https://sputnik-georgia.com/20230224/tiktok-evrokomisia-275206999.html
ევროკომისიამ თანამშრომლებს TikTok-ის გამოყენება აუკრძალა
ევროკომისიამ თანამშრომლებს TikTok-ის გამოყენება აუკრძალა
Sputnik საქართველო
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების IT-სამსახურმა კომისიის ყველა თანამშრომელს TikTok-ის აპლიკაციის წაშლა მოსთხოვა... 24.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-24T13:00+0400
2023-02-24T13:00+0400
2023-07-20T15:50+0400
მსოფლიო დღეს
ევროკომისია
ჩინეთი
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/14/249498601_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_d9197fcbcf5d2aaea77dbfe8c98ec311.jpg
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების IT-სამსახურმა კომისიის ყველა თანამშრომელს TikTok-ის აპლიკაციის წაშლა მოსთხოვა კორპორაციული და პერსონალური მოწყობილობებიდან მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით გაჩენილი ეჭვების გამო, იუწყება Euractiv.შესაბამისი წერილი ევროკავშირის უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლებმა ელექტრონული ფოსტით ხუთშაბათს, 23 თებერვალს მიიღეს.ევროკომისიის თანამშრომლებს ჩინური კომპანია ByteDance-ის კუთვნილი აპის წასაშლელად 15 მარტამდე მიეცათ დრო. მათთვის, ვინც ამ მოთხოვნას მითითებულ ვადაში არ შეასრულებს, კომისიის ელფოსტა და Skype მიუწვდომელი იქნება.TikTok-ში უკვე გაკეთდა კომენტარი ევროკომისიის ამ ნაბიჯზე.გასული წლის ნოემბერში TikTok-მა აღიარა, რომ პეკინში მდებარე შტაბ-ბინაში მსოფლიოს ყველა მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებზე წვდომაა შესაძლებელი. ეს აღიარება მოჰყვა Forbes-ის პუბლიკაციას, რომ აპლიკაცია ჟურნალისტებზე თვალთვალისთვის გამოიყენებოდა.ცოტა ხნის წინ შეერთებულმა შტატებმა TikTok-ის სამთავრობო მოწყობილობებზე გამოყენება შტატებისა და ფედერალურ დონეზე აკრძალა. ევროპის არცერთ სახელმწიფოს არ მიუბაძავს შეერთებული შტატებისთვის, თუმცა ჰოლანდიის ოფიციალურ პირებს ურჩიეს, არ გამოიყენონ ჩინური აპლიკაცია.წყარო: Euractiv
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/14/249498601_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_2d0f04e714afe6e2a82814ec18099342.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ევროკომისია, ჩინეთი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ევროკომისია, ჩინეთი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების IT-სამსახურმა კომისიის ყველა თანამშრომელს TikTok-ის აპლიკაციის წაშლა მოსთხოვა კორპორაციული და პერსონალური მოწყობილობებიდან მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით გაჩენილი ეჭვების გამო, იუწყება Euractiv.
შესაბამისი წერილი ევროკავშირის უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლებმა ელექტრონული ფოსტით ხუთშაბათს, 23 თებერვალს მიიღეს.
„კომისიის მონაცემების დაცვისა და კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით ევროკავშირის კორპორაციული მართვის საბჭომ გადაწყვიტა, შეაჩეროს TikTok-ის მუშაობა კორპორაციულ და პირად დივაისებზე, რომლებიც კომისიის მობილური მოწყობილობების სამსახურშია დარეგისტრირებული“, — ნათქვამია წერილში.
ევროკომისიის თანამშრომლებს ჩინური კომპანია ByteDance-ის კუთვნილი აპის წასაშლელად 15 მარტამდე მიეცათ დრო. მათთვის, ვინც ამ მოთხოვნას მითითებულ ვადაში არ შეასრულებს, კომისიის ელფოსტა და Skype მიუწვდომელი იქნება.
TikTok-ში უკვე გაკეთდა კომენტარი ევროკომისიის ამ ნაბიჯზე.
„ჩვენ იმედგაცრუებული ვართ ამ გადაწყვეტილებით, რომელიც, ჩვენი აზრით, ფუნდამენტურ მცდარ წარმოდგენებს ეფუძნება. ჩვენ უკვე დავუკავშირდით კომისიას, რათა აგვეხსნა, როგორ ვიცავთ ევროკავშირში 125 მილიონი ადამიანის მონაცემებს, რომლებიც TikTok-ით სარგებლობენ“, — განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
გასული წლის ნოემბერში TikTok-მა აღიარა, რომ პეკინში მდებარე შტაბ-ბინაში მსოფლიოს ყველა მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებზე წვდომაა შესაძლებელი. ეს აღიარება მოჰყვა Forbes-ის პუბლიკაციას, რომ აპლიკაცია ჟურნალისტებზე თვალთვალისთვის გამოიყენებოდა.
ცოტა ხნის წინ შეერთებულმა შტატებმა TikTok-ის სამთავრობო მოწყობილობებზე გამოყენება შტატებისა და ფედერალურ დონეზე აკრძალა. ევროპის არცერთ სახელმწიფოს არ მიუბაძავს შეერთებული შტატებისთვის, თუმცა ჰოლანდიის ოფიციალურ პირებს ურჩიეს, არ გამოიყენონ ჩინური აპლიკაცია.