ქართველი ქველმოქმედი მზიან ტულუზაში

© courtesy of Lasha Bolkvadzeლაშა ბოლქვაძე
ლაშა ბოლქვაძე  - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2023
გამოწერა
„იმდენად მრავალფეროვანი ვარ, რომ რთულია ჩემი სურვილების და მიზნების გათვლა“ – ქობულეთელი ლაშა ბოლქვაძე საკუთარი თავის დახასიათების დროს არაფერს აჭარბებს.
ის დღეს საფრანგეთში ცხოვრობს, მშობლიურის გარდა იცის ხუთი ენა: ფრანგული, ინგლისური, რუსული, თურქული და ესპანური. უყვარს მუსიკა, მღერის და რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავს. სწავლობდა ტულუზის უნივერსტეტის ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე. რაც მთავარია, ახერხებდა და სწავლის დროს საქართველოდან ჩასულ ბევრ ადამიანს ყოველგვარი ანგარების გარეშე ეხმარებოდა.
© photo: courtesy of Lasha Bolkvadzeლაშა ბოლქვაძე
ლაშა ბოლქვაძე  - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2023
ლაშა ბოლქვაძე
- ლაშა, ვიცი, რომ საფრანგეთში ჩასულ ბევრ ქართველს დაეხმარეთ...
- არ მინდა ტრაბახში ჩამითვალოთ, მაგრამ სინამდვილეში მართლა ბევრის სიცოცხლე გადამირჩენია. აქ ჩამოდიან ისეთები, ვისაც შერყეული ჯანმრთელობის გამო გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება. ყველაფერი დაზღვევაზეა დამოკიდებული, მე კი მაქვს საიმისო წვდომა, რომ მათი პრობლემა დროულად მოგვარდეს. დღის განმავლობაში ბევრი ადამიანი მირეკავს და მწერს, რომლებიც ქუჩაში არიან და დახმარება სჭირდებათ. საფრანგეთში მოქმედი თითქმის ყველა კანონი ვიცი და კარგი ურთიერთობა მაქვს ქვეყნის ყველა ორგანოსთან, ამასთან ბევრ საკითხში გარკვეული ვარ. ქართველ სტუდენტებს სწავლის გაგრძელებაშიც ვეხმარები.
© photo: courtesy of Lasha Bolkvadzeლაშა ბოლქვაძე
ლაშა ბოლქვაძე  - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2023
ლაშა ბოლქვაძე
- თქვენი ქობულეთური ბავშვობა როგორ გახსენდებათ?
- ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვიყავი და არ მახსენდება დღე, როცა რაიმე პრობლემა ვინმეს ჩარევით მომეგვარებინოს. ყველგან მარტო, უფროსების გარეშე დავდიოდი. ფინანსურად ძალიან გვიჭირდა, ამიტომაც თავს ყოველთვის გარიყულად ვგრძნობდი. ცხრა კლასი სოფელში დავამთავრე, ასე თუ ისე, ნორმალურად. დამამთავრებელი კლასები კი ქობულეთის N-5 საჯარო სკოლაში, სადაც კარგი განათლება მივიღე. მყავდა შესანიშნავი დირექტორი და პედაგოგები, რომლებიც ძალიან მიყვარს.
© photo: courtesy of Lasha Bolkvadzeლაშა ბოლქვაძე იაპონელ სტუმართან ერთად
ლაშა ბოლქვაძე იაპონელ სტუმართან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2023
ლაშა ბოლქვაძე იაპონელ სტუმართან ერთად
- საფრანგეთით რის შემდეგ დაინტერესდით?
- თავიდან საფრანგეთი რატომღაც არ მიტაცებდა, მაგრამ ძალიან ნიჭიერმა და ფრანგული ენის უძლიერესმა სპეციალისტმა, მწერალმა, ქალბატონმა ზერა რომანაძემ სიღმისეულად შემასწავლა და შემაყვარა ფრანგული ენა. ამის შემდეგ სურვილი გამიჩნდა, რომ ეს ქვეყანა მენახა.
© photo: courtesy of Lasha Bolkvadzeლაშა ბოლქვაძე
ლაშა ბოლქვაძე  - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2023
ლაშა ბოლქვაძე
- რამდენი წლის იყავით, როცა საფრანგეთში პირველად გაემგზავრეთ?
- საქართველოს საზღვარს 18 წლის ასაკში გადავაბიჯე, როცა გაცვლითი პროგრამით სტაჟირებაზე საფრანგეთში გავემგზავრე. 2016 წელს სასწავლებლად ყოფნის დროს ამბიცია გამიჩნდა, რომ საფრანგეთის მოქალაქეობა მიმეღო, იმდენად მობილიზებული ვიყავი ამ საკითხში, რომ მოთხოვნიდან ზუსტად ორ თვეში საფრანგეთში ცხოვრების ათწლიანი უფლება მივიღე. როცა პარიზში ვიცხოვრე, მივხდი, რომ მზის გარეშე ვერსად გავძლებდი, ამიტომ ბინა მზიან მხარეში, ტულუზაში დავიდე.
© Photo: courtesy of Lasha Bolkvadzeლაშა ბოლქვაძე
ლაშა ბოლქვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2023
ლაშა ბოლქვაძე
- ვიცი, რომ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტები გაქვთ ქართველი ბავშვებისთვის, კონკრეტულად რა პროექტებია?
- დიახ, მინდა, რომ ჩვენი ბავშვები დაკავებული იყვნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში, იქნება ეს ენის შემსწავლელი ცენტრი თუ მუსიკალური ხასიათის პროექტები. მინდა ჩემს საგანმანათლებლო ცენტრში ბავშვები ეთიკის ნორმების დაცვას და თავაზიანობას ვაზიარო. მინდა, რომ ისინი საინტერესო საქმიანობით დაკავდნენ. მოკლედ, ბევრი კარგი რამ მინდა.
© Photo: courtesy of Lasha Bolkvadzeლაშა ბოლქვაძე
ლაშა ბოლქვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2023
ლაშა ბოლქვაძე
- როგორია თქვენი დღის რეჟიმი?
- მთელი დღე სხვისი საქმით ვარ დაკავებული და ფაქტობრივად პირადი ცხოვრება არ მაქვს, და ყველაფერს მართლა უანგაროდ ვაკეთებ. ჩემი ჩვეულებრივი დღე ასეთია: დილით ექვს საათზე უკვე მზად ვარ გარეთ გასასვლელად. საღამოს ათზე უკან ვბრუნდები და ვთარგმნი. აქ ცხოვრების სწრაფი ტემპია და აუცილებელია, რომ მას ფეხი აუწყო.
© Photo: courtesy of Lasha Bolkvadzeლაშა ბოლქვაძე
ლაშა ბოლქვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2023
ლაშა ბოლქვაძე
- და დასვენებას როდის ახერხებთ?
- პარასკევი ჩემი დღეა, ამ დროს ვხვდები მეგობრებს, სხვადასხვა საღამოებს ვაწყობთ. ერთი სიტყვით, კარგად ვერთობით და ამ ტრადიციას არასდროს ვარღვევ. მიყვარს სეირნობა და მოგზაურობა, თუმცა ამისთვის დრო აღარ მრჩება. ფრანგ მეგობრებს საქართველო გავაცანი, ხშირად ვამბობ, რომ ქართველები ფრანგებს არაფრით ჩამოუვარდებით. ყოველთვის როცა კი ჩემს ქვეყანაზე ვსაუბრობ, ძალიან ამაყი ვარ...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0