აბსტრაქციონიზმით გამოხატული „დიპლომატიური“ ხელოვნება

© photo: courtesy of Shota Imerlishviliშოთა იმერლიშვილი საკუთარ ნახატებთან ერთად
შოთა იმერლიშვილი საკუთარ ნახატებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2023
გამოწერა
„ხელოვნება სამყაროში ყველაზე დიდი დიპლომატიაა, მხატვრები კი სხვადასხვა ქვეყანაში საკუთარი ქვეყნის ელჩები არიან. ოღონდ ისინი ჩვეულებრივი ელჩებისგან განსახვავებულ გამოხატვის ფორმას ირჩევენ“ – გვითხრა მხატვარმა და დიპლომატმა შოთა იმერლიშვილმა.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დამთავრების მერე სტაჟირება ნიუ-იორკში საერთაშორისო ურთიერთობებისა და საზოგადოებრივი ურთიერთობების მიმართულებით გაიარა.
ხატვით ბავშვობიდანაა გატაცებული. მომავალმა დიპლომატმა, ჯერ კიდევ რვა წლის იყო, როცა თავისი ნახატები გაიტანა გაეროს მიერ ორგანიზებულ კავკასიელ ბავშვთა საერთაშორისო გამოფენაზე „კავკასიელი ბავშვები მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისათვის“, სადაც გაიმარჯვა. 2019 წელს, როგორც დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიის წევრს, ევროპარლამენტში საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატის სტატუსი მიენიჭა.
© photo: courtesy of Shota Imerlishviliშოთა იმერლიშვილი
შოთა იმერლიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2023
შოთა იმერლიშვილი
- ბატონო შოთა, თავის დროზე თქვენი პროფესიული არჩევანი ვინ განსაზღვრა?
- პროფესიულ არჩევანში ძალიან დიდი როლი ითამაშა დედამ, რომელიც სულ მასწავლიდა, რომ პირველ რიგში საკუთარი ქვეყანა და ხალხი უნდა მყვარებოდა. მან მასწავლა ისიც, რომ ცხოვრებაში რაც უნდა მომხდარიყო, ბრძოლას ყოველთვის ჰქონდა აზრი. ვფიქრობ, ჩემი ამ სფეროში მოხვედრა გარკვეულად მისმა რჩევა-დარიგებებმა განაპირობა. რადგან 90-იანი წლების დასაწყისში ვარ დაბადებული, ჩემ შემოქმედებაზეც, ბუნებრივია, იმ წლების გარემომ მოახდინა გავლენა. დაძაბულობა, ომიანობა, სამოქალაქო დაპირისპირება, გაუთავებელი ქიშპობა, ერთმანეთის მტრობა და ტერიტორიების მიტაცება – ყოველივე ის, რაც მაშინ ხდებოდა, ჩემში, როგორც ხელოვანში, დიდ ემოციას და პროტესტს იწვევდა. ამიტომაც ჩემს ნახატებში ხშირია მშვიდობისა და თავისუფლების თემები.
© photo: courtesy of Shota Imerlishviliშოთა იმერლიშვილი
შოთა იმერლიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2023
შოთა იმერლიშვილი
- თქვენი შემოქმედებითი ნატურის გამოსახატად აბსტრაქციონიზმი რატომ შეარჩიეთ?
- ქართველები მშვიდობისმოყვარე ერი ვართ და თავისუფლებისადმი მისწრაფება ოდითგან გვახასიათებს. დღევანდელი რეალობისადმი ჩემი დამოკიდებულების გამოსახატად აბსტრაქციონიზმი ვარჩიე, რადგან ეს მიმართულება ყველაზე კარგად გადმოსცემს ადამიანის შინაგან სამყაროს – თავისი ქაოსითა და არეულობით, პროტესტითა და წინააღმდეგობებით. ჩემი ნახატებით ვცდილობ საერთაშორისო საზოგადოებას დავანახო, თუ რა მშვიდობისმოყვარე ქვეყანა ვართ და რომ მომავალშიც ამ გზით გვსურს განვითარება.
© photo: courtesy of Shota Imerlishviliშოთა იმერლიშვილი ბელგიაში, საქართველოს საელჩოში, რომელსაც მხატვარმა გადასცა საკუთარი ნამუშევარი.
შოთა იმერლიშვილი ბელგიაში, საქართველოს საელჩოში, რომელსაც მხატვარმა გადასცა საკუთარი ნამუშევარი. - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2023
შოთა იმერლიშვილი ბელგიაში, საქართველოს საელჩოში, რომელსაც მხატვარმა გადასცა საკუთარი ნამუშევარი.
- როგორც დიპლომატს რომელი შეხვედრები დაგამახსოვრდათ?
- ჩემთვის ემოციური იყო დღე, როცა ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში პირველად შევდგი ფეხი. ასევე დამამახსოვრდა ბრიუსელში, ევროპარლამენტის შტაბ-ბინაში ახალგაზრდა დიპლომატების შეხვედრა. არასოდეს დამავიწყდება დღე, როცა ევროკავშირი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის გენერალურმა მდივანმა, ბატონმა რომან შტრასემ დიპლომი გადმომცა. საქართველოზე ასე შეყვარებული ადამიანი ბევრი არ მინახავს. მან მითხრა, რომ საქართველო მისთვის მეორე სამშობლოა და აქ ძალიან კარგად გრძნობს თავს. თვლის, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც ერთხელ მაინც ყველამ უნდა ნახოს.
© photo: courtesy of Shota Imerlishviliშოთა იმერლიშვილის შემოქმედება
შოთა იმერლიშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2023
შოთა იმერლიშვილის შემოქმედება
- ვიცი, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს ანიჭებთ უპირატესობას...
- ფიზიკურ აქტივობას ყოველთვის დიდ უპირატესობას ვანიჭებდი. სპორტი ჩემი ცხოვრების წესია და ეს დიპლომატიასა და ცხოვრებაშიც ძალიან მეხმარება. პირველ რიგში, წესრიგს მაჩვევს, საკუთარ ძალაში მარწმუნებს, უფრო თავდაჯერებულს მხდის. ადრე რაგბსა და კრივში ვვარჯიშობდი. დღეს სიამოვნებით დავდივარ სატრენაჟორო დარბაზში, რათა ყოველთვის ტონუსში ვიყო. დიპლომატი მორალურად და ფიზიკურადაც ძლიერი პიროვნება უნდა იყოს.
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0