როგორ იყიდება ბინები საქართველოში - ეროვნული ბანკის კვლევა

© photo: Sputnik / Stringerთბილისი-სოლოლაკი
თბილისი-სოლოლაკი - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2023
გამოწერა
საქართველოში უძრავი ქონების ძირითად მყიდველებად საქართველოს მოქალაქეები რჩებიან, ნათქვამია კვლევაში
თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. უძრავ ქონებაზე მოთხოვნის მთავარი ფაქტორი მიგრაციაა, ასეთია საქართველოს ეროვნული ბანკის უძრავი ქონების განვითარების ბაზრის კვლევა.
„საქართველოში ბოლო პერიოდში (პანდემიამდე) არსებული დადებითი ბუნებრივი მატება, რომელიც მოთხოვნის შედარებით გრძელვადიანი გენერატორია, ფაქტობრივად სრულად იქვითება უარყოფითი მიგრაციული სალდოთი. მიგრაციის ეფექტი ბუნებრივ მატებასთან შედარებით უფრო სწრაფად მოქმედებს საცხოვრებელი უძრავი ქონების მოთხოვნაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
უცხოელების მონაწილეობა თბილისში სახლი/ბინის ნასყიდობის ტრანზაქციებში 8,8%-მდეა გაზრდილი, თუმცა, იგი ჩამორჩება 2019 წლის მაქსიმუმს, რომელიც 9% იყო ივლისში. აქედან გამომდინარე მყიდველების უმრავლესობას თბილისში საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ.
ყველაზე მაღალი შენობები თბილისში და ფასები>>>
„უცხოელების ტრანზაქციების ზრდა ძირითადად რუსეთის მოქალაქეებზე მოდის. მიუხედავად ამისა, რუსეთის მოქალაქეების მონაწილეობა ამ ტრანზაქციებში იმდენად სწრაფად არ იზრდება, რამდენადაც საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი რუსების რაოდენობა, ან თუნდაც რუსეთიდან მიღებული გზავნილების მოცულობა. ეს უკანასკნელი 2022 წლის ოქტომბერში 7,7-ჯერ აღემატებოდა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს", - ნათქვამია კვლევაში.
მისი მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეების წილი სახლი/ბინის ნასყიდობის ტრანზაქციებში იანვარში 0.9%-დან 2022 წლის ოქტომბერში თბილისში 5%-მდე გაიზარდა, ხოლო ბათუმში 5%-დან 17,6%-მდე.
ამასთან, თბილისში სახლებსა და ბინებს ყველაზე ხშირად ეთნიკური ქართველები - რუსეთის მოქალაქეები ყიდულობენ, ბათუმში კი პირიქით.
2022 წელს რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით 879,9 ათასი რუსი ჩამოვიდა, საიდანაც 809,9 ათასმა ქვეყანა დატოვა.
ეროვნული ბანკის ცნობით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან 2.067,7 მლნ დოლარი შემოვიდა - ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 47,3%.
ყველა ახალი ამბავი
0