ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა-ხელშეწყობისთვის - „ერთად სიკეთისთვის“

© courtesy of Levan Abutidzeლევან აბუთიძე
ლევან აბუთიძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2023
გამოწერა
„სიკეთე გადამდებია და ჩვენ შვილებს წინ დახვდებათ, ამიტომ რაც შეიძლება მეტი კეთილი საქმე უნდა ვაკეთოთ“ - გვითხრა ცნობილმა საოპერო მომღერალმა ლევან აბუთიძემ, რომელმაც საქართველოში სიმღერის პირველი რეგიონული ფესტივალი- კონკურსი დააფუძნა.
ამას გარდა ის საქველმოქმედო ფონდის „ერთად სიკეთისთვის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელიც არის.
ლევან აბუთიძე ფონდის სახელით მიწვეული იყო ისეთ საერთაშორისო საოპერო კონკურსებსა და ფესტივალებზე, როგორიცაა ესპანეთში მონსერატ კაბალიეს, ინგლისში კარდიფის და ამერიკაში პლასიდო დომინგოს ფესტივალები.
© Photo: Courtesy of Levan Abutidzeლევან აბუთიძე
ლევან აბუთიძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2023
ლევან აბუთიძე
- ბატონო ლევან, საუბარი შორიდან დავიწყოთ, რა გახსენდებათ თქვენი ბავშვობიდან?
- ჩემი ურთიერთობა მუსიკასთან ადრეული ასაკიდან იღებს სათავეს, ჩვენ ოჯახში ყოველი დღე სიმღერით იწყებოდა. მახსენდება როგორ მაღვიძებდა დილაობით ამღერებული ბებია, შემდეგ კი სიმღერა ბაბუასა და ბებიასთან ერთად სამ ხმაში გრძელდებოდა. ძალიან კარგი დრო იყო. ჩემ სოფელ კაჩეეთში ვერ მოძებნი ადამიანს, რომელიც ვერ მღერის.
© Photo: Courtesy of Levan Abutidzeლევან აბუთიძე სცენაზე
ლევან აბუთიძე სცენაზე - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2023
ლევან აბუთიძე სცენაზე
- ანუ მუსიკალური ტრადიციების მქონე სოფელია...
- დიახ, იქ ისეთი უნიკალური ხმისა და სმენის ხალხი ცხოვრობს, რომ მათ გვერდით შეუძლებელია ვინმე არ ამღერდეს. კაჩეეთი რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, ნიკორწმინდის მეზობლად მდებარეობს და ნიკორწმინდაზე უფრო ძველი სოფელია.
© Photo: Courtesy of Levan Abutidzeლევან აბუთიძე სცენაზე
ლევან აბუთიძე სცენაზე - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2023
ლევან აბუთიძე სცენაზე
- სკოლის მერე თბილისის კონსერვატორიაში განაგრძეთ სწავლა, როგორ გახსენდებათ ის დრო?
- კონსერვატორიაში სწავლის პერიოდს ძალიან თბილად ვიხსენებ. წილად მხვდა ბედნიერება, რომ მასწავლიდნენ ისეთი გენიალური მუსიკოსები და პიროვნებები, როგორებიც არიან თემურ ელიავა, ლამარა გოგლიჩიძე, გოჩა ბეჟუაშვილი, ელდარ გეწაძე, ცისანა ტატიშვილი, დიდი მაესტრო ნოდარ ანდღულაძე, რომლის გარდაცვალების შემდეგ სწავლა გავაგრძელე გენიალური საოპერო მომღერლის, პროფესორ თეიმურაზ გუგუშვილის კლასში, სადაც მაგისტრატურა გავიარე. ამან დიდი გავლენა მოახდინა ჩემ მუსიკალურ განათლებაზე, გემოვნებასა და შემოქმედებით ხედვაზე. აქ მივიღე დიდი ცოდნა და ჩამოვყალიბდი, პირველ რიგში, როგორც პროფესიონალი მუსიკოსი და შემსრულებელი.
© Photo: Courtesy of Levan Abutidzeლევან აბუთიძე
ლევან აბუთიძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2023
ლევან აბუთიძე
- იმ ფესტივალებიდან, რომლებშიც მიიღეთ მონაწილეობა, რომელს გამოარჩევდით?
- ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის დიდი საოპერო ვარსკვლავის, მაესტრო ლადო ათანელის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა იყო. გარდა იმისა, რომ იქ უძლიერესი კონკურსანტები იყვნენ, რომლებიც ახლა მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილ თეატრებში მღერიან წამყვან პარტიებს, ჟიურიში ისხდნენ უდიდესი, მსოფლიო მნიშვნელობის მქონე საოპერო ვარსკვლავები, რომლებიც ჩემს შემოქმედებას კარგად იცნობენ. მათ წინაშე გამოსვლა რამდენადაც რთული იყო, იმდენად საინტერესო და მნიშვნელოვანი.
© Photo: Courtesy of Levan Abutidzeლევან აბუთიძე და ნინო ქათამაძე
ლევან აბუთიძე და ნინო ქათამაძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2023
ლევან აბუთიძე და ნინო ქათამაძე
- თქვენ ბევრს აკეთებთ რეგიონებში კლასიკური, ხალხური და საესტრადო მუსიკის პოპულარიზაციისთვის და ახალგაზრდა, ნიჭიერი შემსრულებლების აღმოჩენა-ხელშეწყობისთვის...
- სწორედ ამ მიზნით დავაფუძნე სიმღერის რეგიონული ფესტივალი და კონკურსი, რათა ამ ნიჭიერი ახალგაზრდების შემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობის შესაძლებლობა მომცემოდა. ფესტივალი-კონკურსი 2017 წლის 17 ოქტომბერს რუსთავში ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 30-მდე ახალგაზრდა შემსრულებელმა, გამოვლინდა ექვსი გამარჯვებული – უნიჭიერესი ახალგაზრდები, რომლებსაც გამარჯვებულის დიპლომები, ფულადი და წამახალისებელი პრიზები გადაეცათ. კონკურსანტებს ჟიურიში მყოფი როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ მოღვაწე ცნობილი მუსიკოსები აფასებდნენ.
- საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწევით...
- მე როგორც საქველმოქმედო ფონდის „ერთად სიკეთისთვის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ბედნიერი ვარ, რომ ფონდის ეგიდით ბევრი კეთილი საქმე გაკეთდა. ვერც ერთს ვერ გამოვყოფ, რადგან ყოველთვის იმის უკმარისობის გრძნობა მაქვს, რომ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც ხელის გაწვდენა და დახმარება სჭირდება, ამიტომ მე და ჩემი მეგობრები საერთო ძალებით თავდაუზოგავად ვიბრძვით.
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0