https://sputnik-georgia.com/20230226/rusetis-mudmivi-waromdgenloba-evrokavsirsi-275253132.html
რუსეთის წარმომადგენლობა: ევროკავშირის სანქციების მე-10 პაკეტი უკანონოა
რუსეთის წარმომადგენლობა: ევროკავშირის სანქციების მე-10 პაკეტი უკანონოა
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ისევე როგორც წინა სანქციები, უკანონოა, აცხადებს ევროკავშირში რუსეთის მუდმივი... 26.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-26T16:21+0400
2023-02-26T16:21+0400
2023-07-20T15:50+0400
რუსეთი
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ევროკავშირი
პოლიტიკა
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1c/264832934_0:154:3093:1893_1920x0_80_0_0_803287a09243735b125aa4aa14aa0c4d.jpg
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ისევე როგორც წინა სანქციები, უკანონოა, აცხადებს ევროკავშირში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობა.წარმომადგენლობაში მიაჩნიათ, რომ რუსეთის გავლით ორმაგი დანიშნულების საქონლის ტრანზიტის აკრძალვა არის მესამე ქვეყნების სავაჭრო კავშირებზე ზეწოლა და ზიანს აყენებს მსოფლიო ვაჭრობას.გარდა ამისა, რუსეთის მუდმივ წარმომადგენლობაში მიაჩნიათ, რომ სანქციების მეათე პაკეტშიშესული შეზღუდვები, რომლებიც რუსული მედიისსაქმიანობას შეეხება, „არის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისოპაქტის დარღვევა“.ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი უკრაინაში რუსული ჯარების შესვლის წლისთავზე შემოიღო. ამ რესტრიქციებით აიკრძალა კრიტიკული ტექნოლოგიების, სამრეწველო საქონლის, მძიმე სატვირთო მანქანებისა და მათთვის სათადარიგო ნაწილების ექსპორტი. შეზღუდვებს ასევე ექვემდებარება ელექტროგენერატორების, ბინოკლების, რადარების, კომპასების, ხიდების კონსტრუქციების, ამწეებსა და ტუმბოების ექსპორტი.
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1c/264832934_180:0:2911:2048_1920x0_80_0_0_992e546ef5198e58f8b813c9285196db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ევროკავშირი , პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ევროკავშირი , პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ისევე როგორც წინა სანქციები, უკანონოა,
აცხადებს ევროკავშირში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობა.
„ევროკავშირის მორიგი რესტრიქციული ზომები რუსეთის წინააღმდეგ, ისევე, როგორც ყველა წინა, არალეგიტიმურია. ისინი მიღებულია გაეროს უშიშროების საბჭოს თანხმობის გარეშე და, შესაბამისად, უკანონოა. შეუძლებელია, ევროკავშირს ეს არ ესმოდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ყველა განცხადება გაეროს წესდების დაცვის შესახებ, ცარიელი სიტყვებია“, — ნათქვამია განცხადებაში.
წარმომადგენლობაში მიაჩნიათ, რომ რუსეთის გავლით ორმაგი დანიშნულების საქონლის ტრანზიტის აკრძალვა არის მესამე ქვეყნების სავაჭრო კავშირებზე ზეწოლა და ზიანს აყენებს მსოფლიო ვაჭრობას.
გარდა ამისა, რუსეთის მუდმივ წარმომადგენლობაში მიაჩნიათ, რომ სანქციების მეათე პაკეტშიშესული შეზღუდვები, რომლებიც რუსული მედიისსაქმიანობას შეეხება, „არის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისოპაქტის დარღვევა“.
„აშკარაა, ბრიუსელი არღვევს არა მხოლოდრუსული მედიის წარმომადგენლების, არამედ საკუთარი მოქალაქეების უფლებებსაც. ევროკავშირმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა ევროპელების სრული იზოლაცია ალტერნატიული მოსაზრებებისგან. ამ ტემპით, ხვალ შეიძლება ველოდოთ, რომ ევროპელებს ინფორმაციის იმ სხვა წყაროებს გადაუკეტავენ, რომლებიც უარს იტყვიან ევროკავშირის იდეების გავრცელებაზე ფსევდორეალობის შესახებ“, — წერს წარმომადგენლობა.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი უკრაინაში რუსული ჯარების შესვლის წლისთავზე შემოიღო. ამ რესტრიქციებით აიკრძალა კრიტიკული ტექნოლოგიების, სამრეწველო საქონლის, მძიმე სატვირთო მანქანებისა და მათთვის სათადარიგო ნაწილების ექსპორტი. შეზღუდვებს ასევე ექვემდებარება ელექტროგენერატორების, ბინოკლების, რადარების, კომპასების, ხიდების კონსტრუქციების, ამწეებსა და ტუმბოების ექსპორტი.