ევროპაში თავშესაფრის თხოვნით საქართველოს მოქალაქეები რეკორდს ამყარებენ

© photo: Sputnik / Stringerქართული პასპორტი
ქართული პასპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2023
გამოწერა
საქართველომ იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მოქალაქეები თავშესაფარს ითხოვენ, მერვე ადგილი დაიკავა.
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. განაცხადებმა თავშესაფრის მიღებაზე ევროკავშირსა და შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან 2008 წლიდან მოყოლებული რეკორდი დაამყარა, ნათქვამია ევროკავშირის ლტოლვილთა სააგენტოს ანგარიშში.
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.
სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს მოქალაქეებმა შეიტანეს 28,8 ათასი განაცხადი და მოხვდნენ თავშესაფრის მთხოვნელთა ძირითად ათეულში, დაიკავეს მერვე ადგილი და წინ გაუსწრეს უკრაინისა და ერაყის მოქალაქეებს.
ქვეყნების ხუთელში შევიდნენ სირიის, ავღანეთის, თურქეთის, ვენესუელისა და კოლუმბიის მოქალაქეები.
„სინამდვილეში, ყველაზე მეტი განაცხადი შემოიტანეს თურქებმა, ვენესულელებმა, კოლუმბიელებმა, ბანგლადეშელებმა და ქართველებმა, ყოველ შემთხვევაშიმ 2008 წლიდან“, – ნათქვამია ანგარიშში.
ევროპულმა ქვეყნებმა არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მთხოვნელთა ზრდის გამო.
საქართველოს ხელისუფლებამ ევროპის ქვეყნებში არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთად გარკვეული ნაბიჯები გადადგა. გამკაცრდა კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის მოთხოვნათა დამრღვევების მიმართ. ყველა ხარჯი, დაკავშირებული საქართველოს მოქალაქეთა რეადმისიასთან, თავად გამოძევებულ მოქალაქეებს დაეკისრათ. გამკაცრდა ასევე გვარის შეცვლის პროცედურა.
მიუხედავად ევროკავშირთან უვიზო რეჟიმისა, მიგრაციის ოპტიმალური მაჩვენებლებია - კობახიძე>>
ევროკავშირის მიმართულებით საზღვრის გადაკვეთისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს შემდეგი დოკუმენტები: უკანა მიმართულების ბილეთი ან მისი ჯავშანი, სასტუმროს ჯავშანი, რომლის აღწერაც უნდა შეეძლოს გამგზავრების მსურველს, საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდისთვის საკმარისი თანხა.
თუ საქართველოს მოქალაქე შენგენის ზონაში მცხოვრებ ადამიანთან სტუმრად მიემგზავრება, მას ხელთ უნდა ჰქონდეს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს იმ ადამიანის თანხმობას, უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქის საცხოვრებელი ხარჯი.
რომელიმე ზემოაღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე ქვეყნის დატოვებას ვერ შეძლებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0