https://sputnik-georgia.com/20230225/papuasvili-evrokavsiris-kritikas-gamoexmaura-275237062.html
ახალი კანონპროექტი: პაპუაშვილი ევროკავშირის კრიტიკას გამოეხმაურა
ახალი კანონპროექტი: პაპუაშვილი ევროკავშირის კრიტიკას გამოეხმაურა
Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტის სპიკერმა უპასუხა ევროკავშირის კრიტიკას „უცხოურ აგენტებზე“ კანონთან დაკავშირებით 25.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-25T17:00+0400
2023-02-25T17:00+0400
2023-02-25T17:00+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები
ევროკავშირი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270147674_341:198:1210:687_1920x0_80_0_0_263361a1f4c231b372f348f8e631a502.jpg
თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროეტის განხილვის დროს თავისი პარტნიორების შეშფოთებას გაითვალისწინებს, განუცხადა ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.მანამდე ევროპის საგარეო სამსახურმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის თაობაზე კომენტარი გამოაქვეყნა. როგორც სამსახურმა აღნშნა, კანონპორექტი ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციებსა და მის ნორმებს.პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან საუბრისას აღინიშნა, რომ დაფინანსების გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია.ამასთან, პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ თავისთავად გამჭვირვალობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებადაც აუცილებელია, როგორც ეს ევროკომისიის რეკომენდაციებშია აღნიშნული, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ნაწილში.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270147674_491:230:1091:680_1920x0_80_0_0_16945000d6c0ff275541577351f74575.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ახალი ამბები, ევროკავშირი , პოლიტიკა
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ახალი ამბები, ევროკავშირი , პოლიტიკა
ახალი კანონპროექტი: პაპუაშვილი ევროკავშირის კრიტიკას გამოეხმაურა
საქართველოს პარლამენტის სპიკერმა უპასუხა ევროკავშირის კრიტიკას „უცხოურ აგენტებზე“ კანონთან დაკავშირებით
თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროეტის განხილვის დროს თავისი პარტნიორების შეშფოთებას გაითვალისწინებს, განუცხადა ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მანამდე ევროპის საგარეო სამსახურმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის თაობაზე კომენტარი გამოაქვეყნა. როგორც სამსახურმა აღნშნა, კანონპორექტი ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციებსა და მის ნორმებს.
„ამ პროექტების განხილვა ჯერ არ დაწყებულა პარლამენტში. დაიწყება განხილვები და გვექნება ამაზე კომუნიკაცია როგორც სამოქალაქო საზოგადოებასთან, ისე პარტნიორებთან, თუკი არსებობს რამე წუხილი, ამაზე გვექნება კომუნიკაცია“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან საუბრისას აღინიშნა, რომ დაფინანსების გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია.
„საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, იცოდნენ, რა ინტერესები, რა ფინანსური რესურსები არსებობს იმ სუბიექტების უკან, რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებასა და მიღებაში“, — აღნიშნა მან.
ამასთან, პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ თავისთავად გამჭვირვალობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებადაც აუცილებელია, როგორც ეს ევროკომისიის რეკომენდაციებშია აღნიშნული, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ნაწილში.