https://sputnik-georgia.com/20230225/25-tebervals-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-275219130.html
25 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
25 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
Sputnik საქართველო
გაეცანით 25 თებერვალს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური... 25.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-25T00:15+0400
2023-02-25T00:15+0400
2023-02-25T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23909/21/239092156_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_549d5f05f4f5427180ba406bb1ccbc92.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.20–29 თებერვალი20–29 თებერვლის პერიოდი თევზების ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.ამ პერიოდში დაბადებულებს პლანეტა მერკური მართავს. ისინი მეოცნებე ადამიანები არიან და ისწრაფვიან მარტოობისა და ცვლილებებისკენ.მნიშნელოვანი წლებია: 12, 24,36, 58, 60,72.ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა მიმოზა.ამ დეკადაში დაბადებულები მგრძნობიარენი არიან, ადვილია მათი წყენინება და გულისტკენა. თავიანთ სამუშაოს ისინი დიდი პასუხისმგებლობით ასრულებენ, ხანდახან საკუთარი ძალების ზღვარიც კი ავიწყდებათ, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია, ისწავლონ მოდუნება, დასვენება, რომ წარმატებით შეძლონ საქმიანობა და სხვადასხვა ავადმყოფობამ ხელი არ შეუშალოს.25 თებერვალს დაბადებულები25 თებერვალს დაბადებულები მგრძნობიარე, კეთილსინდისიერი პასუხისმგებლობისა და მძაფრი ინტუიციის მქონე ადამიანები არიან. აქვთ საკუთარი მოსაზრებები და თუ გრძნობენ, რომ მართალი არიან, არასდროს იტყვიან მათზე უარს. არ განიცდიან სხვების ზეგავლენას და გადაწყვეტილებებს თავად იღებენ. თუმცა, შეუძლიათ, სხვების მოსმენა და შესაბამისი დასკვნების გამოტანა თავიანთი პრინციპების შესაბამისად. ფინანსური მხარე გამარჯვებებითა და მარცხით იქნება სავსე, ამიტომ მათ უნდა ისწავლონ ფულის განკარგვა.ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს ნიშნების ძლიერი მხარეები>>25 თებერვალს დაბადებულები აუღებელი ციხე-სიმაგრის შთაბეჭდილებას ტოვებენ, თუმცა, მათი ჭეშმარიტი შესაძლებლობები და პოტენციალი საქმეებში ჩანს, რომლებიც მათი პიროვნების მნიშვნელობას არ უკავშირდება. ამ დღეს დაბადებულები თავდაჯერებული არიან, აქვთ საკუთარი ღირსების მძაფრი შეგრძნება, მაგრამ ეგოიზმს მათ ვერ დააბრალებ. ისინი დიდ დროს უთმობენ საზოგადოებრივ საქმეებს, მაგრამ ყოველთვის უანგაროდ - არა. მათ სწამთ, რომ მოიპოვებენ სხვებზე გავლენას, როდესაც მთლიანად ჩაეფლობიან საქმეებში. კონფლიქტები მათთვის უცხო არ არის, რაც მათი საზოგადოებრივი და „არეული" სამყაროს წესების კრიტიკით აიხსნება.ბავშვობიდან ნებისმიერი უსამართლობა მათ შინაგან სამყაროზე აისახება და ნაწილობრივ ამით აიხსნება მათი „ქარიშხლიანი" ყმაწვილობა და ახალგაზრდობა, ხშირად სიბერემდე შინაგან ქაოსში ცხოვრობენ. როდესაც 30 წელს გადალახავენ, იწყებენ საკუთარი ინტელექტის განვითარებაზე მუშაობას, ფილოსოფიის, ხელოვნების, რელიგიის, კაცობრიობის მოდელის შესწავლას. თუ დაინტერესდნენ რომელი სფეროთი, მთელ ძალისხმევას მას ახმარენ, თუმცა, სჯობს, წარსული გამოცდილებაც არ დაივიწყონ, რადგან ბედნიერი მომავლისთვის ყოველთვის შეიძლება რაიმე გაკვეთილის გამოტანა.25 თებერვალს დაბადებულებს კარგად შეუძლიათ თავიანთი თავის წარმოდგენა; მუშაობენ მთელი ძალისხმევით და ამასვე მოითხოვენ სხვებისგან. მათ უფრო მეტად გაცემა უყვართ, ვიდრე მიღება, თუმცა, უნდა გაითვალისწინონ, რომ ხშირად ადამიანებს არ სჭირდებათ მათი საჩუქრები. მათთვის მისაღები ვარიანტი იქნება გარშემომყოფებთან ერთობლივი მუშაობა და გამოცდილების გაზიარება, ამის წყალობით შეძლებენ კარგი ურთიერთობებისა და კავშირების დამყარებას სხვებთან.ჯანმრთელობაცხოვრებისადმი არაცნობიერი დამოკიდებულება 25 თებერვალს დაბადებულებისთვის ჩვეულებრივი რამაა. მათთვის მნიშვნელოვანია ძილი - მისი ხარისხი და ხანგრძლივობა. თუ ძილის პრობლემას ვერ მოიგვარებენ, გაღიზიანებული არიან, სტრესის გამო მიდრეკილება უჩნდებათ ავადმყოფობისკენ. ამ დღეს დაბადებულები კვების მხრივ ორპოლუსიანი არიან - ან ასკეტები, ან ღორმუცელები. ამიტომ მათ მუდმივად უნდა დაიცვალ დაბალანსებული დიეტა. ფიზიკური აქტივობის მხრივ, მათთვის კარგი იქნება მსუბუქი ვარჯიშები - ცეკვები, აერობიკა, მამაკაცებისთვის - ორთაბრძოლები.მიმნდობი ადამიანი ხართ თუ ეჭვიანი? ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი>>რჩევა:იყავით პიროვნება - ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, თუმცა, სხვების ინტერესებს ნუ ხელყოფთ. განავითარეთ და გაამდიდრეთ შინაგანი სამყარო. საჭირო არ არის, სხვებისგან აღფრთოვანება მოითხოვოთ. პატივისცემით მოეკიდეთ სხვის შეხედულებებს, განსაკუთრებით, თუ ისინი თქვენს მოსაზრებებს ეწინააღმდეგება.
https://sputnik-georgia.com/20210220/Tevzebi-zogadi-daxasiaTeba-250948657.html
https://sputnik-georgia.com/20191023/zodiaqos-gulwrfeli-niSnebi-246813699.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23909/21/239092156_232:0:2048:1362_1920x0_80_0_0_6e302c406da3ae9cf0e7122a9cd7bc63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
25 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 25 თებერვალს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
20–29 თებერვლის პერიოდი თევზების ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.
ამ პერიოდში დაბადებულებს პლანეტა მერკური მართავს. ისინი მეოცნებე ადამიანები არიან და ისწრაფვიან მარტოობისა და ცვლილებებისკენ.
მნიშნელოვანი წლებია: 12, 24,36, 58, 60,72.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა მიმოზა.
ამ დეკადაში დაბადებულები მგრძნობიარენი არიან, ადვილია მათი წყენინება და გულისტკენა. თავიანთ სამუშაოს ისინი დიდი პასუხისმგებლობით ასრულებენ, ხანდახან საკუთარი ძალების ზღვარიც კი ავიწყდებათ, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია, ისწავლონ მოდუნება, დასვენება, რომ წარმატებით შეძლონ საქმიანობა და სხვადასხვა ავადმყოფობამ ხელი არ შეუშალოს.
25 თებერვალს დაბადებულები
25 თებერვალს დაბადებულები მგრძნობიარე, კეთილსინდისიერი პასუხისმგებლობისა და მძაფრი ინტუიციის მქონე ადამიანები არიან. აქვთ საკუთარი მოსაზრებები და თუ გრძნობენ, რომ მართალი არიან, არასდროს იტყვიან მათზე უარს. არ განიცდიან სხვების ზეგავლენას და გადაწყვეტილებებს თავად იღებენ. თუმცა, შეუძლიათ, სხვების მოსმენა და შესაბამისი დასკვნების გამოტანა თავიანთი პრინციპების შესაბამისად. ფინანსური მხარე გამარჯვებებითა და მარცხით იქნება სავსე, ამიტომ მათ უნდა ისწავლონ ფულის განკარგვა.
25 თებერვალს დაბადებულები აუღებელი ციხე-სიმაგრის შთაბეჭდილებას ტოვებენ, თუმცა, მათი ჭეშმარიტი შესაძლებლობები და პოტენციალი საქმეებში ჩანს, რომლებიც მათი პიროვნების მნიშვნელობას არ უკავშირდება. ამ დღეს დაბადებულები თავდაჯერებული არიან, აქვთ საკუთარი ღირსების მძაფრი შეგრძნება, მაგრამ ეგოიზმს მათ ვერ დააბრალებ. ისინი დიდ დროს უთმობენ საზოგადოებრივ საქმეებს, მაგრამ ყოველთვის უანგაროდ - არა. მათ სწამთ, რომ მოიპოვებენ სხვებზე გავლენას, როდესაც მთლიანად ჩაეფლობიან საქმეებში. კონფლიქტები მათთვის უცხო არ არის, რაც მათი საზოგადოებრივი და „არეული" სამყაროს წესების კრიტიკით აიხსნება.
ბავშვობიდან ნებისმიერი უსამართლობა მათ შინაგან სამყაროზე აისახება და ნაწილობრივ ამით აიხსნება მათი „ქარიშხლიანი" ყმაწვილობა და ახალგაზრდობა, ხშირად სიბერემდე შინაგან ქაოსში ცხოვრობენ. როდესაც 30 წელს გადალახავენ, იწყებენ საკუთარი ინტელექტის განვითარებაზე მუშაობას, ფილოსოფიის, ხელოვნების, რელიგიის, კაცობრიობის მოდელის შესწავლას. თუ დაინტერესდნენ რომელი სფეროთი, მთელ ძალისხმევას მას ახმარენ, თუმცა, სჯობს, წარსული გამოცდილებაც არ დაივიწყონ, რადგან ბედნიერი მომავლისთვის ყოველთვის შეიძლება რაიმე გაკვეთილის გამოტანა.
25 თებერვალს დაბადებულებს კარგად შეუძლიათ თავიანთი თავის წარმოდგენა; მუშაობენ მთელი ძალისხმევით და ამასვე მოითხოვენ სხვებისგან. მათ უფრო მეტად გაცემა უყვართ, ვიდრე მიღება, თუმცა, უნდა გაითვალისწინონ, რომ ხშირად ადამიანებს არ სჭირდებათ მათი საჩუქრები. მათთვის მისაღები ვარიანტი იქნება გარშემომყოფებთან ერთობლივი მუშაობა და გამოცდილების გაზიარება, ამის წყალობით შეძლებენ კარგი ურთიერთობებისა და კავშირების დამყარებას სხვებთან.
ცხოვრებისადმი არაცნობიერი დამოკიდებულება 25 თებერვალს დაბადებულებისთვის ჩვეულებრივი რამაა. მათთვის მნიშვნელოვანია ძილი - მისი ხარისხი და ხანგრძლივობა. თუ ძილის პრობლემას ვერ მოიგვარებენ, გაღიზიანებული არიან, სტრესის გამო მიდრეკილება უჩნდებათ ავადმყოფობისკენ. ამ დღეს დაბადებულები კვების მხრივ ორპოლუსიანი არიან - ან ასკეტები, ან ღორმუცელები. ამიტომ მათ მუდმივად უნდა დაიცვალ დაბალანსებული დიეტა. ფიზიკური აქტივობის მხრივ, მათთვის კარგი იქნება მსუბუქი ვარჯიშები - ცეკვები, აერობიკა, მამაკაცებისთვის - ორთაბრძოლები.
იყავით პიროვნება - ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, თუმცა, სხვების ინტერესებს ნუ ხელყოფთ. განავითარეთ და გაამდიდრეთ შინაგანი სამყარო. საჭირო არ არის, სხვებისგან აღფრთოვანება მოითხოვოთ. პატივისცემით მოეკიდეთ სხვის შეხედულებებს, განსაკუთრებით, თუ ისინი თქვენს მოსაზრებებს ეწინააღმდეგება.