სურსათზე ფასების ზრდა შენელდება - ანალიტიკოსების მოსაზრება

© photo: Sputnik / Maksim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიკალათა პროდუქტებით
კალათა პროდუქტებით - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2023
გამოწერა
სურსათზე ფასების ზრდა ყველაზე მეტ გავლენას ახდენს ინფლაციაზე, ნათქვამია კვლევაში.
თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის მკვლევარები მსოფლიო ფასების შემცირებისა და ლარის კურსის გამყარების გამო სურსათზე ფასების ზრდის შენელებას ელოდებიან.
წლიური ინფლაციის დონემ 2023 წლის იანვარში 9,4% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). ამასთან, სურსათზე ფასები 2022 წლის იანვართან შედარებით 15%-ით, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით კი 1,4%-ით გაიზარდა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სასურსათო ფასების ინდექსის საშუალო მაჩვენებელმა 2023 წლის იანვარში 131,2 პუნქტი შეადგინა, რაც 1,1 პუნქტით (0,8 პროცენტით) ნაკლებია დეკემბრის დონეზე.

„ჩვენი მოლოდინია, რომ მსოფლიო ბაზარზე ფასების შემცირების და ლარის გამყარების კვალდაკვალ საქართველოში სურსათის ფასების ზრდის ტემპი შენელდება“, – აღნიშნავენ მკვლევარები.

მათი მონაცემებით, ფასების ზრდა სურსათზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ინფლაციაზე.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოში სურსათის ფასები ორნიშნა ტემპით 2021 წლის ივლისიდან იზრდება. ამასთან, იგივე ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა მეზობელ სომხეთშიც, თუმცა ფასების ზრდის ტემპი იქ უფრო ნაკლები იყო და სახეზეა მნიშვნელოვანი შენელებაც“, – ნათქვამია კვლევაში.
ამასთან ერთად Galt & Taggart აღნიშნავს, რომ ფასების ზრდის პიკური პერიოდი საქართველოში უკვე დასრულდა და შეიძლება პროგნოზირება, რომ ფასები დაიკლებს, რასაც ხელს შეუწყობს ასევე მთავრობის ინიციატივა კანონის მიღების თაობაზე მწარმოებლებს, იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებს შორის ურთიერთობების დარეგულირების შესახებ.
© Sputnikროგორ შეიცვალა ფასები საქართველოში - 2023 წლის იანვარი
როგორ შეიცვალა ფასები საქართველოში - 2023 წლის იანვარი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2023
როგორ შეიცვალა ფასები საქართველოში - 2023 წლის იანვარი
პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობას დაავალა გამოერკვიათ, რატომ აღწევს კვების, მათ შორის, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასნამატი 70-80%-ს და ხანდახან 100%-საც, და შესაბამისი ზომების მიღება.
ამისთვის მთავრობამ დაიწყო მუშაობა ახალი კანონის პროექტზე. ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბიზნესთან მუშაობამ შედეგები მოიტანა – აქციის ფარგლებში ქსელურ მაღაზიებში ფასები პროდუქტებზე შემცირდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0