https://sputnik-georgia.com/20230131/yvelaze-marali-senobebi-tbilissi-da-fasebi-274434711.html
ყველაზე მაღალი შენობები თბილისში და ფასები
ყველაზე მაღალი შენობები თბილისში და ფასები
Sputnik საქართველო
ელიტურ საცხოვრებელ კომპლექსებში ფასი ერთ კვადრატულ მეტრ ფართობზე საშუალოდ 2 ათასი დოლარიდან იწყება. 31.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-31T18:54+0400
2023-01-31T18:54+0400
2023-01-31T21:58+0400
თბილისი დღეს
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23887/49/238874907_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_ff4b28f08d9c3ef4d5e04d74d3cc6fa9.jpg
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. დედაქალაქში ყველაზე მაღალი შენობების ჩამონათვალში სამი ფეშენებელური სასტუმრო და ორი ელიტური საცხოვრებელი კომპლექსი შევიდა.პირველ ადგილზეა 37-სართულიანი Axis Towers-ის ტყუპი ცათამბჯენი, რომელიც ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე ააშენეს.Axis Towers 147-მეტრიანი ცათამბჯენებია. ერთ მათგანში საცხოვრებელი ბინებია განთავსებული, სადაც 1 კვ.მ-ის ღირებულება საშუალოდ 2 ათასი დოლარიდან იწყება. მეორე შენობაში განთავსებულია ფიტნეს-ცენტრი, აუზი, კომერციული ობიექტები და ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რომლის ნომრის ღირებულება საშუალოდ 190 დოლარია დღე-ღამეში.ვაკე საცხოვრებლის სიძვირით მეორეა თბილისში.ყველაზე მაღალი შენობების სიაში მეორე ადგილზეა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო The Biltmore Tbilisi Hotel. ის მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირზე მდებარეობს. ყველაზე ძვირი საცხოვრებელი ფართი თბილისში სწორედ ამ რაიონშია.რაც შეეხება სასტუმროს, ესაა 32-სართულიანი 138 მეტრი სიმაღლის შენობა. ამ სასტუმროში ნომრის ღირებულება 220 დოლარიდან იწყება.მესამე ადგილზეა მრავალფუნქციური პრემიუმ-კლასის კომპლექსი ალექსიძის ქუჩაზე King David Building. კომპლექსი საბურთალოს რაიონის დასაწყისშია. საბურთალო სიძვირით მესამე ადგილზეა.კომპლექსი აერთიანებს ორ ცათამბჯენს – 31- და 19-სართულიანს. მაღალი ცათამბჯენის სიმაღლე 115 მეტრია. მასში განთავსებულია საცხოვრებელი ბინები, ხოლო უფრო დაბალ შენობაში ბიზნეს-ცენტრია.ბინების ღირებულება თეთრი კარკასის მდგომარეობაში იწყება დაახლოებით 3 ათასი დოლარიდან (1 კვ.მ).მეოთხე ადგილზეა კიდევ ერთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Radisson Blu Iveria Hotel, რომელიც მთაწმინდის რაიონში, რესპუბლიკის მოედანზეა.Radisson Blu Iveria Hotel-ის სიმაღლეა 86 მეტრი. ის 18-სართულიანია. ნომრის ღირებულება დაახლოებით 130 დოლარიდან იწყება.ბოლო, მეხუთე ადგილზეა ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო Holiday Inn Tbilisi, რომელიც საბურთალოზე, 26 მაისის მოედანზე მდებარეობს.შენობა 21-სართულიანი და 70 მ სიმაღლისაა. ნომრის ღირებულება სასტუმროში დაახლოებით 120 დოლარიდან იწყება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23887/49/238874907_220:0:2000:1335_1920x0_80_0_0_cfb79695cbb03641d5afe8e8e4616525.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
თბილისი დღეს, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
ყველაზე მაღალი შენობები თბილისში და ფასები
18:54 31.01.2023 (განახლებულია: 21:58 31.01.2023) ელიტურ საცხოვრებელ კომპლექსებში ფასი ერთ კვადრატულ მეტრ ფართობზე საშუალოდ 2 ათასი დოლარიდან იწყება.
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. დედაქალაქში ყველაზე მაღალი შენობების ჩამონათვალში სამი ფეშენებელური სასტუმრო და ორი ელიტური საცხოვრებელი კომპლექსი შევიდა.
პირველ ადგილზეა 37-სართულიანი Axis Towers-ის ტყუპი ცათამბჯენი, რომელიც ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე ააშენეს.
Axis Towers 147-მეტრიანი ცათამბჯენებია. ერთ მათგანში საცხოვრებელი ბინებია განთავსებული, სადაც 1 კვ.მ-ის ღირებულება საშუალოდ 2 ათასი დოლარიდან იწყება. მეორე შენობაში განთავსებულია ფიტნეს-ცენტრი, აუზი, კომერციული ობიექტები და ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რომლის ნომრის ღირებულება საშუალოდ 190 დოლარია დღე-ღამეში.
ვაკე საცხოვრებლის სიძვირით მეორეა თბილისში.
ყველაზე მაღალი შენობების სიაში მეორე ადგილზეა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო The Biltmore Tbilisi Hotel. ის მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირზე მდებარეობს. ყველაზე ძვირი საცხოვრებელი ფართი თბილისში სწორედ ამ რაიონშია.
რაც შეეხება სასტუმროს, ესაა 32-სართულიანი 138 მეტრი სიმაღლის შენობა. ამ სასტუმროში ნომრის ღირებულება 220 დოლარიდან იწყება.
მესამე ადგილზეა მრავალფუნქციური პრემიუმ-კლასის კომპლექსი ალექსიძის ქუჩაზე King David Building. კომპლექსი საბურთალოს რაიონის დასაწყისშია. საბურთალო სიძვირით მესამე ადგილზეა.
კომპლექსი აერთიანებს ორ ცათამბჯენს – 31- და 19-სართულიანს. მაღალი ცათამბჯენის სიმაღლე 115 მეტრია. მასში განთავსებულია საცხოვრებელი ბინები, ხოლო უფრო დაბალ შენობაში ბიზნეს-ცენტრია.
ბინების ღირებულება თეთრი კარკასის მდგომარეობაში იწყება დაახლოებით 3 ათასი დოლარიდან (1 კვ.მ).
მეოთხე ადგილზეა კიდევ ერთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Radisson Blu Iveria Hotel, რომელიც მთაწმინდის რაიონში, რესპუბლიკის მოედანზეა.
Radisson Blu Iveria Hotel-ის სიმაღლეა 86 მეტრი. ის 18-სართულიანია. ნომრის ღირებულება დაახლოებით 130 დოლარიდან იწყება.
ბოლო, მეხუთე ადგილზეა ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო Holiday Inn Tbilisi, რომელიც საბურთალოზე, 26 მაისის მოედანზე მდებარეობს.
შენობა 21-სართულიანი და 70 მ სიმაღლისაა. ნომრის ღირებულება სასტუმროში დაახლოებით 120 დოლარიდან იწყება.