https://sputnik-georgia.com/20230225/rogor-mushaobs-mtavroba-pasebis-shemcirebaze-275230893.html
როგორ მუშაობს მთავრობა ფასების შემცირებაზე
როგორ მუშაობს მთავრობა ფასების შემცირებაზე
კანონმდებლობაზე მუშაობას რამდენიმე თვე დასჭირდება და იგი კონკურენტულ გარემოს უზრუნველყოფს, განაცხადა მინისტრმა 25.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-25T10:25+0400
2023-02-25T10:25+0400
2023-02-25T10:25+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271105806_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_ad7a2f0eda999de43b3866f44661e915.jpg
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. საკანონმდებლო ცვლილებები და იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან მოლაპარაკებები სურსათზე ფასების შემცირებას უწყობს ხელს, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში. ღარიბაშვილმა მთავრობას დაავალა გაარკვიოს, რატომ აღწევს სურსათზე, მათ შორის პირველადი მოხმარების კვების პროდუქტებზე ფასნამატი 70-80%-ს ან თუნდაც 100%-ს და მიიღონ შესაბამისი ზომები.„ეს არის ორი პარალელური პროცესი, რომელიც ახლა ხორციელდება”, - განაცხადა დავითაშვილმა.მისი თქმით, პირველი პროცესი კანონმდებლობაზე მუშაობაა.ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ საუბარი ფასების დადგენაზე არ მიდის.„ჩვენ არ შეგვიძლია კონკრეტული ფასის განსაზღვრას. ფასები დინამიკაში იცვლება. ჩვენ გვინდა შევქმნათ ისეთი კონკურენციის გარემო, რომელიც ოპტიმალურ ფასს დააწესებს, რაც ჩვენი საზოგადოების ინტერესებს ემსახურება. ფასები იმდენად დაიკლებს, რამდენადაც შესაძლებელი იქნება”, - განაცხადა დავითაშვილმა.მეორე პროცესი, რომელიც უკვე აისახა მოსახლეობაზე, მინისტრის თქმით არის იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან დიალოგი.სურსათზე ფასების ზრდა შენელდება - ანალიტიკოსების მოსაზრება>>>„თუ თქვენ ყურადღება მიაქციეთ, სხვადასხვა ქსელების აქციების ფარგლებში, რიგ პროდუქტებზე ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა და ეს ტენდენცია რამდენიმე თვის მანძილზე გაგრძელდება”, - განაცხადა დავითაშვილმა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, დახლებზე აისახება სურსათის ინდექსის შემცირება.წლიური ინფლაციის დონემ 2023 წლის იანვარში 9,4% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). ამასთან, სურსათზე ფასები 2022 წლის იანვართან შედარებით 15%-ით, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით კი 1,4%-ით გაიზარდა.სურსათის მსოფლიო ბაზარზე, 2022 წლის მარტში გაძვირების შემდეგ, ფასები მცირდება. FAO-ს სურსათის ფასების ინდექსმა 2023 წლის იანვარში საშუალოდ 131,2 პუნქტი შეადგინა, რაც დეკემბრის მაჩვენებელზე 1,1 პუნქტით (0,8 პროცენტით) ნაკლებია. იანვარში აღნიშნული ინდექსის მნიშვნელობის შემცირება იყო განპირობებული მცენარეულ ზეთებზე, რძის პროდუქტებსა და შაქარზე ფასების ინდექსების მნიშვნელობების შემცირებით.ამასთან, FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსის ღირებულებამ იანვარში 147,4 პუნქტი შეადგინა, რაც უმნიშვნელოდ (0,1 პროცენტით) აღემატება დეკემბრის მაჩვენებელს და 6,7 პუნქტით (4,8 პროცენტით) აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271105806_53:0:1193:855_1920x0_80_0_0_4474364350debbe26142fda50013a4b2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
როგორ მუშაობს მთავრობა ფასების შემცირებაზე
კანონმდებლობაზე მუშაობას რამდენიმე თვე დასჭირდება და იგი კონკურენტულ გარემოს უზრუნველყოფს, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. საკანონმდებლო ცვლილებები და იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან მოლაპარაკებები სურსათზე ფასების შემცირებას უწყობს ხელს, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.
ღარიბაშვილმა მთავრობას დაავალა გაარკვიოს, რატომ აღწევს სურსათზე, მათ შორის პირველადი მოხმარების კვების პროდუქტებზე ფასნამატი 70-80%-ს ან თუნდაც 100%-ს და მიიღონ შესაბამისი ზომები.
„ეს არის ორი პარალელური პროცესი, რომელიც ახლა ხორციელდება”, - განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, პირველი პროცესი კანონმდებლობაზე მუშაობაა.
„კანონმდებლობაზე მუშაობა უზრუნველყოფს კონკურენტულ გარემოს და ამას რამდენიმე თვე დასჭირდება. ჩვენი სამინისტრო უკვე მუშაობს საკანონმდებლო გარემოს შექმნაზე და ის უახლოეს მომავალში წარედგინება პარლამენტს“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ საუბარი ფასების დადგენაზე არ მიდის.
„ჩვენ არ შეგვიძლია კონკრეტული ფასის განსაზღვრას. ფასები დინამიკაში იცვლება. ჩვენ გვინდა შევქმნათ ისეთი კონკურენციის გარემო, რომელიც ოპტიმალურ ფასს დააწესებს, რაც ჩვენი საზოგადოების ინტერესებს ემსახურება. ფასები იმდენად დაიკლებს, რამდენადაც შესაძლებელი იქნება”, - განაცხადა დავითაშვილმა.
მეორე პროცესი, რომელიც უკვე აისახა მოსახლეობაზე, მინისტრის თქმით არის იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან დიალოგი.
„თუ თქვენ ყურადღება მიაქციეთ, სხვადასხვა ქსელების აქციების ფარგლებში, რიგ პროდუქტებზე ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა და ეს ტენდენცია რამდენიმე თვის მანძილზე გაგრძელდება”, - განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დახლებზე აისახება სურსათის ინდექსის შემცირება.
წლიური ინფლაციის დონემ 2023 წლის იანვარში 9,4% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). ამასთან, სურსათზე ფასები 2022 წლის იანვართან შედარებით 15%-ით, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით კი 1,4%-ით გაიზარდა.
სურსათის მსოფლიო ბაზარზე, 2022 წლის მარტში გაძვირების შემდეგ, ფასები მცირდება. FAO-ს სურსათის ფასების ინდექსმა 2023 წლის იანვარში საშუალოდ 131,2 პუნქტი შეადგინა, რაც დეკემბრის მაჩვენებელზე 1,1 პუნქტით (0,8 პროცენტით) ნაკლებია. იანვარში აღნიშნული ინდექსის მნიშვნელობის შემცირება იყო განპირობებული მცენარეულ ზეთებზე, რძის პროდუქტებსა და შაქარზე ფასების ინდექსების მნიშვნელობების შემცირებით.
ამასთან, FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსის ღირებულებამ იანვარში 147,4 პუნქტი შეადგინა, რაც უმნიშვნელოდ (0,1 პროცენტით) აღემატება დეკემბრის მაჩვენებელს და 6,7 პუნქტით (4,8 პროცენტით) აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.