მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სტოლტენბერგი: ჩინეთისადმი ნდობა აღარ არსებობს

© photo: Sputnik / Aleksey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიიენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2023
გამოწერა
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ ჩინეთის მოწოდებები ნდობას არ იმსახურებს, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
ასეთი კომენტარი მან მას შემდეგ გააკეთა, რაც პეკინმა თავისი 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა.

„ჩინეთისადმი ნდობა აღარ არსებობს, ვინაიდან მან არ დაგმო უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრა. ამასთან ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე პრეზიდენტ პუტინთან რუსეთ-ჩინეთის უსაზღვრო პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი“, — აღნიშნა სტოლტენბერგმა ესტონეთში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარების შესახებ თავისი გეგმა გამოაქვეყნა, რომელიც 12 პუნქტისგან შედგება.
ეს პუნქტებია:
1.
ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის პატივისცემა;
2.
ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმა;
3.
საომარ მოქმედებების შეწყვეტა;
4.
სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება;
5.
ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარება;
6.
სამოქალაქო პირებისა და სამხედრო ტყვეების დაცვა;
7.
ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
8.
სტრატეგიული რისკების შემცირება;
9.
მარცვლეულის გარიგების გარანტირება;
10.
ცალმხრივი სანქციების შეწყვეტა;
11.
წარმოებისა და მიწოდებების ჯაჭვის სტაბილურობის უზრუნველყოფა;
12.
ომის შემდგომი აღდგენის ხელშეწყობა.
მანამდე ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსის გენერალურმა მდივანმა Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატო ხედავს გარკვეულ მინიშნებებს, რომ ჩინეთი, შესაძლოა, რუსეთის მხარდაჭერას გეგმავდეს უკრაინის წინააღმდეგ ომში. მან მოუწოდა პეკინს, თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებისგან, რაც შეიძლება საერთაშორისო სამართლის დარღვევად იქცეს.
ყველა ახალი ამბავი
0