა ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფულად თანხასთან ერთად განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 7,2159 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი აღმოაჩინეს.ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის საკუთრებაშია „მეტრო ჰოლდინგი”, რომელიც ბათუმში უმსხვილეს ტურისტულ ობიექტებს ფლობს. მათ შორისაა 455-ნომრიანი სასტუმრო „ეიფორია”, ასევე „ინტურისტი”, „მეტრო სკაი ტაუერი” და „ბიზნეს ლეჯენდი”, აგრეთვე ბათუმის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი „მეტრო სითი”.გასული წლის ივნისში თურქეთმა გალიფ ოზთურქის ექსტადიცია მოითხოვა.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1a/252429577_292:0:3023:2048_1920x0_80_0_0_26c23cf37ad5813dc4e62d7a66736b1e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, თურქეთი , ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, თურქეთი , ახალი ამბები
გალიფ ოზთურქს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა
16:37 27.02.2023 (განახლებულია: 20:41 27.02.2023) თურქი ბიზნესმენი სპეცოპერაციის შედეგად ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიაში" 2022 წლის 31 მაისს დააკავეს.
თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ თურქ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს რვა წლით თავისუფების აღკვეთა მიუსაჯა.
მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ოზთურქი დამნაშავედ ცნო სსკ-ის 260 მიუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვას ან გასაღებას გულისხმობს.
თავად ბრალდებული სასამართლო პროცესს დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა. გალიფ ოზთურქი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
ბიზნესმენის ადვოკატები სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.
„აღნიშნული გადაწყვეტილება ცალმხრივი და ტენდენციურია. დადგენილ ვადებში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ და ვფიქრობთ, სტრასბურგის სასამართლოსაც მივმართოთ, სრულიად უდანაშაულო ადამიანს 8 წელი მიესაჯა”, – განაცხადა ადვოკატმა თენგიზ კახიძემ.
საქმის პროკურორ ლევან მურვანიძის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერი და სამართლიანია. მისი თქმით, ბრალდებულის მართლსაწინააღმდეგო ქმედება უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურდა.
თურქ ბიზნესმენს ბრალი ასევე წაყენებული აქვს ფინანსურ დარვევებზე (ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება-გამოყენება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია). აღნიშნული ბრალდებების განხილვას ბათუმის საქალაქო სასამართლო მიმდინარე წლის აპრილში გეგმავს.
გალიფ ოზთურქი სპეცოპერაციის შედეგად ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიაში" 2022 წლის 31 მაისს დააკავეს.
ბიზნესმენის საცხოვრებელში სამართალდამცველებმა ჩხრეკა დაიწყეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტების დადგენის მიზნით, თუმცა ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფულად თანხასთან ერთად განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 7,2159 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი აღმოაჩინეს.
ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის საკუთრებაშია „მეტრო ჰოლდინგი”, რომელიც ბათუმში უმსხვილეს ტურისტულ ობიექტებს ფლობს. მათ შორისაა 455-ნომრიანი სასტუმრო „ეიფორია”, ასევე „ინტურისტი”, „მეტრო სკაი ტაუერი” და „ბიზნეს ლეჯენდი”, აგრეთვე ბათუმის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი „მეტრო სითი”.
გასული წლის ივნისში თურქეთმა გალიფ ოზთურქის ექსტადიცია მოითხოვა.