https://sputnik-georgia.com/20230227/cineti-kompatriis-samkerde-nisani-275284841.html
პეკინმა საერთაშორისო კომპანიის თანამშრომლებს კომპარტიის სამკერდე ნიშნის ტარება მოსთხოვა
პეკინმა საერთაშორისო კომპანიის თანამშრომლებს კომპარტიის სამკერდე ნიშნის ტარება მოსთხოვა
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ჩინეთის ხელისუფლებამ კომუნისტური პარტიის იმ წევრებს, რომლებიც საერთაშორისო კონსალტინგურ ფირმა EY-ში არიან დასაქმებული... 27.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-27T18:36+0400
2023-02-27T18:36+0400
2023-02-27T21:44+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში
საერთაშორისო პანორამა
ჩინეთი
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/1b/275284229_278:330:2986:1853_1920x0_80_0_0_5e7c17f4ca6743f59b97a9c8f3457671.jpg
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ჩინეთის ხელისუფლებამ კომუნისტური პარტიის იმ წევრებს, რომლებიც საერთაშორისო კონსალტინგურ ფირმა EY-ში არიან დასაქმებული, პარტიული სამკერდე ნიშნების ტარება მოსთხოვა, იუწყება გაზეთი Financial Times წყაროებზე დაყრდნობით.გავრცელებული ცნობით, პარტიული კომიტეტის შესაბამისი დირექტივა საერთაშორისო კომპანიის პეკინის ოფისის თანამშრომლებს 23 თებერვალს გაეგზავნა.პარტიის წევრებს სამკერდე ნიშნის ტარება სამსახურში ყოველდღიურად მოეთხოვებათ, რათა თავიანთი ერთგულება დაადასტურონ ხელისუფლებისა და მისი იდეოლოგიისადმი.ამასთან აღინიშნება, რომ მნიშვნელოვანი ყრილობებისა და არჩევნების მოახლოებასთან ერთად პარტია ცდილობს უფრო დეტალურად დააკვირდეს ამ მოთხოვნის შესრულებას.ცნობილი ხდება, რომ სახელმწიფო კომპანიებში რეგულარულად იგზავნება დირექტივები კომპარტიის წევრი თანამშრომლებისთვის სამკერდე ნიშნის სავალდებულო ტარების შეხსენების მიზნით. მაგრამ EY China პირველია საერთაშორისო კომპანიებს შორის, რომელსაც მსგავსი მოთხოვნა წაუყენეს.EY (წარსულში Ernst & Young) — ბრიტანული სააუდიტორო-კონსალტინგური კომპანია. ის ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში და სააუდიტორო კომპანიების „დიდ ოთხეულში“ შედის. 2013 წლიდან მოქმედებს ლეიბლით EY, რაც კომპანიის ძველი სახელწოდების აკრონიმს წარმოადგენს. მისი შტაბ-ბინა ლონდონში მდებარეობს. კომპანიას დაახლოებით 700 ოფისი აქვს მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში.რაც შეეხება EY China-ს, ის პრაქტიკულად დამოუკიდებელი სტრუქტურაა სათავო ოფისისგან. არის ჩინელი მეწარმეების საკუთრება და მისი მოგება არ უნაწილდება EY-ის საერთაშორისო ქსელს.წყარო: Financial Times
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/1b/275284229_235:0:2966:2048_1920x0_80_0_0_d5f7abb5ec3a5cdc349304316df7648d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა, ჩინეთი, ახალი ამბები
მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა, ჩინეთი, ახალი ამბები
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ჩინეთის ხელისუფლებამ კომუნისტური პარტიის იმ წევრებს, რომლებიც საერთაშორისო კონსალტინგურ ფირმა EY-ში არიან დასაქმებული, პარტიული სამკერდე ნიშნების ტარება მოსთხოვა, იუწყება გაზეთი Financial Times წყაროებზე დაყრდნობით.
გავრცელებული ცნობით, პარტიული კომიტეტის შესაბამისი დირექტივა საერთაშორისო კომპანიის პეკინის ოფისის თანამშრომლებს 23 თებერვალს გაეგზავნა.
პარტიის წევრებს სამკერდე ნიშნის ტარება სამსახურში ყოველდღიურად მოეთხოვებათ, რათა თავიანთი ერთგულება დაადასტურონ ხელისუფლებისა და მისი იდეოლოგიისადმი.
ამასთან აღინიშნება, რომ მნიშვნელოვანი ყრილობებისა და არჩევნების მოახლოებასთან ერთად პარტია ცდილობს უფრო დეტალურად დააკვირდეს ამ მოთხოვნის შესრულებას.
ცნობილი ხდება, რომ სახელმწიფო კომპანიებში რეგულარულად იგზავნება დირექტივები კომპარტიის წევრი თანამშრომლებისთვის სამკერდე ნიშნის სავალდებულო ტარების შეხსენების მიზნით. მაგრამ EY China პირველია საერთაშორისო კომპანიებს შორის, რომელსაც მსგავსი მოთხოვნა წაუყენეს.
EY (წარსულში Ernst & Young) — ბრიტანული სააუდიტორო-კონსალტინგური კომპანია. ის ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში და სააუდიტორო კომპანიების „დიდ ოთხეულში“ შედის. 2013 წლიდან მოქმედებს ლეიბლით EY, რაც კომპანიის ძველი სახელწოდების აკრონიმს წარმოადგენს. მისი შტაბ-ბინა ლონდონში მდებარეობს. კომპანიას დაახლოებით 700 ოფისი აქვს მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში.
რაც შეეხება EY China-ს, ის პრაქტიკულად დამოუკიდებელი სტრუქტურაა სათავო ოფისისგან. არის ჩინელი მეწარმეების საკუთრება და მისი მოგება არ უნაწილდება EY-ის საერთაშორისო ქსელს.